მუსხაფი, გვერდი 482

  1. إِلَيْهِ يُرَدُّ عِلْمُ السَّاعَةِ ۚ وَمَا تَخْرُجُ مِنْ ثَمَرَاتٍ مِنْ أَكْمَامِهَا وَمَا تَحْمِلُ مِنْ أُنْثَىٰ وَلَا تَضَعُ إِلَّا بِعِلْمِهِ ۚ وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ أَيْنَ شُرَكَائِي قَالُوا آذَنَّاكَ مَا مِنَّا مِنْ شَهِيدٍ

    მასთან მიიქცევა საათის ცოდნა. და არც ერთი ნაყოფი არ აღმოცენდება თავისი ღივიდან და არ დაფეხძიმდება არც ერთი მდედრი და ვერ შობს მისი ცოდნის გარეშე. და იმ დღეს, როცა მოუხმობს მათ: „სად არიან ჩემი მოზიარენი?“ მიუგებენ: „მოგახსენებთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის მოწმე“.

    41:47
  2. وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَدْعُونَ مِنْ قَبْلُ ۖ وَظَنُّوا مَا لَهُمْ مِنْ مَحِيصٍ

    და გაეცალნენ მათგან, რასაც მოუხმობდნენ უწინ და დარწმუნდნენ, რომ არ არის მათთვის გადარჩენა.

    41:48
  3. لَا يَسْأَمُ الْإِنْسَانُ مِنْ دُعَاءِ الْخَيْرِ وَإِنْ مَسَّهُ الشَّرُّ فَيَئُوسٌ قَنُوطٌ

    და არ ბეზრდება ადამიანს სიკეთის თხოვნა, მაგრამ თუ შეეხება მას სიავე, სასოწარკვეთა მოიცავს და იმედს კარგავს.

    41:49
  4. وَلَئِنْ أَذَقْنَاهُ رَحْمَةً مِنَّا مِنْ بَعْدِ ضَرَّاءَ مَسَّتْهُ لَيَقُولَنَّ هَٰذَا لِي وَمَا أَظُنُّ السَّاعَةَ قَائِمَةً وَلَئِنْ رُجِعْتُ إِلَىٰ رَبِّي إِنَّ لِي عِنْدَهُ لَلْحُسْنَىٰ ۚ فَلَنُنَبِّئَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا بِمَا عَمِلُوا وَلَنُذِيقَنَّهُمْ مِنْ عَذَابٍ غَلِيظٍ

    და თუ ვაგემეთ მას წყალობა ჩვენგან, შემდგომად იმ სიავის დატეხისა, აუცილებლად იტყვის: „ეს ჩემია და მე არა მგონია, რომ დადგეს საათი. და თუ ნამდვილად მობრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უეჭველად, ჩემთვის მის წინაშე, იქნება საუკეთესო“. დაე, უთუოდ, ვამცნობთ რომელთაც უარყვეს, იმას, რაც ჩაიდინეს და უთუოდ, ვაგემებთ მათ სასტიკ სასჯელს.

    41:50
  5. وَإِذَا أَنْعَمْنَا عَلَى الْإِنْسَانِ أَعْرَضَ وَنَأَىٰ بِجَانِبِهِ وَإِذَا مَسَّهُ الشَّرُّ فَذُو دُعَاءٍ عَرِيضٍ

    და როცა ადამიანს წყალობას ვუბოძებთ, პირს იბრუნებს და გაიძურწება. და თუ სიავე მიეწევა, იწყებს გაუთავებელ ვედრებას.

    41:51
  6. قُلْ أَرَأَيْتُمْ إِنْ كَانَ مِنْ عِنْدِ اللَّهِ ثُمَّ كَفَرْتُمْ بِهِ مَنْ أَضَلُّ مِمَّنْ هُوَ فِي شِقَاقٍ بَعِيدٍ

    უთხარი: „რას იტყვით, თუკი ეს (ყურანი)არის ალლაჰის წიაღიდან, მერე თქვენ უარყეთ იგი? ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვინც ღრმა განხეთქილებაშია?!

    41:52
  7. سَنُرِيهِمْ آيَاتِنَا فِي الْآفَاقِ وَفِي أَنْفُسِهِمْ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَهُمْ أَنَّهُ الْحَقُّ ۗ أَوَلَمْ يَكْفِ بِرَبِّكَ أَنَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدٌ

    სულ მალე ვუჩვენებთ მათ ჩვენს სასწაულებს ცის კაბადონზე და მათ სულებში, რათა განცხადდეს მათთვის, რომ იგი ჭეშმარიტებაა. განა არ კმარა, რომ იგი უწყის ყველაფერს?!

    41:53
  8. أَلَا إِنَّهُمْ فِي مِرْيَةٍ مِنْ لِقَاءِ رَبِّهِمْ ۗ أَلَا إِنَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ مُحِيطٌ

    მაგრამ ფრთხილად! უეჭველად, ისინი ეჭვში არიან თავიანთ ღმერთთან შეხვედრის თაობაზე. კარგათ შეიმეცნეთ, უეჭველად, იგი ყველაფრის გარემომცველია.

    41:54

თარგმანი: რეზო მიქელაძე