მუსხაფი, გვერდი 408
-
وَإِذَا مَسَّ النَّاسَ ضُرٌّ دَعَوْا رَبَّهُمْ مُنِيبِينَ إِلَيْهِ ثُمَّ إِذَا أَذَاقَهُمْ مِنْهُ رَحْمَةً إِذَا فَرِيقٌ مِنْهُمْ بِرَبِّهِمْ يُشْرِكُونَ
და როცა ხალხს შეეხება ავი, შეევედრებიან თავიანთ ღმერთს სინანულით, შემდეგ როცა აგემებს წყალობას მისსა, მათგან ნაწილი თანაზიარს უდგენენ ღმერთსა თვისსა,
30:33 -
لِيَكْفُرُوا بِمَا آتَيْنَاهُمْ ۚ فَتَمَتَّعُوا فَسَوْفَ تَعْلَمُونَ
რათა უმადურობა ჰქნან იმის მიმართ, რაც ვუბოძეთ. მაშ, გაერთეთ და სულ მალე შეიტყობთ!...
30:34 -
أَمْ أَنْزَلْنَا عَلَيْهِمْ سُلْطَانًا فَهُوَ يَتَكَلَّمُ بِمَا كَانُوا بِهِ يُشْرِكُونَ
განა ზეგარდმოვუვლინეთ მტკიცებანი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ თანაზიარი დაუდგინონ?
30:35 -
وَإِذَا أَذَقْنَا النَّاسَ رَحْمَةً فَرِحُوا بِهَا ۖ وَإِنْ تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ إِذَا هُمْ يَقْنَطُونَ
და როცა ვაგემებთ ხალხს წყალობას, ხარობენ მისით. და თუ ეწევათ უბედურება იმისათვის, რაც მათმა ხელებმა წაიმძღვარეს, მაშინვე იმედი ეწურებათ.
30:36 -
أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّ اللَّهَ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
განა ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი უხვ სარჩოს უბოძებს ან უმცირებს იმას, ინებებს ვისაც? უეჭველად, ამაში სასწაულებია მორწმუნე ხალხთათვის!
30:37 -
فَآتِ ذَا الْقُرْبَىٰ حَقَّهُ وَالْمِسْكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ ۚ ذَٰلِكَ خَيْرٌ لِلَّذِينَ يُرِيدُونَ وَجْهَ اللَّهِ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
მაშ, მიეცი ნათესავს მისთვის კანონით განკუთვნილი, ასევე ღატაკს და მოგზაურს. ეს უკეთესია იმათთვის, რომელთაც სურთ დაეწაფონ ალლაჰის წყალობას. და სწორედ ისინი არიან ნეტარნი!
30:38 -
وَمَا آتَيْتُمْ مِنْ رِبًا لِيَرْبُوَ فِي أَمْوَالِ النَّاسِ فَلَا يَرْبُو عِنْدَ اللَّهِ ۖ وَمَا آتَيْتُمْ مِنْ زَكَاةٍ تُرِيدُونَ وَجْهَ اللَّهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُضْعِفُونَ
ხალხის ქონებიდან მონაგარისთვის, ყოველგვარ პროცენტად მიცემული, სარგებელს არ მოიტანს ალლაჰის წინაშე. ხოლო ყოველი გაცემული სავალდებულო მოწყალება, წადილით ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად, გაგიორმაგდებათ!
30:39 -
اللَّهُ الَّذِي خَلَقَكُمْ ثُمَّ رَزَقَكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ۖ هَلْ مِنْ شُرَكَائِكُمْ مَنْ يَفْعَلُ مِنْ ذَٰلِكُمْ مِنْ شَيْءٍ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ
იგია ალლაჰი, რომელმაც გაგაჩინა თქვენ, მერე კი სარჩო გიბოძათ. მერე მოგაკვდინებთ და მერე გაგაცოცხლებთ. განა თქვენ თანაზიართაგან არის ვინმე ისეთი, რომელსაც რამე ამდაგვარი გაუკეთებია? ქება-დიდება მას და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან!
30:40 -
ظَهَرَ الْفَسَادُ فِي الْبَرِّ وَالْبَحْرِ بِمَا كَسَبَتْ أَيْدِي النَّاسِ لِيُذِيقَهُمْ بَعْضَ الَّذِي عَمِلُوا لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ
გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ნაწილი იმისა, რაც ჩაიდინეს, ეგების უკუმოიქცნენ!
30:41
თარგმანი: რეზო მიქელაძე