მუსხაფი, გვერდი 462
-
فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنْ كَذَبَ عَلَى اللَّهِ وَكَذَّبَ بِالصِّدْقِ إِذْ جَاءَهُ ۚ أَلَيْسَ فِي جَهَنَّمَ مَثْوًى لِلْكَافِرِينَ
მაშ, ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუე შეთხზა ალლაჰის თაობაზე და ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება. როდესაც მივიდა მასთან? განა არ არის ჯოჯოხეთი ადგილსამყოფელი ურწმუნოთა?
39:32 -
وَالَّذِي جَاءَ بِالصِّدْقِ وَصَدَّقَ بِهِ ۙ أُولَٰئِكَ هُمُ الْمُتَّقُونَ
მაგრამ რომელიც მოვიდა ჭეშმარიტებითურთ და ისინი,რომელთაც დაადასტურეს იგი, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი.
39:33 -
لَهُمْ مَا يَشَاءُونَ عِنْدَ رَبِّهِمْ ۚ ذَٰلِكَ جَزَاءُ الْمُحْسِنِينَ
მათთვის, თავიანთი ღმერთის წინაშეა, ინებებენ რასაც. აი, ესაა კეთილის მქმნელთა საზღაური!
39:34 -
لِيُكَفِّرَ اللَّهُ عَنْهُمْ أَسْوَأَ الَّذِي عَمِلُوا وَيَجْزِيَهُمْ أَجْرَهُمْ بِأَحْسَنِ الَّذِي كَانُوا يَعْمَلُونَ
რათა დაფაროს ალლაჰმა მათგან უმძიმესი სიავე, რომელიც ჩაიდინეს და მიუზღოს თავიანთი საზღაური საუკეთესო, სჩადიოდნენ რასაც.
39:35 -
أَلَيْسَ اللَّهُ بِكَافٍ عَبْدَهُ ۖ وَيُخَوِّفُونَكَ بِالَّذِينَ مِنْ دُونِهِ ۚ وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ هَادٍ
განა არ არის საკმარისი ალლაჰი თავის მსახურისთვის? და შენ გაშინებენ იმათით, რომელნიც არიან გარეშე მისა. ხოლო ვისაც ალლაჰი დატოვებს გზააბნევაში, მაშ, არ არს მისთვის ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი!
39:36 -
وَمَنْ يَهْدِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ مُضِلٍّ ۗ أَلَيْسَ اللَّهُ بِعَزِيزٍ ذِي انْتِقَامٍ
ხოლო ვისაც დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე, უკვე არ არს მისთვის მაცდუნებელი. განა არ არის ალლაჰი ძლევამოსილი, შურისმგებელი?!
39:37 -
وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ مَنْ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ لَيَقُولُنَّ اللَّهُ ۚ قُلْ أَفَرَأَيْتُمْ مَا تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ أَرَادَنِيَ اللَّهُ بِضُرٍّ هَلْ هُنَّ كَاشِفَاتُ ضُرِّهِ أَوْ أَرَادَنِي بِرَحْمَةٍ هَلْ هُنَّ مُمْسِكَاتُ رَحْمَتِهِ ۚ قُلْ حَسْبِيَ اللَّهُ ۖ عَلَيْهِ يَتَوَكَّلُ الْمُتَوَكِّلُونَ
და თუ შეეკითხები მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა?“ უსათუოდ, გიპასუხებენ: „ალლაჰმა“. უთხარი: „მაშ, მამცნეთ მათ შესახებ, რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა? თუ ალლაჰმა ინება შემახოს სიავე, განა ისინი არიან ამცილებელნი მისი სიავის? ან თუ ინება ჩემთვის წყალობა, განა ისინი შემკავებელნი არიან მისი წყალობის?“ უთხარი: „ჩემთვის ალლაჰი კმარა. მხოლოდ მას სასოებენ მსასოებელნი“.
39:38 -
قُلْ يَا قَوْمِ اعْمَلُوا عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنِّي عَامِلٌ ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ
უთხარი: „ჰეი, ხალხო ჩემო! იღვაწეთ თქვენი შეხედულებისამებრ, უეჭველად, მეც ვიღწვი. მალე შეიტყობთ,
39:39 -
مَنْ يَأْتِيهِ عَذَابٌ يُخْزِيهِ وَيَحِلُّ عَلَيْهِ عَذَابٌ مُقِيمٌ
ვის ეწევა სასჯელი დამამცირებელი და ვისზე მოევლინება სასჯელი მარადიული“!
39:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე