მუსხაფი, გვერდი 461
-
أَفَمَنْ شَرَحَ اللَّهُ صَدْرَهُ لِلْإِسْلَامِ فَهُوَ عَلَىٰ نُورٍ مِنْ رَبِّهِ ۚ فَوَيْلٌ لِلْقَاسِيَةِ قُلُوبُهُمْ مِنْ ذِكْرِ اللَّهِ ۚ أُولَٰئِكَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ
ვისი გულიც განავრცო ალლაჰმა ისლამისთვის, უკვე იგი ადგას ნათელსა ზედა თავისი ღმერთისგან. ვაი მათ, ვისი გულიც გაქვავებულია ალლაჰის ხსენებისგან. სწორედ ისინი არიან, ცხად გზააბნევაში.
39:22 -
اللَّهُ نَزَّلَ أَحْسَنَ الْحَدِيثِ كِتَابًا مُتَشَابِهًا مَثَانِيَ تَقْشَعِرُّ مِنْهُ جُلُودُ الَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُمْ ثُمَّ تَلِينُ جُلُودُهُمْ وَقُلُوبُهُمْ إِلَىٰ ذِكْرِ اللَّهِ ۚ ذَٰلِكَ هُدَى اللَّهِ يَهْدِي بِهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ هَادٍ
ალლაჰმა ზეგარდმოავლინა საუკეთესო სიტყვა წიგნად, ერთმანეთის მსგავს ჰარმონიული განმეორებადი. ჟრუანტელი უვლის მისგან, მათ კანს, რომელნიც ძრწიან თავიანთი ღმერთის. აწის შემდგომად კანი მათი და გულნი მათი სიმშვიდეს ჰპოვებს ალლაჰის ხსენებით. სწორედ ესაა ჭეშმარიტი ცნობარი ალლაჰის, ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებეს ვისაც. ხოლო იმას, ვისაც გზააბნევაში ჩააგდებს ალლაჰი, დაე, არ არს მისთვის ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი!
39:23 -
أَفَمَنْ يَتَّقِي بِوَجْهِهِ سُوءَ الْعَذَابِ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ وَقِيلَ لِلظَّالِمِينَ ذُوقُوا مَا كُنْتُمْ تَكْسِبُونَ
განა ის, ვინც თავისივე სახით იცავს აღდგომის დღეს საშინელი სასჯელისგან? და ეთქვათ უსამართლოთ: „იგემეთ იგი, რასაც იხვეჭდით?“
39:24 -
كَذَّبَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ فَأَتَاهُمُ الْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ
ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, ამიტომაც ეწიათ მათ სასჯელი იქიდან, საიდანაც არ მოელოდნენ.
39:25 -
فَأَذَاقَهُمُ اللَّهُ الْخِزْيَ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَلَعَذَابُ الْآخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ
ამგვარად, აგემა ალლაჰმა დამცირება ამავქვეყნად. უთუოდ, სასჯელი იმქვეყნის უფრო დიდია, ნეტავ იცოდნენ!
39:26 -
وَلَقَدْ ضَرَبْنَا لِلنَّاسِ فِي هَٰذَا الْقُرْآنِ مِنْ كُلِّ مَثَلٍ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ
და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხისთვის ამ ყურანში ყოველგვარი იგავი, ეგების შეიგონონ!
39:27 -
قُرْآنًا عَرَبِيًّا غَيْرَ ذِي عِوَجٍ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ
ყურანად არაბულად, გარეშე სიმრუდისა; ეგების დაცული ყოფილიყვნენ ყოველფვარი ცუდისგან!
39:28 -
ضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا رَجُلًا فِيهِ شُرَكَاءُ مُتَشَاكِسُونَ وَرَجُلًا سَلَمًا لِرَجُلٍ هَلْ يَسْتَوِيَانِ مَثَلًا ۚ الْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ
მაგალითად მოიყვანა ალლაჰმა კაცი, რომელიც მოურიგებელი მოწილენის ხელშია და კაცი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის ბრძანებაზე არის დამოკიდებული. ნუთუ მაგალითად შესადარები არიან? ქება-დიდება ალლაჰს, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.
39:29 -
إِنَّكَ مَيِّتٌ وَإِنَّهُمْ مَيِّتُونَ
უეჭველად, შენ მოკვდები და უეჭველად, ისინიც მოკვდებიან!
39:30 -
ثُمَّ إِنَّكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ عِنْدَ رَبِّكُمْ تَخْتَصِمُونَ
მერე უეჭველად, აღდგომის დღეს თქვენ თქვენივე ღმერთის წინაშე განისჯებით!
39:31
თარგმანი: რეზო მიქელაძე