მუსხაფი, გვერდი 483

  1. حم

    ჰა. მიმ.

    42:1
  2. عسق

    ღაინ. სინ. ყაფ.

    42:2
  3. كَذَٰلِكَ يُوحِي إِلَيْكَ وَإِلَى الَّذِينَ مِنْ قَبْلِكَ اللَّهُ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    სწორედ, ასე ზეშთაგაგონებს შენ და რომელნიც იყვნენ შენ უწინ. ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.

    42:3
  4. لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۖ وَهُوَ الْعَلِيُّ الْعَظِيمُ

    მას ეკუთვნის ყოველივე, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და იგი უზენაესია, დიდებულია.

    42:4
  5. تَكَادُ السَّمَاوَاتُ يَتَفَطَّرْنَ مِنْ فَوْقِهِنَّ ۚ وَالْمَلَائِكَةُ يُسَبِّحُونَ بِحَمْدِ رَبِّهِمْ وَيَسْتَغْفِرُونَ لِمَنْ فِي الْأَرْضِ ۗ أَلَا إِنَّ اللَّهَ هُوَ الْغَفُورُ الرَّحِيمُ

    ლამისაა ცანი გაიპონ ზევიდან. და ანგელოზები ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს და შენდობას შესთხოვენ იმისათვის, ვინც ქვეყანაზეა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

    42:5
  6. وَالَّذِينَ اتَّخَذُوا مِنْ دُونِهِ أَوْلِيَاءَ اللَّهُ حَفِيظٌ عَلَيْهِمْ وَمَا أَنْتَ عَلَيْهِمْ بِوَكِيلٍ

    და რომელთაც დაიდგინეს მის გარდა მეგობრები, ალლაჰი მეთვალყურეა მათი, შენ კი სულაც არა ხარ თავდები მათი.

    42:6
  7. وَكَذَٰلِكَ أَوْحَيْنَا إِلَيْكَ قُرْآنًا عَرَبِيًّا لِتُنْذِرَ أُمَّ الْقُرَىٰ وَمَنْ حَوْلَهَا وَتُنْذِرَ يَوْمَ الْجَمْعِ لَا رَيْبَ فِيهِ ۚ فَرِيقٌ فِي الْجَنَّةِ وَفَرِيقٌ فِي السَّعِيرِ

    სწორედ, ასე ზეშთაგაგონეთ შენ ყურანი არაბულ ენაზე, რათა შეაგონო უმმულ ყურა და ვინცაა მის შემოგარენში და შეაგონო შეკრების დღის შესახებ, რომლის თაობაზე ეჭვი არ არსებობს. ერთი ჯგუფი სამოთხეში და ერთი ჯგუფი კი აალებულ ცეცხლში.

    42:7
  8. وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَجَعَلَهُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَلَٰكِنْ يُدْخِلُ مَنْ يَشَاءُ فِي رَحْمَتِهِ ۚ وَالظَّالِمُونَ مَا لَهُمْ مِنْ وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ

    და რომ ყოფილიყო ნება ალლაჰისა, უთუოდ, დაადგენდა მათ ერთ თემად, მაგრამ შეიყვანს თავის წყალობაში, ინებებს ვისაც. ხოლო უსამართლოებს არ ეღირსებათ მოყვასი და შემწე.

    42:8
  9. أَمِ اتَّخَذُوا مِنْ دُونِهِ أَوْلِيَاءَ ۖ فَاللَّهُ هُوَ الْوَلِيُّ وَهُوَ يُحْيِي الْمَوْتَىٰ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ნუთუ აიყვანეს მის გარდა მფარველები? თუმცაღა ალლაჰი, სწორედ იგია ჭეშმარიტი მფარველი, რამეთუ იგი აცოცხლებს მკვდრებს და იგი ყოვლისშემძლეა.

    42:9
  10. وَمَا اخْتَلَفْتُمْ فِيهِ مِنْ شَيْءٍ فَحُكْمُهُ إِلَى اللَّهِ ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبِّي عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ وَإِلَيْهِ أُنِيبُ

    და რაშიც არ უნდა მოგივიდეთ უთანხმოება, მისი მსჯავრი ალლაჰს ეკუთვნის. „სწორედ ესაა ალლაჰი, ჩემი ღმერთი! მხოლოდ მას ვსასოებ და მისკენ მივიქცევი!“

    42:10

თარგმანი: რეზო მიქელაძე