სურა 31 ლუყმანი
-
الم
ელიფ. ლამ. მიმ.
31:1 -
تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ الْحَكِيمِ
სწორედ ესენია საოცრებებით აღსავსე წიგნის აიათები,
31:2 -
هُدًى وَرَحْمَةً لِلْمُحْسِنِينَ
ჭეშმარიტ გზად და წყალობად კეთილისმქმნელთათვის!
31:3 -
الَّذِينَ يُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَيُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَهُمْ بِالْآخِرَةِ هُمْ يُوقِنُونَ
რომელნიც ჭეშმარიტად აღავლენენ ლოცვას და გასცემენ სავალდებულო მოწყალებას, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც ჭეშმარიტად სწამთ საიქიოსი!
31:4 -
أُولَٰئِكَ عَلَىٰ هُدًى مِنْ رَبِّهِمْ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე თავიანთი ღმერთის მეოხებით და სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!
31:5 -
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَشْتَرِي لَهْوَ الْحَدِيثِ لِيُضِلَّ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَيَتَّخِذَهَا هُزُوًا ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مُهِينٌ
და ხალხთაგან, ვინც ყიდულობს ფუჭსიტყვაობას, რათა აცდუნოს ალლაჰის გზიდან, ყოველგვარი ცოდნის გარეშე, თან დაიდგინონ სამასხარაოდ, სწორედ ასეთებისთვისაა გამზადებული სასჯელი დამამცირებელი!
31:6 -
وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِ آيَاتُنَا وَلَّىٰ مُسْتَكْبِرًا كَأَنْ لَمْ يَسْمَعْهَا كَأَنَّ فِي أُذُنَيْهِ وَقْرًا ۖ فَبَشِّرْهُ بِعَذَابٍ أَلِيمٍ
და როცა მას ეკითხება ჩვენი აიათები, ზურგს აქცევს მედიდურად, თითქოს ყურებში სიყრუვე ჰქონდეს და ვერ გაეგონოს მისი. მაშ, ამცნე მას სასჯელი მწარე!
31:7 -
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُمْ جَنَّاتُ النَّعِيمِ
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა გამზადებული სამოთხენი ბედნიერებისა!
31:8 -
خَالِدِينَ فِيهَا ۖ وَعْدَ اللَّهِ حَقًّا ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
იქ დამკვიდრდებიან მარად, აღთქმა ალლაჰისა ჭეშმარიტებაა. და იგია ძლევამოსილი, ბრძენი!
31:9 -
خَلَقَ السَّمَاوَاتِ بِغَيْرِ عَمَدٍ تَرَوْنَهَا ۖ وَأَلْقَىٰ فِي الْأَرْضِ رَوَاسِيَ أَنْ تَمِيدَ بِكُمْ وَبَثَّ فِيهَا مِنْ كُلِّ دَابَّةٍ ۚ وَأَنْزَلْنَا مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَنْبَتْنَا فِيهَا مِنْ كُلِّ زَوْجٍ كَرِيمٍ
გააჩინა ცანი, როგორც ხედავთ, საყრდენების გარეშე და დაადგინა მიწაზე უზარმაზარი მთები, რომ არ შერყეულიყავით. გაამრავლა და დაასახლა მასზე ყოველნაირი ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით ყველა სახეობის სასარგებლო მცენარეები!
31:10 -
هَٰذَا خَلْقُ اللَّهِ فَأَرُونِي مَاذَا خَلَقَ الَّذِينَ مِنْ دُونِهِ ۚ بَلِ الظَّالِمُونَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ
აი, ესაა ალლაჰის გაჩენილი! მაშ, დამანახეთ რა გააჩინეს დანარჩენებმა. არა, უსამართლონი ცხად გზააბნევაში არიან!
31:11 -
وَلَقَدْ آتَيْنَا لُقْمَانَ الْحِكْمَةَ أَنِ اشْكُرْ لِلَّهِ ۚ وَمَنْ يَشْكُرْ فَإِنَّمَا يَشْكُرُ لِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ كَفَرَ فَإِنَّ اللَّهَ غَنِيٌّ حَمِيدٌ
და ვფიცავ, ჩვენ მივეცით ლუყმანს სიბრძნე: რომ ალლაჰისთვის მადლობა აღევლინა! და ვინც მადლიერებას აღავლენს, მხოლოდ თავის სასიკეთოდ აკეთებს. და ვინც უმადური იქნება, იცოდეს, რომ უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
31:12 -
وَإِذْ قَالَ لُقْمَانُ لِابْنِهِ وَهُوَ يَعِظُهُ يَا بُنَيَّ لَا تُشْرِكْ بِاللَّهِ ۖ إِنَّ الشِّرْكَ لَظُلْمٌ عَظِيمٌ
და აკი, უთხრა ლუყმანმა თავის ძეს ანდერძად: „ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, კერპთაყვანისმცემლობა უდიდესი უსამართლობაა!“
31:13 -
وَوَصَّيْنَا الْإِنْسَانَ بِوَالِدَيْهِ حَمَلَتْهُ أُمُّهُ وَهْنًا عَلَىٰ وَهْنٍ وَفِصَالُهُ فِي عَامَيْنِ أَنِ اشْكُرْ لِي وَلِوَالِدَيْكَ إِلَيَّ الْمَصِيرُ
და ვუანდერძეთ ადამიანს მისი მშობლები. ატარა დედამ თავისმა, გაჭირვება-გაჭირვებით და მისი ძუძუდან მოწყვეტა ორ წლამდე გრძელდება. მე შემწირე მადლობა და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა მოსაქციელი!
