მუსხაფი, გვერდი 414

  1. أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ يُولِجُ اللَّيْلَ فِي النَّهَارِ وَيُولِجُ النَّهَارَ فِي اللَّيْلِ وَسَخَّرَ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ كُلٌّ يَجْرِي إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى وَأَنَّ اللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ

    განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰი ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე, და ჰმორჩილებენ მზე და მთვარე, ყველა დაცურავს დადგენილ დრომდე და რომ ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ?

    31:29
  2. ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ هُوَ الْحَقُّ وَأَنَّ مَا يَدْعُونَ مِنْ دُونِهِ الْبَاطِلُ وَأَنَّ اللَّهَ هُوَ الْعَلِيُّ الْكَبِيرُ

    ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ალლაჰია, და ყოველი, რასაც მოუწოდებენ, გარდა ალლაჰისა, სიცრუეა, და კიდევ იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესია, დიდებულია!

    31:30
  3. أَلَمْ تَرَ أَنَّ الْفُلْكَ تَجْرِي فِي الْبَحْرِ بِنِعْمَتِ اللَّهِ لِيُرِيَكُمْ مِنْ آيَاتِهِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِكُلِّ صَبَّارٍ شَكُورٍ

    განა ვერ ხედავ, რომ ხომალდი დაცურავს ზღვაში ალლაჰის წყალობით, რათა გიჩვენოთ მისი სასწაულთაგანი? უეჭველად, ამაში სასწაულებია ყოველი იმათგანისთვის, ვინც მომთმენია, მადლიერია!

    31:31
  4. وَإِذَا غَشِيَهُمْ مَوْجٌ كَالظُّلَلِ دَعَوُا اللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ فَلَمَّا نَجَّاهُمْ إِلَى الْبَرِّ فَمِنْهُمْ مُقْتَصِدٌ ۚ وَمَا يَجْحَدُ بِآيَاتِنَا إِلَّا كُلُّ خَتَّارٍ كَفُورٍ

    როცა ტალღა დაფარავს მათ, როგორც შავი ღრუბელი, მთელი გულით მხოლოდ ალლაჰს ევედრებიან. მაგრამ როცა იგი გადაარჩენს მათ და ნაპირზე გამოიყვანს, მათგან ზოგიერთი რწმენასა და ურწმუნოებას შორის აღმოჩნდება. და არ უარყოფენ ჩვენს აიათებს, თვინიერ უმადური მოღალატენისა!

    31:32
  5. يَا أَيُّهَا النَّاسُ اتَّقُوا رَبَّكُمْ وَاخْشَوْا يَوْمًا لَا يَجْزِي وَالِدٌ عَنْ وَلَدِهِ وَلَا مَوْلُودٌ هُوَ جَازٍ عَنْ وَالِدِهِ شَيْئًا ۚ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ ۖ فَلَا تَغُرَّنَّكُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا وَلَا يَغُرَّنَّكُمْ بِاللَّهِ الْغَرُورُ

    ჰეი ხალხო! მოკრძალებულ იყავით თქვენი ღმერთის წინაშე და გეშინოდეთ იმ დღის, როცა მშობელი ვერ შეეწევა თავის შვილს, შვილი კი მშობელს. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ სააქაო ცხოვრებამ და დაე, მცდუნებელმა არ გაცდუნოთ ალლაჰის მიმართ!

    31:33
  6. إِنَّ اللَّهَ عِنْدَهُ عِلْمُ السَّاعَةِ وَيُنَزِّلُ الْغَيْثَ وَيَعْلَمُ مَا فِي الْأَرْحَامِ ۖ وَمَا تَدْرِي نَفْسٌ مَاذَا تَكْسِبُ غَدًا ۖ وَمَا تَدْرِي نَفْسٌ بِأَيِّ أَرْضٍ تَمُوتُ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ خَبِيرٌ

    უეჭველად, მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და უწყის რა არის საშვილოსნოში. არც ერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არც ერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!

    31:34

თარგმანი: რეზო მიქელაძე