მუსხაფი, გვერდი 416

  1. وَلَوْ تَرَىٰ إِذِ الْمُجْرِمُونَ نَاكِسُو رُءُوسِهِمْ عِنْدَ رَبِّهِمْ رَبَّنَا أَبْصَرْنَا وَسَمِعْنَا فَارْجِعْنَا نَعْمَلْ صَالِحًا إِنَّا مُوقِنُونَ

    ნეტავ განახა, როგორ ჩახრიან თავს ცოდვილნი თავიანთი ღმერთის წინაშე: „ღმერთო ჩვენო! ჩვენ დავინახეთ და გავიგონეთ! მაშ, უკან დაგვაბრუნე, ვჰქმნათ სიქველე, რამეთუ უკვე ვუწყით ჭეშმარიტებას!“

    32:12
  2. وَلَوْ شِئْنَا لَآتَيْنَا كُلَّ نَفْسٍ هُدَاهَا وَلَٰكِنْ حَقَّ الْقَوْلُ مِنِّي لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنَ الْجِنَّةِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ

    ჩვენ რომ გვენებებინა, უთუოდ, მივჰმადლიდით ყოველ სულს ჭეშმარიტ გზას, მაგრამ აღსრულდა სიტყვა ჩემგან: „უსათუოდ ამოვავსებ ჯოჯოხეთს მთლიანად ჯინებითა და ხალხით!“

    32:13
  3. فَذُوقُوا بِمَا نَسِيتُمْ لِقَاءَ يَوْمِكُمْ هَٰذَا إِنَّا نَسِينَاكُمْ ۖ وَذُوقُوا عَذَابَ الْخُلْدِ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    მაშ იგემეთ, რამეთუ დაივიწყეთ თქვენ ამ დღესთან შეხვედრა. უეჭველად, ჩვენც დაგივიწყეთ. დაე, იგემეთ მარადიული სასჯელი იმისთვის, რასაც სჩადიოდით!

    32:14
  4. إِنَّمَا يُؤْمِنُ بِآيَاتِنَا الَّذِينَ إِذَا ذُكِّرُوا بِهَا خَرُّوا سُجَّدًا وَسَبَّحُوا بِحَمْدِ رَبِّهِمْ وَهُمْ لَا يَسْتَكْبِرُونَ ۩

    ჩვენს აიათებს მხოლოდ ისინი იწამებენ, რომელნიც სეჯდეს აღასრულებენ შეხსენებისთანავე და განადიდებენ თავიანთ ღმერთს ქება-დიდებით და ეგენი არც გაგოროზდებიან!

    32:15
  5. تَتَجَافَىٰ جُنُوبُهُمْ عَنِ الْمَضَاجِعِ يَدْعُونَ رَبَّهُمْ خَوْفًا وَطَمَعًا وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ

    ისინი საწოლებს განშორდებიან თავიანთ ღმერთზე შესავედრებლად ძრწოლვით და სასოებით, და რა სარჩოც ვუბოძეთ, გაიღებენ იქიდან!

    32:16
  6. فَلَا تَعْلَمُ نَفْسٌ مَا أُخْفِيَ لَهُمْ مِنْ قُرَّةِ أَعْيُنٍ جَزَاءً بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ვერც ერთი სული ვერ უწყის რა სიამეებია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც ისინი იქმდნენ!

    32:17
  7. أَفَمَنْ كَانَ مُؤْمِنًا كَمَنْ كَانَ فَاسِقًا ۚ لَا يَسْتَوُونَ

    განა მორწმუნე მსგავსია უკეთურისა? ისინი არ არიან თანაბარნი!

    32:18
  8. أَمَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فَلَهُمْ جَنَّاتُ الْمَأْوَىٰ نُزُلًا بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    მაგრამ რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხის სავანე და სარჩო ჯილდოდ თვისი საქმეებისთვის!

    32:19
  9. وَأَمَّا الَّذِينَ فَسَقُوا فَمَأْوَاهُمُ النَّارُ ۖ كُلَّمَا أَرَادُوا أَنْ يَخْرُجُوا مِنْهَا أُعِيدُوا فِيهَا وَقِيلَ لَهُمْ ذُوقُوا عَذَابَ النَّارِ الَّذِي كُنْتُمْ بِهِ تُكَذِّبُونَ

    ხოლო რომელთაც უკეთურობა ჰქმნეს, მათი თავშესაფარი ცეცხლია! ყოველთვის, როცა ისინი იქიდან გამოსვლას შეეცდებიან, უკან დააბრუნებენ და ებრძანებათ: „იგემეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც ცრუდ რაცხავდით!“

    32:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე