მუსხაფი, გვერდი 355
-
رِجَالٌ لَا تُلْهِيهِمْ تِجَارَةٌ وَلَا بَيْعٌ عَنْ ذِكْرِ اللَّهِ وَإِقَامِ الصَّلَاةِ وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ ۙ يَخَافُونَ يَوْمًا تَتَقَلَّبُ فِيهِ الْقُلُوبُ وَالْأَبْصَارُ
კაცთ, რომელთაც ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვა ვერ მოსწყვეტს ალლაჰის მოხსენიებას, ლოცვის აღვლენას და ზექათის გაღებას, მათ ეშინიათ დღის, როცა შეძრწუნდება გულნი და თვალნი.
24:37 -
لِيَجْزِيَهُمُ اللَّهُ أَحْسَنَ مَا عَمِلُوا وَيَزِيدَهُمْ مِنْ فَضْلِهِ ۗ وَاللَّهُ يَرْزُقُ مَنْ يَشَاءُ بِغَيْرِ حِسَابٍ
რათა მიაგოს ალლაჰმა მათ საუკეთესო იმისგან, რაც მათ გააკეთეს და უმრავლოს თავისი წყალობით. და ალლაჰი უთვალავ სარჩოს მიაგებს იმას, ინებებს ვისაც.
24:38 -
وَالَّذِينَ كَفَرُوا أَعْمَالُهُمْ كَسَرَابٍ بِقِيعَةٍ يَحْسَبُهُ الظَّمْآنُ مَاءً حَتَّىٰ إِذَا جَاءَهُ لَمْ يَجِدْهُ شَيْئًا وَوَجَدَ اللَّهَ عِنْدَهُ فَوَفَّاهُ حِسَابَهُ ۗ وَاللَّهُ سَرِيعُ الْحِسَابِ
ხოლო რომელთაც უარყვეს, მათი ნამოქმედარი მსგავსია უდაბნოს მირაჟისა, რომელიც მოწყურებულს შორიდან წყალი ჰგონია. და როცა მიუახლოვდება, ვერაფერს იპოვის, მხოლოდ თავის წინაშე ის ჰპოვებს ალლაჰს, რომელიც სრულად მიაგებს მისი ანგარიშით, რამეთუ ალლაჰი სწრაფანგარიშმიმგებია!
24:39 -
أَوْ كَظُلُمَاتٍ فِي بَحْرٍ لُجِّيٍّ يَغْشَاهُ مَوْجٌ مِنْ فَوْقِهِ مَوْجٌ مِنْ فَوْقِهِ سَحَابٌ ۚ ظُلُمَاتٌ بَعْضُهَا فَوْقَ بَعْضٍ إِذَا أَخْرَجَ يَدَهُ لَمْ يَكَدْ يَرَاهَا ۗ وَمَنْ لَمْ يَجْعَلِ اللَّهُ لَهُ نُورًا فَمَا لَهُ مِنْ نُورٍ
ან ჰგვანან წყვდიადს აბობოქრებულ ზღვაში. რომელსაც ფარავს აზვირთებული ტალღები, ხოლო მათ თავზე კი ღრუბელია, ერთი წყვდიადი მეორეზე! თუ ის ხელს ამოჰყოფს, ვერ შეძლებს საკუთარი ხელის დანახვას. და ვისაც ალლაჰმა არ უწყალობა სინათლე, სინათლე არ ეღირსება!
24:40 -
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ يُسَبِّحُ لَهُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَالطَّيْرُ صَافَّاتٍ ۖ كُلٌّ قَدْ عَلِمَ صَلَاتَهُ وَتَسْبِيحَهُ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِمَا يَفْعَلُونَ
ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰს ადიდებენ ისინი, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ასევე ფრინველები გაშლილი ფრთებით?! თითოეულმა იცის თავისი ვედრება და მისი საქები სიტყვები. და ალლაჰი უწყის, რასაც ისინი სჩადიან!
24:41 -
وَلِلَّهِ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ وَإِلَى اللَّهِ الْمَصِيرُ
ალლაჰს ეკუთვნის მეუფება ცათა და მიწის და ალლაჰთანაა მისაქციელი!
24:42 -
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ يُزْجِي سَحَابًا ثُمَّ يُؤَلِّفُ بَيْنَهُ ثُمَّ يَجْعَلُهُ رُكَامًا فَتَرَى الْوَدْقَ يَخْرُجُ مِنْ خِلَالِهِ وَيُنَزِّلُ مِنَ السَّمَاءِ مِنْ جِبَالٍ فِيهَا مِنْ بَرَدٍ فَيُصِيبُ بِهِ مَنْ يَشَاءُ وَيَصْرِفُهُ عَنْ مَنْ يَشَاءُ ۖ يَكَادُ سَنَا بَرْقِهِ يَذْهَبُ بِالْأَبْصَارِ
ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰი გადააადგილებს ღრუბლებს, მერე აერთიანებს მათ, მერე საწვიმარ ღრუბლებად აქცევს და ხედავ როგორ იღვრება ნაპრალებიდან თავსხმა. და იგი გარდმოავლენს ციდან, მთების მსგავს ღრუბლებიდან სეტყვას. და დაატეხს თავს იმას, ინებებს ვისაც, და აშორებს იმას, ინებებს ვისაც. მათ ელვარებას შუძლია დააბრმავოს მზერა!
24:43
თარგმანი: რეზო მიქელაძე