მუსხაფი, გვერდი 354
-
وَأَنْكِحُوا الْأَيَامَىٰ مِنْكُمْ وَالصَّالِحِينَ مِنْ عِبَادِكُمْ وَإِمَائِكُمْ ۚ إِنْ يَكُونُوا فُقَرَاءَ يُغْنِهِمُ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ ۗ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ
და დააქორწინეთ თქვენგან ის, ვინც დასაქორწინებელია, და ასევე მორწმუნენი თქვენი მონებიდან და მხევალნიდან. თუ ღარიბნი არიან, ალლაჰი გაამდიდრებს მათ თავისი მადლით. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმომცველია, ყოვლისმცოდნეა!
24:32 -
وَلْيَسْتَعْفِفِ الَّذِينَ لَا يَجِدُونَ نِكَاحًا حَتَّىٰ يُغْنِيَهُمُ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ ۗ وَالَّذِينَ يَبْتَغُونَ الْكِتَابَ مِمَّا مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ فَكَاتِبُوهُمْ إِنْ عَلِمْتُمْ فِيهِمْ خَيْرًا ۖ وَآتُوهُمْ مِنْ مَالِ اللَّهِ الَّذِي آتَاكُمْ ۚ وَلَا تُكْرِهُوا فَتَيَاتِكُمْ عَلَى الْبِغَاءِ إِنْ أَرَدْنَ تَحَصُّنًا لِتَبْتَغُوا عَرَضَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۚ وَمَنْ يُكْرِهْهُنَّ فَإِنَّ اللَّهَ مِنْ بَعْدِ إِكْرَاهِهِنَّ غَفُورٌ رَحِيمٌ
ნამუსი დაიცვან მათ, რომელნიც ვერ ახერხებენ დაქორწინებას, იმ დრომდე, სანამ ალლაჰი არ გაამდიდრებს მათ თავისი მადლით. და რომელთაც უნდათ მიიღონ წიგნი „აზატობისა“ მათგან, ვისმა მარჯვენამაც მოიპოვა ისინი, მიეცით მათ ის, თუ იპოვეთ მასში სიკეთე და დაასაჩუქრეთ ისინი იმ ქონებიდან, რომელიც ალლაჰმა თქვენ გიბოძათ. არ დააძალოთ თქვენს მონა ქალებს მრუშობა, რომ მიიღონ წარმავალი კეთილი, თუკი მათ სურთ უმწიკვლობის შენარჩუნება. და თუ ვინმე აიძულებს მათ ამას, ალლაჰი იძულების შემდეგ, უეჭველად, მათდამი შემნდობია, მწყალობელია!
24:33 -
وَلَقَدْ أَنْزَلْنَا إِلَيْكُمْ آيَاتٍ مُبَيِّنَاتٍ وَمَثَلًا مِنَ الَّذِينَ خَلَوْا مِنْ قَبْلِكُمْ وَمَوْعِظَةً لِلْمُتَّقِينَ
ვფიცავ, ჩვენ ზემოვავლინეთ თქვენთვის ცხადი აიათები და იგავები იმათზე, რომელთაც თქვენამდე განვლეს, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის!
24:34 -
اللَّهُ نُورُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ مَثَلُ نُورِهِ كَمِشْكَاةٍ فِيهَا مِصْبَاحٌ ۖ الْمِصْبَاحُ فِي زُجَاجَةٍ ۖ الزُّجَاجَةُ كَأَنَّهَا كَوْكَبٌ دُرِّيٌّ يُوقَدُ مِنْ شَجَرَةٍ مُبَارَكَةٍ زَيْتُونَةٍ لَا شَرْقِيَّةٍ وَلَا غَرْبِيَّةٍ يَكَادُ زَيْتُهَا يُضِيءُ وَلَوْ لَمْ تَمْسَسْهُ نَارٌ ۚ نُورٌ عَلَىٰ نُورٍ ۗ يَهْدِي اللَّهُ لِنُورِهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَيَضْرِبُ اللَّهُ الْأَمْثَالَ لِلنَّاسِ ۗ وَاللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
ალლაჰი ცათა და მიწის ნათელია. მისი ნათელი ნიშის დარია, რომელშიც ლამპარია. ლამპარი მინაშია, რომელიც მარგალიტის მსგავს ვარსკვლავს ჰგავს. იგი ალდება დალოცვილი ზეთისხილის ხისგან, რომელსაც არ ანათებს მზე მხოლოდ აღმოსავლეთიდან ან მხოლოდ დასავლეთიდან. მისი ზეთი მზადაა ანათოს ცეცხლის მიუკარებლადაც. იგია სინათლე სინათლეზე! დაადგენს ალლაჰი თავის სინათლეზე, ინებებს ვისაც! ალლაჰს მოაქვს ადამიანებისთვის იგავები, და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
24:35 -
فِي بُيُوتٍ أَذِنَ اللَّهُ أَنْ تُرْفَعَ وَيُذْكَرَ فِيهَا اسْمُهُ يُسَبِّحُ لَهُ فِيهَا بِالْغُدُوِّ وَالْآصَالِ
სახლებში, რომელშიც ალლაჰმა ნება დართო, რომ ამაღლებულიყო და მოხსენებულიყო სახელი მისი, მასში განადიდებენ მას დილაობით და საღამოს ჟამს.
24:36
თარგმანი: რეზო მიქელაძე