მუსხაფი, გვერდი 415

  1. الم

    ელი. ლამ. მიმ.

    32:1
  2. تَنْزِيلُ الْكِتَابِ لَا رَيْبَ فِيهِ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ

    ეჭვგარეშეა, რომ ეს წიგნი სამყაროთა ღმერთის მხრიდან ზეგარდმოვლენილია.

    32:2
  3. أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۚ بَلْ هُوَ الْحَقُّ مِنْ رَبِّكَ لِتُنْذِرَ قَوْمًا مَا أَتَاهُمْ مِنْ نَذِيرٍ مِنْ قَبْلِكَ لَعَلَّهُمْ يَهْتَدُونَ

    რამეთუ იქნებ სთქვან: „მან შეთხზაო?“ არამც და არამც! იგი ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისგან, რათა შეაგონო მისით ხალხი, რომელთაც არ მისვლია შენამდე შემგონებელი. ეგების ჭეშმარიტი გზა გაიგნონ მათ!

    32:3
  4. اللَّهُ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا فِي سِتَّةِ أَيَّامٍ ثُمَّ اسْتَوَىٰ عَلَى الْعَرْشِ ۖ مَا لَكُمْ مِنْ دُونِهِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا شَفِيعٍ ۚ أَفَلَا تَتَذَكَّرُونَ

    იგია ალლაჰი, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა ექვს დღეში, მერე კი ძლევამოსილება და მესვეურობა ზემო აღაპყრო. არა გყავთ თქვენ მის გარდა არც მფარველი და არც შემწე. ნუთუ არღა შეიგონებთ?

    32:4
  5. يُدَبِّرُ الْأَمْرَ مِنَ السَّمَاءِ إِلَى الْأَرْضِ ثُمَّ يَعْرُجُ إِلَيْهِ فِي يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُ أَلْفَ سَنَةٍ مِمَّا تَعُدُّونَ

    იგი განაგებს საქმეებს ციდან მიწამდე, მერე კი ისინი მასთან ამაღლდება ერთ დღეში, რომლის ხანგრძლივობაც ათასი წელია თქვენი ათვლით!

    32:5
  6. ذَٰلِكَ عَالِمُ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ

    სწორედ, იგია დაფარულისა და ცხადის მცოდნე, ძლევამოსილი, მწყალობელი!

    32:6
  7. الَّذِي أَحْسَنَ كُلَّ شَيْءٍ خَلَقَهُ ۖ وَبَدَأَ خَلْقَ الْإِنْسَانِ مِنْ طِينٍ

    რომელმაც სრულყოფილჰყო ყოველივე და იწყო ადამიანის გაჩენა ტალახისგან.

    32:7
  8. ثُمَّ جَعَلَ نَسْلَهُ مِنْ سُلَالَةٍ مِنْ مَاءٍ مَهِينٍ

    შემდგომ დაადგინა მისი შთამომავლობა ჩვეულებრივი წყლის არსისგან.

    32:8
  9. ثُمَّ سَوَّاهُ وَنَفَخَ فِيهِ مِنْ رُوحِهِ ۖ وَجَعَلَ لَكُمُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَالْأَفْئِدَةَ ۚ قَلِيلًا مَا تَشْكُرُونَ

    მერე მისცა ფორმა და ჩაბერა მასში მისი სულისგან. და დაადგინა თქვენთვის სმენა, თვალთახედვა და გული. ამისდა მიუხედავად, რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება!

    32:9
  10. وَقَالُوا أَإِذَا ضَلَلْنَا فِي الْأَرْضِ أَإِنَّا لَفِي خَلْقٍ جَدِيدٍ ۚ بَلْ هُمْ بِلِقَاءِ رَبِّهِمْ كَافِرُونَ

    და თქვეს: ნუთუ მას მერე, რაც მიწაში დავიფარებით, ნამდვილად, ახალ ქმნილებად აღვსდგებით? რამეთუ ისინი თავიანთ ღმერთთან შეხვედრას უარყოფენ!

    32:10
  11. قُلْ يَتَوَفَّاكُمْ مَلَكُ الْمَوْتِ الَّذِي وُكِّلَ بِكُمْ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُمْ تُرْجَعُونَ

    უთხარი: მიგიბარებთ სიკვდილის ანგელოზი, რომელიც თქვენთვის დავადგინეთ, მერე კი თქვენს ღმერთთან იქნებით მიბრუნებულნი!“

    32:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე