მუსხაფი, გვერდი 413

  1. أَلَمْ تَرَوْا أَنَّ اللَّهَ سَخَّرَ لَكُمْ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَأَسْبَغَ عَلَيْكُمْ نِعَمَهُ ظَاهِرَةً وَبَاطِنَةً ۗ وَمِنَ النَّاسِ مَنْ يُجَادِلُ فِي اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَلَا هُدًى وَلَا كِتَابٍ مُنِيرٍ

    ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? და სრულჰყო თქვენდა თავისი მადლი ცხადიც და უხილავიც. მაგრამ ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც დაობენ ალლაჰის თაობაზე, ცოდნის, ჭეშმარიტი დამადგინებელისა და მანათობელი წიგნის გარეშე.

    31:20
  2. وَإِذَا قِيلَ لَهُمُ اتَّبِعُوا مَا أَنْزَلَ اللَّهُ قَالُوا بَلْ نَتَّبِعُ مَا وَجَدْنَا عَلَيْهِ آبَاءَنَا ۚ أَوَلَوْ كَانَ الشَّيْطَانُ يَدْعُوهُمْ إِلَىٰ عَذَابِ السَّعِيرِ

    როცა მათ ეუბნებიან: „მიყევით იმას, რაც ზეგარდმოგივლინათ ალლაჰმა!“ - პასუხობენ: „არამც და არამც! ჩვენ მივჰყვებით იმას, რაზეც ვჰპოვეთ ჩვენი მამები.“ და თუ ეშმაკი მოუხმობს მათ ცეცხლის სასჯელისკენ?

    31:21
  3. وَمَنْ يُسْلِمْ وَجْهَهُ إِلَى اللَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌ فَقَدِ اسْتَمْسَكَ بِالْعُرْوَةِ الْوُثْقَىٰ ۗ وَإِلَى اللَّهِ عَاقِبَةُ الْأُمُورِ

    ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს თავისი არსით და იგი კეთილის მქმნელია, ის ჩაეჭიდა საიმედო საყრდენს და ალლაჰთანაა ყოველი საქმის აღსასრული!

    31:22
  4. وَمَنْ كَفَرَ فَلَا يَحْزُنْكَ كُفْرُهُ ۚ إِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ فَنُنَبِّئُهُمْ بِمَا عَمِلُوا ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ

    და თუ ვინმე უარყოფს, ნუ დაგამწუხრებს მისი ურწმუნოება, მათი მოსაქციელი ხომ ჩვენთანაა და ჩვენ ვამცნობთ მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რაც გულებშია!

    31:23
  5. نُمَتِّعُهُمْ قَلِيلًا ثُمَّ نَضْطَرُّهُمْ إِلَىٰ عَذَابٍ غَلِيظٍ

    ჩვენ ვაცდით ისარგებლონ მცირე ხნით, მაგრამ ბოლოს მკაცრ სასჯელში წავათრევთ!

    31:24
  6. وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ مَنْ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ لَيَقُولُنَّ اللَّهُ ۚ قُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწაო? უთუოდ, გიპასუხებენ: „ალლაჰმაო“. უთხარი: „დიდება ალლაჰს!“ მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყის.

    31:25
  7. لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ إِنَّ اللَّهَ هُوَ الْغَنِيُّ الْحَمِيدُ

    ალლაჰს ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!

    31:26
  8. وَلَوْ أَنَّمَا فِي الْأَرْضِ مِنْ شَجَرَةٍ أَقْلَامٌ وَالْبَحْرُ يَمُدُّهُ مِنْ بَعْدِهِ سَبْعَةُ أَبْحُرٍ مَا نَفِدَتْ كَلِمَاتُ اللَّهِ ۗ إِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    ქვეყანაზე რაც კი ხეა, ყველა კალმად რომ იქცეს, ხოლო ზღვა მელნად და მას რომ წაეხმაროს შვიდი ზღვა, მაინც არ ამოიწურება ალლაჰის სიტყვები. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

    31:27
  9. مَا خَلْقُكُمْ وَلَا بَعْثُكُمْ إِلَّا كَنَفْسٍ وَاحِدَةٍ ۗ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ بَصِيرٌ

    თქვენი გაჩენა და გაცოცხლება მხოლოდ ერთი ადამიანის გაჩენასა და გაცოცხლებას ჰგავს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმჭვრეტელია!

    31:28

თარგმანი: რეზო მიქელაძე