მუსხაფი, გვერდი 407

  1. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ تَقُومَ السَّمَاءُ وَالْأَرْضُ بِأَمْرِهِ ۚ ثُمَّ إِذَا دَعَاكُمْ دَعْوَةً مِنَ الْأَرْضِ إِذَا أَنْتُمْ تَخْرُجُونَ

    მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ დგას ცანი და მიწა მისი ბრძანებით. მერე თქვენ, ერთი მოხმობით, უმალ გამოხვალთ (სამარეებიდან).

    30:25
  2. وَلَهُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ كُلٌّ لَهُ قَانِتُونَ

    მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ყველა მას ჰმორჩილებს!

    30:26
  3. وَهُوَ الَّذِي يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ وَهُوَ أَهْوَنُ عَلَيْهِ ۚ وَلَهُ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    და იგია, რომელიც გააჩენს პირველად და მერე აღადგენს მას. და ეს იოლზე იოლია მისთვის. მას ეკუთვნის ზეუმაღლესი თვისებები ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგია ძლევამოსილი, ბრძენი!

    30:27
  4. ضَرَبَ لَكُمْ مَثَلًا مِنْ أَنْفُسِكُمْ ۖ هَلْ لَكُمْ مِنْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ مِنْ شُرَكَاءَ فِي مَا رَزَقْنَاكُمْ فَأَنْتُمْ فِيهِ سَوَاءٌ تَخَافُونَهُمْ كَخِيفَتِكُمْ أَنْفُسَكُمْ ۚ كَذَٰلِكَ نُفَصِّلُ الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ

    მან მოგიყვანათ იგავი თქვენზევე. არიან კი ისინი, ვინც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა თანაზიარნი იმის, რაც ჩვენ მოგმადლეთ თქვენ, აქვთ კი მათ ისეთივე უფლებები ამაზე და უფრთხილდებით ამათ ისევე, როგორც საკუთარ თავს? ასე ცხადვჰყოფთ ჩვენს აიათებს გონიერ ხალხთათვის!

    30:28
  5. بَلِ اتَّبَعَ الَّذِينَ ظَلَمُوا أَهْوَاءَهُمْ بِغَيْرِ عِلْمٍ ۖ فَمَنْ يَهْدِي مَنْ أَضَلَّ اللَّهُ ۖ وَمَا لَهُمْ مِنْ نَاصِرِينَ

    მაგრამ აჰყვნენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, თავიანთ სურვილებს ყოველგვარი ცოდნის გარეშე. ვინ წარმართავს სწორი გზით იმათ, ვინც ალლაჰმა ააცდინა სწორი გზიდან? და არ მოეძებნებათ მათ შემწენი!

    30:29
  6. فَأَقِمْ وَجْهَكَ لِلدِّينِ حَنِيفًا ۚ فِطْرَتَ اللَّهِ الَّتِي فَطَرَ النَّاسَ عَلَيْهَا ۚ لَا تَبْدِيلَ لِخَلْقِ اللَّهِ ۚ ذَٰلِكَ الدِّينُ الْقَيِّمُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ

    მაშ, მოაქციე შენი სახე ერთმორწმუნე სარწმუნოებისკენ, ალლაჰმა ასეთი თვისება თანდააყოლა ადამიანს დაბადებიდანვე. ალლაჰის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა არ ურწიან!

    30:30
  7. مُنِيبِينَ إِلَيْهِ وَاتَّقُوهُ وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَلَا تَكُونُوا مِنَ الْمُشْرِكِينَ

    სინანულით მოცულნი და მოკრძალებულნი, აღავლინეთ ლოცვა ჭეშმარიტად და არ იყოთ წარმართთაგან,

    30:31
  8. مِنَ الَّذِينَ فَرَّقُوا دِينَهُمْ وَكَانُوا شِيَعًا ۖ كُلُّ حِزْبٍ بِمَا لَدَيْهِمْ فَرِحُونَ

    იმათ გვარად, რომელთაც განხეთქილება შეიტანეს თავიანთ სარწმუნოებაში და დაიყვნენ სექტებად, და ყოველი მათგანი ხარობს იმით, რაც გააჩნია!

    30:32

თარგმანი: რეზო მიქელაძე