მუსხაფი, გვერდი 32
-
وَاذْكُرُوا اللَّهَ فِي أَيَّامٍ مَعْدُودَاتٍ ۚ فَمَنْ تَعَجَّلَ فِي يَوْمَيْنِ فَلَا إِثْمَ عَلَيْهِ وَمَنْ تَأَخَّرَ فَلَا إِثْمَ عَلَيْهِ ۚ لِمَنِ اتَّقَىٰ ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّكُمْ إِلَيْهِ تُحْشَرُونَ
და ახსენეთ ალლაჰი განსაზღვრულ დღეებში. ვინც ორი დღით იჩქაროს, ცოდვად არ ჩაეთვლება; და ვინც დააგვიანოს, (ასევე მასაც) ცოდვად არ ჩაეთვლება. ეს მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. გეშინოდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი.
2:203 -
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يُعْجِبُكَ قَوْلُهُ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَيُشْهِدُ اللَّهَ عَلَىٰ مَا فِي قَلْبِهِ وَهُوَ أَلَدُّ الْخِصَامِ
და ადამიანთაგან, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებაზე საუბრით გხიბლავს შენ და ალლაჰს იმოწმებს თავისი გულისნადების დასამტკიცებლად, სწორედ იგია ყველაზე დაუნდობელი მტერი.
2:204 -
وَإِذَا تَوَلَّىٰ سَعَىٰ فِي الْأَرْضِ لِيُفْسِدَ فِيهَا وَيُهْلِكَ الْحَرْثَ وَالنَّسْلَ ۗ وَاللَّهُ لَا يُحِبُّ الْفَسَادَ
და როცა გაგეცალა შენ, დაძრწის დედამიწაზე არეულობის (უზნეობის) გამოსაწვევად და (სურს) გაანადგუროს ნათესები და შთამომავლობა, ალლაჰს კი არ უყვარს არეულობა (უზნეობა)!
2:205 -
وَإِذَا قِيلَ لَهُ اتَّقِ اللَّهَ أَخَذَتْهُ الْعِزَّةُ بِالْإِثْمِ ۚ فَحَسْبُهُ جَهَنَّمُ ۚ وَلَبِئْسَ الْمِهَادُ
როცა მას ეტყვიან: ალლაჰისა გეშინოდეს! მას ცოდვის წადილი იპყრობს. მისთვის ჯოჯოხეთიც კმარა! და რა საშინელი სარეცელია!
2:206 -
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَشْرِي نَفْسَهُ ابْتِغَاءَ مَرْضَاتِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ رَءُوفٌ بِالْعِبَادِ
ადამიანთაგან არის ისეთიც, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილით საკუთარ სულსაც არ დაიშურებს. და ალლაჰი შემბრალეა მსახურთა მიმართ.
2:207 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا ادْخُلُوا فِي السِّلْمِ كَافَّةً وَلَا تَتَّبِعُوا خُطُوَاتِ الشَّيْطَانِ ۚ إِنَّهُ لَكُمْ عَدُوٌّ مُبِينٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულად მორჩილებაში (ისლამი) და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალნს, რამეთუ იგი ცხადი მტერია თქვენი!
2:208 -
فَإِنْ زَلَلْتُمْ مِنْ بَعْدِ مَا جَاءَتْكُمُ الْبَيِّنَاتُ فَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ
თუ მაინც წაბორძიკდით მას მერე, რაც ზემოგევლინათ ცხადი მოწმობანი, იცოდეთ, რომ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
2:209 -
هَلْ يَنْظُرُونَ إِلَّا أَنْ يَأْتِيَهُمُ اللَّهُ فِي ظُلَلٍ مِنَ الْغَمَامِ وَالْمَلَائِكَةُ وَقُضِيَ الْأَمْرُ ۚ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ
ნუთუ ისინი მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ალლაჰი გამოეცხადებათ ღრუბლების საფარიდან ანგელოზებითურთ? საქმენი გადაწყდა და საქმენი დაბრუნდებიან ალლაჰთან.
2:210
თარგმანი: რეზო მიქელაძე