მუსხაფი, გვერდი 356
-
يُقَلِّبُ اللَّهُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَعِبْرَةً لِأُولِي الْأَبْصَارِ
ალლაჰი ცვლის დღესა და ღამეს. ამაშია შეგონება თვალხილულთათვის!
24:44 -
وَاللَّهُ خَلَقَ كُلَّ دَابَّةٍ مِنْ مَاءٍ ۖ فَمِنْهُمْ مَنْ يَمْشِي عَلَىٰ بَطْنِهِ وَمِنْهُمْ مَنْ يَمْشِي عَلَىٰ رِجْلَيْنِ وَمِنْهُمْ مَنْ يَمْشِي عَلَىٰ أَرْبَعٍ ۚ يَخْلُقُ اللَّهُ مَا يَشَاءُ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ალლაჰმა გააჩინა ყოველი ცხოველი წყლიდან. მათგან ერთნი მუცელზე ხოხავენ, მეორენი ორ ფეხზე დადიან, ზოგი კი ოთხ ფეხზე. ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
24:45 -
لَقَدْ أَنْزَلْنَا آيَاتٍ مُبَيِّنَاتٍ ۚ وَاللَّهُ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
ჩვენ უკვე ზეგარდმოვავლინეთ ცხადი აიათები, და ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, ინებებს ვისაც!
24:46 -
وَيَقُولُونَ آمَنَّا بِاللَّهِ وَبِالرَّسُولِ وَأَطَعْنَا ثُمَّ يَتَوَلَّىٰ فَرِيقٌ مِنْهُمْ مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ ۚ وَمَا أُولَٰئِكَ بِالْمُؤْمِنِينَ
ისინი (პირმოთნენი) ამბობენ: „ვიწამეთ ალლაჰი და შუამავალი და ვემორჩილებით.“ მაგრამ ამის შემდგომ ერთი ნაწილი ამათგან პირს იბრუნებს და სწორედ ეგენი არ არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი!
24:47 -
وَإِذَا دُعُوا إِلَى اللَّهِ وَرَسُولِهِ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ إِذَا فَرِيقٌ مِنْهُمْ مُعْرِضُونَ
როცა მათ მოუწოდებენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მათ შორის, ნაწილი მათგან პირს იბრუნებს.
24:48 -
وَإِنْ يَكُنْ لَهُمُ الْحَقُّ يَأْتُوا إِلَيْهِ مُذْعِنِينَ
მართალნი რომ იყვნენ, მორჩილად მიეახლებოდნენ მას.
24:49 -
أَفِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ أَمِ ارْتَابُوا أَمْ يَخَافُونَ أَنْ يَحِيفَ اللَّهُ عَلَيْهِمْ وَرَسُولُهُ ۚ بَلْ أُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
ნუთუ მათი გულები დასნეულებულია? ან იქნებ, ეჭვობენ? ან იქნებ, ეშინიათ, რომ ალლაჰი და მისი შუამავალი უსამართლოდ განსჯიან მათ? არა, ისინი თავად იქცევიან უსამართლოდ!
24:50 -
إِنَّمَا كَانَ قَوْلَ الْمُؤْمِنِينَ إِذَا دُعُوا إِلَى اللَّهِ وَرَسُولِهِ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ أَنْ يَقُولُوا سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
როცა მორწმუნენს მოუხმობენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მან მათ შორის არსებული, ამბობენ: „შევისმინეთ და გმორჩილებთო!“ უეჭველად, ისინი არიან ნეტარნი!
24:51 -
وَمَنْ يُطِعِ اللَّهَ وَرَسُولَهُ وَيَخْشَ اللَّهَ وَيَتَّقْهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَائِزُونَ
ვინც ემორჩილება ალლაჰს და მის შუამავალს, შიში აქვს ალლაჰის და ეკრძალვის, სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!
24:52 -
وَأَقْسَمُوا بِاللَّهِ جَهْدَ أَيْمَانِهِمْ لَئِنْ أَمَرْتَهُمْ لَيَخْرُجُنَّ ۖ قُلْ لَا تُقْسِمُوا ۖ طَاعَةٌ مَعْرُوفَةٌ ۚ إِنَّ اللَّهَ خَبِيرٌ بِمَا تَعْمَلُونَ
ისინი (პირმოთნენი) დებენ ძლიერ ფიცს ალლაჰის წინაშე, აქაოდა შენ რომ გებრძანებინა მათთის, უსათუოდ გამოვიდოდნენ. უთხარი: „ნუ იფიცებთ! ასეთი მორჩილება ცნობილია. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც თქვენ სჩადიხართ!“
24:53
თარგმანი: რეზო მიქელაძე