მუსხაფი, გვერდი 481
-
وَمِنْ آيَاتِهِ أَنَّكَ تَرَى الْأَرْضَ خَاشِعَةً فَإِذَا أَنْزَلْنَا عَلَيْهَا الْمَاءَ اهْتَزَّتْ وَرَبَتْ ۚ إِنَّ الَّذِي أَحْيَاهَا لَمُحْيِي الْمَوْتَىٰ ۚ إِنَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
და მისი სასწაულებიდანაა, რომ შენ მიწას ნამდვილად გამომხმარს ხედავ, ხოლო როცა ჩვენ მოვავლენთ მასზე წყალს, ის მოძრაობას იწყებს და ფუვდება. უეჭველად, რომელმაც გააცოცხლა იგი, უთუოდ, გამცოცხლებელია მკვდართა. უეჭველად, იგი ყოვლისშემძლეა.
41:39 -
إِنَّ الَّذِينَ يُلْحِدُونَ فِي آيَاتِنَا لَا يَخْفَوْنَ عَلَيْنَا ۗ أَفَمَنْ يُلْقَىٰ فِي النَّارِ خَيْرٌ أَمْ مَنْ يَأْتِي آمِنًا يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ اعْمَلُوا مَا شِئْتُمْ ۖ إِنَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
უეჭველად, რომელნიც გმობენ ჩვენს აიათებს, ვერ დაიმალებიან ჩვენს წინაშე. განა ვინც მოხვედრილ იქნება ცეცხლში უკეთესია, თუ ვინც აღდგომის დღეს მოვა დაცული?! ჰქმენით, რაც გენებოთ! უეჭველად, იგი ხედავს რასაც სჩადიხართ.
41:40 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا بِالذِّكْرِ لَمَّا جَاءَهُمْ ۖ وَإِنَّهُ لَكِتَابٌ عَزِيزٌ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს შეხსენება, როცა მოევლინა მათ. უეჭველად, იგი წიგნია ძლევამოსილი.
41:41 -
لَا يَأْتِيهِ الْبَاطِلُ مِنْ بَيْنِ يَدَيْهِ وَلَا مِنْ خَلْفِهِ ۖ تَنْزِيلٌ مِنْ حَكِيمٍ حَمِيدٍ
სიცრუე ვერ გაეკარება მას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან. ზეგარდმოვლენილია ბრძენისგან, ყოვლადქებულისგან.
41:42 -
مَا يُقَالُ لَكَ إِلَّا مَا قَدْ قِيلَ لِلرُّسُلِ مِنْ قَبْلِكَ ۚ إِنَّ رَبَّكَ لَذُو مَغْفِرَةٍ وَذُو عِقَابٍ أَلِيمٍ
შენზე ნათქვამი არაფერია, თუ არა რაც შუამავალთ ეუბნებოდნენ შენს უწინ. უეჭველად, შენი ღმერთი მიმტევებელია, სასტიკსასჯელიანია.
41:43 -
وَلَوْ جَعَلْنَاهُ قُرْآنًا أَعْجَمِيًّا لَقَالُوا لَوْلَا فُصِّلَتْ آيَاتُهُ ۖ أَأَعْجَمِيٌّ وَعَرَبِيٌّ ۗ قُلْ هُوَ لِلَّذِينَ آمَنُوا هُدًى وَشِفَاءٌ ۖ وَالَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ فِي آذَانِهِمْ وَقْرٌ وَهُوَ عَلَيْهِمْ عَمًى ۚ أُولَٰئِكَ يُنَادَوْنَ مِنْ مَكَانٍ بَعِيدٍ
და რომ დაგვედგინა იგი ყურანი უცხო ენაზე, უთუოდ, იტყოდნენ: „ნეტავ, განმარტებული ყოფილიყო მისი აიათები. განა უცხო ენა და არაბი? უთხარი: იგი იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს, ჭეშმარიტი გზაა და განკურნებაა. ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს, მათ ყურებში სიყრუეა და ბრმანი არიან მის მიმართ. აი, ეგენი, ვისაც უხმობენ შორეთიდან“.
41:44 -
وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ فَاخْتُلِفَ فِيهِ ۗ وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِنْ رَبِّكَ لَقُضِيَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَفِي شَكٍّ مِنْهُ مُرِيبٍ
და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი, მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში. და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა, უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული, და უეჭველად, ეგენი მის მიმართ ორჭოფობენ.
41:45 -
مَنْ عَمِلَ صَالِحًا فَلِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ أَسَاءَ فَعَلَيْهَا ۗ وَمَا رَبُّكَ بِظَلَّامٍ لِلْعَبِيدِ
ვინც ჰქმნა სიკეთე, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ჰქმნა ავი, იგი თავის საზიანოდაა. და როდია შენი ღმერთი, უსამართლო მსახურთა მიმართ?!
41:46
თარგმანი: რეზო მიქელაძე