მუსხაფი, გვერდი 425
-
تُرْجِي مَنْ تَشَاءُ مِنْهُنَّ وَتُؤْوِي إِلَيْكَ مَنْ تَشَاءُ ۖ وَمَنِ ابْتَغَيْتَ مِمَّنْ عَزَلْتَ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكَ ۚ ذَٰلِكَ أَدْنَىٰ أَنْ تَقَرَّ أَعْيُنُهُنَّ وَلَا يَحْزَنَّ وَيَرْضَيْنَ بِمَا آتَيْتَهُنَّ كُلُّهُنَّ ۚ وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا فِي قُلُوبِكُمْ ۚ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَلِيمًا
შენ შეგიძლია, შენი სურვილით გაერიდო ნებისმიერ მათგანს და დატოვო შენთან, ინებებ ვისაც. თუ მოიწადინებ იმას, რომელიც მანამდე შორს დატოვე, ცოდვად არ ჩაგეთვლება. ასე აჯობებს, იმიტომ რომ ყველა მათგანს უხაროდეს, არ იდარდოს და დაკმაყოფილდნენ იმით, რასაც უწყალობებ. ალლაჰი უწყის, რაც თქვენს გულებშია, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, უდიდესი შემწყნარებელია!
33:51 -
لَا يَحِلُّ لَكَ النِّسَاءُ مِنْ بَعْدُ وَلَا أَنْ تَبَدَّلَ بِهِنَّ مِنْ أَزْوَاجٍ وَلَوْ أَعْجَبَكَ حُسْنُهُنَّ إِلَّا مَا مَلَكَتْ يَمِينُكَ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ رَقِيبًا
ამიერიდან გეკრძალება სხვა ქალები და იმათი შეცვლა სხვა ცოლებით, თუნდ მათმა სილამაზემ მოგაჯადოვოს. ეს არ ეხება მხევლებს, რომლებიც შენი მარჯვენით მოიპოვე. და ალლაჰი ყოვლისმეთვალყურეა!
33:52 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَدْخُلُوا بُيُوتَ النَّبِيِّ إِلَّا أَنْ يُؤْذَنَ لَكُمْ إِلَىٰ طَعَامٍ غَيْرَ نَاظِرِينَ إِنَاهُ وَلَٰكِنْ إِذَا دُعِيتُمْ فَادْخُلُوا فَإِذَا طَعِمْتُمْ فَانْتَشِرُوا وَلَا مُسْتَأْنِسِينَ لِحَدِيثٍ ۚ إِنَّ ذَٰلِكُمْ كَانَ يُؤْذِي النَّبِيَّ فَيَسْتَحْيِي مِنْكُمْ ۖ وَاللَّهُ لَا يَسْتَحْيِي مِنَ الْحَقِّ ۚ وَإِذَا سَأَلْتُمُوهُنَّ مَتَاعًا فَاسْأَلُوهُنَّ مِنْ وَرَاءِ حِجَابٍ ۚ ذَٰلِكُمْ أَطْهَرُ لِقُلُوبِكُمْ وَقُلُوبِهِنَّ ۚ وَمَا كَانَ لَكُمْ أَنْ تُؤْذُوا رَسُولَ اللَّهِ وَلَا أَنْ تَنْكِحُوا أَزْوَاجَهُ مِنْ بَعْدِهِ أَبَدًا ۚ إِنَّ ذَٰلِكُمْ كَانَ عِنْدَ اللَّهِ عَظِيمًا
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეხვიდეთ შუამავლის სახლში, თუ სადილად არ ხართ მიპატიჟებული, დროის მიუხედავად. და თუ მიწვეული იქნებით, შედით, და სადილის მერე დაიშალეთ, არ დარჩეთ სალაპარაკოდ, ამით აწუხებთ შუამავალს. მას ერიდება თქვენი, მაგრამ ალლაჰს არ ერიდება ჭეშმარიტების. თუ თქვენ თხოვთ მათ (ცოლებს) რაიმე ნივთს, სთხოვეთ ჩადრის საფარველქვეშიდან. ეს უფრო წმინდაა როგორც თქვენთვის, ასევე მათი გულებისთვის. არ გეკადრებათ ალლაჰის შუამავლის წყენინება და არც, რომ იქორწინოთ მის ცოლებზე მის შემდეგ ოდესმე. უეჭველად, ეს თქვენთვის უდიდესი ცოდვაა ალლაჰის წინაშე!
33:53 -
إِنْ تُبْدُوا شَيْئًا أَوْ تُخْفُوهُ فَإِنَّ اللَّهَ كَانَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمًا
თუკი გააცხადებთ რამეს ან დამალავთ მას, იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი უწყის ყველაფერს!
33:54
თარგმანი: რეზო მიქელაძე