მუსხაფი, გვერდი 601
-
وَالْعَصْرِ
ვფიცავ, ღესვრს!
103:1 -
إِنَّ الْإِنْسَانَ لَفِي خُسْرٍ
უეჭველად, ადამიანი წაგებულია!
103:2 -
إِلَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَتَوَاصَوْا بِالْحَقِّ وَتَوَاصَوْا بِالصَّبْرِ
გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ!
103:3 -
وَيْلٌ لِكُلِّ هُمَزَةٍ لُمَزَةٍ
ვაი, ყველა ზურგს უკან მკილავს და სხვისი წუნის მკვლევს!
104:1 -
الَّذِي جَمَعَ مَالًا وَعَدَّدَهُ
რომელმაც ქონება მოიხვეჭა და აგროვებს,
104:2 -
يَحْسَبُ أَنَّ مَالَهُ أَخْلَدَهُ
და თვლის, რომ სიმდიდრე სამარადჟამოდ აცოცხლებს!
104:3 -
كَلَّا ۖ لَيُنْبَذَنَّ فِي الْحُطَمَةِ
არამც და არამც! (თავი დაანებოს ამ ილუზიას, ქონება მას ვერ გადაარჩენს) უეჭველად, ჰუტამაში (ჯოჯოხეთში) იქნება ჩაგდებული!
104:4 -
وَمَا أَدْرَاكَ مَا الْحُطَمَةُ
(ო, შუამავალო) შენ იცი თუ არა, რა არის „ჰუტამა“?
104:5 -
نَارُ اللَّهِ الْمُوقَدَةُ
(ჰუტამა) ალლაჰის მიერ აალებული ცეცხლია,
104:6 -
الَّتِي تَطَّلِعُ عَلَى الْأَفْئِدَةِ
რომელიც გულს მოედებათ.
104:7 -
إِنَّهَا عَلَيْهِمْ مُؤْصَدَةٌ
ის (ჰუტამა) გადაეხურება და დაიკეტება მათ ზემოთ,
104:8 -
فِي عَمَدٍ مُمَدَّدَةٍ
უზომო სვეტებს შორის!
104:9 -
أَلَمْ تَرَ كَيْفَ فَعَلَ رَبُّكَ بِأَصْحَابِ الْفِيلِ
განა არ დაინახე, როგორ მოექცა უფალი შენი სპილოს პატრონებს?
105:1 -
أَلَمْ يَجْعَلْ كَيْدَهُمْ فِي تَضْلِيلٍ
განა არ ჰქმნა მათი განზრახვა ამაოდ?
105:2 -
وَأَرْسَلَ عَلَيْهِمْ طَيْرًا أَبَابِيلَ
და მიუსია მათზე ჩიტების ურდოები,
105:3 -
تَرْمِيهِمْ بِحِجَارَةٍ مِنْ سِجِّيلٍ
რომელთაც დაუშინეს გამომწვარი თიხის ქვები
105:4 -
فَجَعَلَهُمْ كَعَصْفٍ مَأْكُولٍ
და დაამსგავსა (ჰქმნა) ისინი (ბოგანოსგან (ყანის ჭიისაგან)) შეჭმული ყანის დაფლეთილ ფოთოლს!
105:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე