მუსხაფი, გვერდი 409
-
قُلْ سِيرُوا فِي الْأَرْضِ فَانْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِنْ قَبْلُ ۚ كَانَ أَكْثَرُهُمْ مُشْرِكِينَ
უთხარი: „იმოგზაურეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული მათი, რომელნიც თქვენზე უწინ იყვნენ. უმრავლესობა მათგან წარმართი იყო!“
30:42 -
فَأَقِمْ وَجْهَكَ لِلدِّينِ الْقَيِّمِ مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَ يَوْمٌ لَا مَرَدَّ لَهُ مِنَ اللَّهِ ۖ يَوْمَئِذٍ يَصَّدَّعُونَ
მაშ, მიაპყარი სახე შენი ჭეშმარიტი რწმენისკენ, ვიდრე დადგებოდეს დღე, რომლის (გადაწყვეტილების) დაბრუნება შეუძლებელია ალლაჰისგან! იმ დღეს დაიყოფებიან ჯგუფებად.
30:43 -
مَنْ كَفَرَ فَعَلَيْهِ كُفْرُهُ ۖ وَمَنْ عَمِلَ صَالِحًا فَلِأَنْفُسِهِمْ يَمْهَدُونَ
ვინც უარყო, უარყოფის (პასუხისმგებლობას) აუცილებლად იტვირთავს. ხოლო ვინც ჰქმნა სიკეთე, თავიანთ სულთა სასარგებლოდ გაიმზადეს,
30:44 -
لِيَجْزِيَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ مِنْ فَضْلِهِ ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْكَافِرِينَ
რამეთუ მიჰმადლოს, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი თავისი მადლისგან. უეჭველად, მას არ უყვარს ურწმუნონი!
30:45 -
وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ يُرْسِلَ الرِّيَاحَ مُبَشِّرَاتٍ وَلِيُذِيقَكُمْ مِنْ رَحْمَتِهِ وَلِتَجْرِيَ الْفُلْكُ بِأَمْرِهِ وَلِتَبْتَغُوا مِنْ فَضْلِهِ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
და მისი სასწაულებიდანაა ის, რომ აგზავნის ქარებს მახარობლებად, რათა გაგემოთ თავისი წყალობიდან, რომ იცურაონ გემებმა თავისი ბრძანებით და რომ ეძიოთ მისი მადლისგან. ამრიგად, ეგების მადლიერნი იქმნეთ თქვენ!
30:46 -
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ رُسُلًا إِلَىٰ قَوْمِهِمْ فَجَاءُوهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَانْتَقَمْنَا مِنَ الَّذِينَ أَجْرَمُوا ۖ وَكَانَ حَقًّا عَلَيْنَا نَصْرُ الْمُؤْمِنِينَ
და ვფიცავ, შენამდე მოვავლინეთ შუამავალნი თავიანთი ხალხის წიაღიდან და მოვიდნენ მათთან ცხადი სასწაულებით. ჩვენ მივუზღეთ ცოდვილებს და მორწმუნეების შეწევნა გახდა მოვალეობა ჩვენი!
30:47 -
اللَّهُ الَّذِي يُرْسِلُ الرِّيَاحَ فَتُثِيرُ سَحَابًا فَيَبْسُطُهُ فِي السَّمَاءِ كَيْفَ يَشَاءُ وَيَجْعَلُهُ كِسَفًا فَتَرَى الْوَدْقَ يَخْرُجُ مِنْ خِلَالِهِ ۖ فَإِذَا أَصَابَ بِهِ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ إِذَا هُمْ يَسْتَبْشِرُونَ
იგია ალლაჰი, რომელიც აგზავნის ქარებს, რათა ზემო აზიდოს ღრუბლები. ამგვარად იგი ფანტავს მათ ცაზე, ინებებს როგორც და ადგენს ნაწილებად. მერე ხედავ, მათი ღარებიდან როგორ მოედინება წვიმა. ხოლო როცა დააპკურებს მას, ინებებს ვისაც, ხარობენ ისინიც,
30:48 -
وَإِنْ كَانُوا مِنْ قَبْلِ أَنْ يُنَزَّلَ عَلَيْهِمْ مِنْ قَبْلِهِ لَمُبْلِسِينَ
რამეთუ ისინი, სანამ ზეგარდმოევლინებოდათ ის, სასომიხდილნი იყვნენ!
30:49 -
فَانْظُرْ إِلَىٰ آثَارِ رَحْمَتِ اللَّهِ كَيْفَ يُحْيِي الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ إِنَّ ذَٰلِكَ لَمُحْيِي الْمَوْتَىٰ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
მაშ, შეხედე ალლაჰის წყალობის ნიშანწყალს, თუ როგორ აცოცხლებს იგი მიწას, მას მერე რაც ის მოკვდა. უეჭველად, იგი გააცოცხლებს მკვდრებს და იგი ყოვლისშემძლეა!
30:50
თარგმანი: რეზო მიქელაძე