მუსხაფი, გვერდი 426
-
لَا جُنَاحَ عَلَيْهِنَّ فِي آبَائِهِنَّ وَلَا أَبْنَائِهِنَّ وَلَا إِخْوَانِهِنَّ وَلَا أَبْنَاءِ إِخْوَانِهِنَّ وَلَا أَبْنَاءِ أَخَوَاتِهِنَّ وَلَا نِسَائِهِنَّ وَلَا مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُنَّ ۗ وَاتَّقِينَ اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدًا
არ არის მათდა ცოდვა მათი მამების, ძეების, ძმების, ძმისწულების, დისწულების, ქალების და იმათ წინაშე, ვინც მათმა მარჯვენამ მოიპოვა. გეშინოდეთ ალლაჰის, რამეთუ იგი ყოვლისმოწმეა!
33:55 -
إِنَّ اللَّهَ وَمَلَائِكَتَهُ يُصَلُّونَ عَلَى النَّبِيِّ ۚ يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا صَلُّوا عَلَيْهِ وَسَلِّمُوا تَسْلِيمًا
უეჭველად, ალლაჰი და მისი ანგელოზები ლოცავენ შუამავალს. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ილოცეთ მასზე და მიესალმეთ მხურვალედ!
33:56 -
إِنَّ الَّذِينَ يُؤْذُونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ لَعَنَهُمُ اللَّهُ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَأَعَدَّ لَهُمْ عَذَابًا مُهِينًا
უეჭველად, რომელნიც აწყენენ ალლაჰსა და მის შუამავალს, დაწყევლა ისინი ალლაჰმა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც და გაამზადა მათთვის სასჯელი დამამცირებელი!
33:57 -
وَالَّذِينَ يُؤْذُونَ الْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ بِغَيْرِ مَا اكْتَسَبُوا فَقَدِ احْتَمَلُوا بُهْتَانًا وَإِثْمًا مُبِينًا
ხოლო რომელნიც დაუმსახურებლად გულს სტკენენ მორწმუნე კაცებსა და ქალებს, უეჭველად, იტვირთეს ცილისწამება და აშკარა ცოდვა!
33:58 -
يَا أَيُّهَا النَّبِيُّ قُلْ لِأَزْوَاجِكَ وَبَنَاتِكَ وَنِسَاءِ الْمُؤْمِنِينَ يُدْنِينَ عَلَيْهِنَّ مِنْ جَلَابِيبِهِنَّ ۚ ذَٰلِكَ أَدْنَىٰ أَنْ يُعْرَفْنَ فَلَا يُؤْذَيْنَ ۗ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا
ჰეი შუამავალო! უთხარი შენს ცოლებს, ქალიშვილებს და მორწმუნე კაცთა ცოლებს, რომ მოისხან საბურველი! ეს უფრო ახლოსაა, რომ უკეთ გამოსაცნობი იყვნენ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
33:59 -
لَئِنْ لَمْ يَنْتَهِ الْمُنَافِقُونَ وَالَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ وَالْمُرْجِفُونَ فِي الْمَدِينَةِ لَنُغْرِيَنَّكَ بِهِمْ ثُمَّ لَا يُجَاوِرُونَكَ فِيهَا إِلَّا قَلِيلًا
თუ თვალთმაქცნი და რომელთა გულებში სენია და რომელნიც ჭორს ავრცელებენ ქალაქში არ შეწყვეტენ, უეჭველად, ჩვენ მათ წინაშე ძალაუფლებას მოგაგებთ შენ, მერე ვერ იქნებიან შენს მეზობლად იქ, გარდა მცირედი ხნისა,
33:60 -
مَلْعُونِينَ ۖ أَيْنَمَا ثُقِفُوا أُخِذُوا وَقُتِّلُوا تَقْتِيلًا
დაწყევლილნი არიან და ალლაჰის წყალობისგან მოშთობილნი. სადაც გამოჩნდებიან,ხელთ იგდებენ და სათითაოდ ამოძირკვავენ!
33:61 -
سُنَّةَ اللَّهِ فِي الَّذِينَ خَلَوْا مِنْ قَبْلُ ۖ وَلَنْ تَجِدَ لِسُنَّةِ اللَّهِ تَبْدِيلًا
(ეს) ალლაჰის კანონია აწ გარდასულთა და ვერ ნახავ ალლაჰის კანონში ცვლილებას!
33:62
თარგმანი: რეზო მიქელაძე