31:14 -
وَإِنْ جَاهَدَاكَ عَلَىٰ أَنْ تُشْرِكَ بِي مَا لَيْسَ لَكَ بِهِ عِلْمٌ فَلَا تُطِعْهُمَا ۖ وَصَاحِبْهُمَا فِي الدُّنْيَا مَعْرُوفًا ۖ وَاتَّبِعْ سَبِيلَ مَنْ أَنَابَ إِلَيَّ ۚ ثُمَّ إِلَيَّ مَرْجِعُكُمْ فَأُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
და თუ ისინი დაგაძალებენ, რომ თანაზიარი გამიხადო ის, რისი ცოდნაც შენ არ გაქვს, არ დაემორჩილო და სიკეთე გამოიჩინე ამქვეყნიურ ცხოვრებაში მათთვის! და მიჰყევი იმათ გზას, ვინც ჩემსკენ მოისწრაფვის. ბოლოს კი ჩემთანაა თქვენი მოსაქციელი. მაშინ გამცნობ თქვენ იმას, რასაც სჩადიოდით!
31:15 -
يَا بُنَيَّ إِنَّهَا إِنْ تَكُ مِثْقَالَ حَبَّةٍ مِنْ خَرْدَلٍ فَتَكُنْ فِي صَخْرَةٍ أَوْ فِي السَّمَاوَاتِ أَوْ فِي الْأَرْضِ يَأْتِ بِهَا اللَّهُ ۚ إِنَّ اللَّهَ لَطِيفٌ خَبِيرٌ
ჰეი, შვილო ჩემო! უეჭველად, იგი რომც იყოს მდოგვის მარცვლის ტოლა და კლდეში ან ცათა შინა, ან ქვეყანასა ზედა შეინახო, ალლაჰი მას ცხადყოფს. უეჭველად, ალლაჰი ყველაფრისმცოდნეა, ყოვლისმცოდნეა!
31:16 -
يَا بُنَيَّ أَقِمِ الصَّلَاةَ وَأْمُرْ بِالْمَعْرُوفِ وَانْهَ عَنِ الْمُنْكَرِ وَاصْبِرْ عَلَىٰ مَا أَصَابَكَ ۖ إِنَّ ذَٰلِكَ مِنْ عَزْمِ الْأُمُورِ
ჰეი, შვილო ჩემო! აღავლინე ლოცვა, უბრძანე აკეთონ კეთილი, აუკრძალე აუგი და მოითმინე ის, რაც თავს დაგატყდეს. უეჭველად, ეს კატეგორიულად გასაკეთებელი საქმეებია!
31:17 -
وَلَا تُصَعِّرْ خَدَّكَ لِلنَّاسِ وَلَا تَمْشِ فِي الْأَرْضِ مَرَحًا ۖ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ كُلَّ مُخْتَالٍ فَخُورٍ
არ იბრუნო პირი ადამიანებისგან ქედმაღლობის გამო და არ იარო ქვეყანაზე მედიდიურად. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები!
31:18 -
وَاقْصِدْ فِي مَشْيِكَ وَاغْضُضْ مِنْ صَوْتِكَ ۚ إِنَّ أَنْكَرَ الْأَصْوَاتِ لَصَوْتُ الْحَمِيرِ
იარე მოზომილი ნაბიჯით, ხმა დაიმდაბლე! უეჭველად, ყველაზე უსიამოვნო ხმა ვირის ხმაა.
31:19 -
أَلَمْ تَرَوْا أَنَّ اللَّهَ سَخَّرَ لَكُمْ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَأَسْبَغَ عَلَيْكُمْ نِعَمَهُ ظَاهِرَةً وَبَاطِنَةً ۗ وَمِنَ النَّاسِ مَنْ يُجَادِلُ فِي اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَلَا هُدًى وَلَا كِتَابٍ مُنِيرٍ
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? და სრულჰყო თქვენდა თავისი მადლი ცხადიც და უხილავიც. მაგრამ ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც დაობენ ალლაჰის თაობაზე, ცოდნის, ჭეშმარიტი დამადგინებელისა და მანათობელი წიგნის გარეშე.
31:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე