მუსხაფი, გვერდი 406

  1. وَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَلِقَاءِ الْآخِرَةِ فَأُولَٰئِكَ فِي الْعَذَابِ مُحْضَرُونَ

    ხოლო ისინი, რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები და საიქიოსთან შეხვედრა ცრუდ შერაცხეს, მოყვანილ იქნებიან სასჯელის მისაგებად!

    30:16
  2. فَسُبْحَانَ اللَّهِ حِينَ تُمْسُونَ وَحِينَ تُصْبِحُونَ

    მაშ, ადიდეთ ალლაჰი როცა მოსაღამოვდება და გარიჟრაჟისას,

    30:17
  3. وَلَهُ الْحَمْدُ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَعَشِيًّا وَحِينَ تُظْهِرُونَ

    დღის ბოლოს და შუადღისას! და მას ეკუთვნის ქება-დიდება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა!

    30:18
  4. يُخْرِجُ الْحَيَّ مِنَ الْمَيِّتِ وَيُخْرِجُ الْمَيِّتَ مِنَ الْحَيِّ وَيُحْيِي الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ وَكَذَٰلِكَ تُخْرَجُونَ

    მას გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხლისგან. ის აცოცხლებს მიწას მისი სიკვდილის მერე და ამგვარად აღმოცენდებით!

    30:19
  5. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَكُمْ مِنْ تُرَابٍ ثُمَّ إِذَا أَنْتُمْ بَشَرٌ تَنْتَشِرُونَ

    და მის სასწაულებს განეკუთვნება ის, რომ მიწიდან გაგაჩინათ, შემდგომ შეიქმენით კაცობრიობად და გაიფანტეთ.

    30:20
  6. وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَ لَكُمْ مِنْ أَنْفُسِكُمْ أَزْوَاجًا لِتَسْكُنُوا إِلَيْهَا وَجَعَلَ بَيْنَكُمْ مَوَدَّةً وَرَحْمَةً ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ

    მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!

    30:21
  7. وَمِنْ آيَاتِهِ خَلْقُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَاخْتِلَافُ أَلْسِنَتِكُمْ وَأَلْوَانِكُمْ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِلْعَالِمِينَ

    და მისი სასწაულებიდანაა ცათა და მიწის გაჩენა, თქვენი ენების და ფერის სხვადასხვაობაც. უეჭველად, ამაში სასწაულებია მცოდნეთათვის!

    30:22
  8. وَمِنْ آيَاتِهِ مَنَامُكُمْ بِاللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَابْتِغَاؤُكُمْ مِنْ فَضْلِهِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَسْمَعُونَ

    მისი სასწაულებიდანაა თქვენი ძილი ღამით და დღისით, და თქვენგან მისი მადლის ძიებაც. უეჭველად, ამაში სასწაულებია შემსმენ ხალხთათვის!

    30:23
  9. وَمِنْ آيَاتِهِ يُرِيكُمُ الْبَرْقَ خَوْفًا وَطَمَعًا وَيُنَزِّلُ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَيُحْيِي بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ

    მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ გაჩვენებთ იგი ელვას, რომელიც განგაცდევინებთ შიშსა და იმედს, აგრეთვე ის, რომ ზეციდან ავლენს წვიმას, რათა გაცოცხლდეს მისით მკვდარი მიწა. უეჭველად, ამაში სასწაულებია გონიერ ხალხთათვის!

    30:24

თარგმანი: რეზო მიქელაძე