სურა 106 ყურეიში

  1. لِإِيلَافِ قُرَيْشٍ

    ყურეიშთა გვარის შეთანხმება და კავშირი,

    106:1
  2. إِيلَافِهِمْ رِحْلَةَ الشِّتَاءِ وَالصَّيْفِ

    (ეს არის) ზამთარ-ზაფხულ მოგზაურობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

    106:2
  3. فَلْيَعْبُدُوا رَبَّ هَٰذَا الْبَيْتِ

    დაე, ეთაყვანონ ამ სახლის (ქააბას) ღმერთს,

    106:3
  4. الَّذِي أَطْعَمَهُمْ مِنْ جُوعٍ وَآمَنَهُمْ مِنْ خَوْفٍ

    რომელმაც დააპურა, როცა შიოდათ და დაიცვა, როცა ეშინოდათ!

    106:4

თარგმანი: რეზო მიქელაძე