მუსხაფი, გვერდი 460
-
قُلْ إِنِّي أُمِرْتُ أَنْ أَعْبُدَ اللَّهَ مُخْلِصًا لَهُ الدِّينَ
უთხარი: „მე მებრძანა, რომ თაყვანი ვსცე ალლაჰს, მისადმი ხალასი რწმენით.
39:11 -
وَأُمِرْتُ لِأَنْ أَكُونَ أَوَّلَ الْمُسْلِمِينَ
აგრეთვე მებრძანა, რომ ვიყო პირველი მუსლიმთაგანი!“
39:12 -
قُلْ إِنِّي أَخَافُ إِنْ عَصَيْتُ رَبِّي عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ
უთხარი: „უეჭველად,რომ ვეურჩო ჩემს ღმერთს, მე მეშინია დიდი დღის სასჯელის!“
39:13 -
قُلِ اللَّهَ أَعْبُدُ مُخْلِصًا لَهُ دِينِي
უთხარი: „მე მხოლოდ ალლაჰს ვეთაყვანები, ხალასი რწმენით.
39:14 -
فَاعْبُدُوا مَا شِئْتُمْ مِنْ دُونِهِ ۗ قُلْ إِنَّ الْخَاسِرِينَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَأَهْلِيهِمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ أَلَا ذَٰلِكَ هُوَ الْخُسْرَانُ الْمُبِينُ
მაშ, ეთაყვანეთ მაგიერ მისი, გსურთ რასაც. უთხარი: „უეჭველად, წაგებულნი არიან, რომელთაც წააგეს თავიანთი სულნი და ოჯახეულნი თვისი აღდგომის დღეს. გამოიფხიზლეთ, სწორედ ეს არის აშკარა დანაკარგი!
39:15 -
لَهُمْ مِنْ فَوْقِهِمْ ظُلَلٌ مِنَ النَّارِ وَمِنْ تَحْتِهِمْ ظُلَلٌ ۚ ذَٰلِكَ يُخَوِّفُ اللَّهُ بِهِ عِبَادَهُ ۚ يَا عِبَادِ فَاتَّقُونِ
მათთვისაა ცეცხლის ფენა ზემოდანაც და ქვემოდანაც! სწორედ ასე აფრთხილებს ალლაჰი თავის მსახურთ. ჰეი, ჩემო მსახურნო, მაშ გეშინოდეთ ჩემი!
39:16 -
وَالَّذِينَ اجْتَنَبُوا الطَّاغُوتَ أَنْ يَعْبُدُوهَا وَأَنَابُوا إِلَى اللَّهِ لَهُمُ الْبُشْرَىٰ ۚ فَبَشِّرْ عِبَادِ
და რომელთაც განუდგნენ ტაღუთს, რომ თაყვანი ეცათ მისთვის და მოიქცნენ ალლაჰისკენ, მათთვის სამახარობლო. მაშ, გაახარე ჩემი მსახურნი!
39:17 -
الَّذِينَ يَسْتَمِعُونَ الْقَوْلَ فَيَتَّبِعُونَ أَحْسَنَهُ ۚ أُولَٰئِكَ الَّذِينَ هَدَاهُمُ اللَّهُ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمْ أُولُو الْأَلْبَابِ
რომელნიც ისმენენ სიტყვას და მიჰყვებიან მისგან საუკეთესოს, სწორედ ეგენი არიან, რომელნიც დაადგინა ალლაჰმა ჭეშმარიტ გზას და სწორედ ეგენი არიან ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი.
39:18 -
أَفَمَنْ حَقَّ عَلَيْهِ كَلِمَةُ الْعَذَابِ أَفَأَنْتَ تُنْقِذُ مَنْ فِي النَّارِ
ნუთუ ვისზეც გაცხადდა სიტყვა სასჯელის, ნუთუ შენ შეძლებ გადარჩენას ვინც ცეცხლშია?
39:19 -
لَٰكِنِ الَّذِينَ اتَّقَوْا رَبَّهُمْ لَهُمْ غُرَفٌ مِنْ فَوْقِهَا غُرَفٌ مَبْنِيَّةٌ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ وَعْدَ اللَّهِ ۖ لَا يُخْلِفُ اللَّهُ الْمِيعَادَ
მაგრამ რომელნიც იყვნენ მოკრძალებულნი თავიანთი ღმერთის წინაშე მათთვისაა, ოთახები ერთი მეორეზე განლაგებული, სადაც ძირს მდინარეები მიედინება აღთქმული ალლაჰისა. ალლაჰი კი არ ცვლის აღთქმას.
39:20 -
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ أَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَسَلَكَهُ يَنَابِيعَ فِي الْأَرْضِ ثُمَّ يُخْرِجُ بِهِ زَرْعًا مُخْتَلِفًا أَلْوَانُهُ ثُمَّ يَهِيجُ فَتَرَاهُ مُصْفَرًّا ثُمَّ يَجْعَلُهُ حُطَامًا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَذِكْرَىٰ لِأُولِي الْأَلْبَابِ
განა არ გინახავს, რომ ალლაჰმა ზეგარდმოავლინა ზეციდან წყალი და მოჰფინა წყაროებად მიწაზე? მერე აღმოაცენებს მისი მეშვეობით ნათესებს სხვადასხვა ფერის. მერე დაჭკნება, ამგვარად დაინახავ მას გაყვითლებულად. მერე მას გადააქცევს ხმელ ნაყარ-ნუყარად. უეჭველად, ყოველივე ამაში შეხსენებაა ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის.
39:21
თარგმანი: რეზო მიქელაძე