სურა 33 აჰზაბი, აიათი 53
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَدْخُلُوا بُيُوتَ النَّبِيِّ إِلَّا أَنْ يُؤْذَنَ لَكُمْ إِلَىٰ طَعَامٍ غَيْرَ نَاظِرِينَ إِنَاهُ وَلَٰكِنْ إِذَا دُعِيتُمْ فَادْخُلُوا فَإِذَا طَعِمْتُمْ فَانْتَشِرُوا وَلَا مُسْتَأْنِسِينَ لِحَدِيثٍ ۚ إِنَّ ذَٰلِكُمْ كَانَ يُؤْذِي النَّبِيَّ فَيَسْتَحْيِي مِنْكُمْ ۖ وَاللَّهُ لَا يَسْتَحْيِي مِنَ الْحَقِّ ۚ وَإِذَا سَأَلْتُمُوهُنَّ مَتَاعًا فَاسْأَلُوهُنَّ مِنْ وَرَاءِ حِجَابٍ ۚ ذَٰلِكُمْ أَطْهَرُ لِقُلُوبِكُمْ وَقُلُوبِهِنَّ ۚ وَمَا كَانَ لَكُمْ أَنْ تُؤْذُوا رَسُولَ اللَّهِ وَلَا أَنْ تَنْكِحُوا أَزْوَاجَهُ مِنْ بَعْدِهِ أَبَدًا ۚ إِنَّ ذَٰلِكُمْ كَانَ عِنْدَ اللَّهِ عَظِيمًا
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეხვიდეთ შუამავლის სახლში, თუ სადილად არ ხართ მიპატიჟებული, დროის მიუხედავად. და თუ მიწვეული იქნებით, შედით, და სადილის მერე დაიშალეთ, არ დარჩეთ სალაპარაკოდ, ამით აწუხებთ შუამავალს. მას ერიდება თქვენი, მაგრამ ალლაჰს არ ერიდება ჭეშმარიტების. თუ თქვენ თხოვთ მათ (ცოლებს) რაიმე ნივთს, სთხოვეთ ჩადრის საფარველქვეშიდან. ეს უფრო წმინდაა როგორც თქვენთვის, ასევე მათი გულებისთვის. არ გეკადრებათ ალლაჰის შუამავლის წყენინება და არც, რომ იქორწინოთ მის ცოლებზე მის შემდეგ ოდესმე. უეჭველად, ეს თქვენთვის უდიდესი ცოდვაა ალლაჰის წინაშე!
33:53
თარგმანი: რეზო მიქელაძე