მუსხაფი, გვერდი 424

  1. تَحِيَّتُهُمْ يَوْمَ يَلْقَوْنَهُ سَلَامٌ ۚ وَأَعَدَّ لَهُمْ أَجْرًا كَرِيمًا

    იმ დღეს, როცა შეხვდებიან მას, მათი მისალმება იქნება: „მშვიდობა“! და გაამზადა მათთვის საზღაური მშვენიერი.

    33:44
  2. يَا أَيُّهَا النَّبِيُّ إِنَّا أَرْسَلْنَاكَ شَاهِدًا وَمُبَشِّرًا وَنَذِيرًا

    ჰეი, შუამავალო! უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად!

    33:45
  3. وَدَاعِيًا إِلَى اللَّهِ بِإِذْنِهِ وَسِرَاجًا مُنِيرًا

    და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად!

    33:46
  4. وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ بِأَنَّ لَهُمْ مِنَ اللَّهِ فَضْلًا كَبِيرًا

    და უმახარობლე მორწმუნეებს, რომ მათთვისაა ალლაჰთან უდიდესი წყალობა!

    33:47
  5. وَلَا تُطِعِ الْكَافِرِينَ وَالْمُنَافِقِينَ وَدَعْ أَذَاهُمْ وَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ وَكِيلًا

    და არ დამორჩილდე ურწმუნოებს და თვალთმაქცებს, დაივიწვე მათგან ტანჯვა და სასოებდე ალლაჰს. და კმარა ალლაჰი მფარველად!

    33:48
  6. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا نَكَحْتُمُ الْمُؤْمِنَاتِ ثُمَّ طَلَّقْتُمُوهُنَّ مِنْ قَبْلِ أَنْ تَمَسُّوهُنَّ فَمَا لَكُمْ عَلَيْهِنَّ مِنْ عِدَّةٍ تَعْتَدُّونَهَا ۖ فَمَتِّعُوهُنَّ وَسَرِّحُوهُنَّ سَرَاحًا جَمِيلًا

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაქორწინდებით მორწმუნე ქალებზე, მერე გაშორდებით მათ მანამ, სანამ შეეხებოდით, მოვალენი აღარ არიან თქვენს წინაშე ვადას დაელოდონ. მაშ, ისინი დაასაჩუქრეთ და გაუშვით კეთილად!

    33:49
  7. يَا أَيُّهَا النَّبِيُّ إِنَّا أَحْلَلْنَا لَكَ أَزْوَاجَكَ اللَّاتِي آتَيْتَ أُجُورَهُنَّ وَمَا مَلَكَتْ يَمِينُكَ مِمَّا أَفَاءَ اللَّهُ عَلَيْكَ وَبَنَاتِ عَمِّكَ وَبَنَاتِ عَمَّاتِكَ وَبَنَاتِ خَالِكَ وَبَنَاتِ خَالَاتِكَ اللَّاتِي هَاجَرْنَ مَعَكَ وَامْرَأَةً مُؤْمِنَةً إِنْ وَهَبَتْ نَفْسَهَا لِلنَّبِيِّ إِنْ أَرَادَ النَّبِيُّ أَنْ يَسْتَنْكِحَهَا خَالِصَةً لَكَ مِنْ دُونِ الْمُؤْمِنِينَ ۗ قَدْ عَلِمْنَا مَا فَرَضْنَا عَلَيْهِمْ فِي أَزْوَاجِهِمْ وَمَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ لِكَيْلَا يَكُونَ عَلَيْكَ حَرَجٌ ۗ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا

    ჰეი შუამავალო! უეჭველად, ნებადართული ვყავით შენთვის შენი ცოლები, რომელთაც გადაუხადე საზღაური, და რომლებიც ალლაჰმა მოგმადლა და დაეუფლა შენი მარჯვენა; ასევე ასულები ბიძისა მამისა და დედის მხრიდან და ასულები მამიდისა და დეიდისა, რომლებიც შენთან ერთად გადმოსახლდნენ; ასევე ნებისმიერი მორწმუნე ქალი, რომელიც აჩუქებს თავის თავს შუამავალს, თუკი შუამავალი მოინდომებს მის შერთვას. – მხოლოდ შენთვის, და არა სხვა მორწმუნეთათვის. უეჭველად ვუწყით, რაც დავუდგინეთ მათ მათი ცოლების ან მათი მარჯვენით მოპოვებული ქალების თაობაზე. გამონაკლისი შენთვის, რამეთუ არ იგრძნო არანაირი შევიწროება. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    33:50

თარგმანი: რეზო მიქელაძე