მუსხაფი, გვერდი 31

  1. الْحَجُّ أَشْهُرٌ مَعْلُومَاتٌ ۚ فَمَنْ فَرَضَ فِيهِنَّ الْحَجَّ فَلَا رَفَثَ وَلَا فُسُوقَ وَلَا جِدَالَ فِي الْحَجِّ ۗ وَمَا تَفْعَلُوا مِنْ خَيْرٍ يَعْلَمْهُ اللَّهُ ۗ وَتَزَوَّدُوا فَإِنَّ خَيْرَ الزَّادِ التَّقْوَىٰ ۚ وَاتَّقُونِ يَا أُولِي الْأَلْبَابِ

    ჰაჯობა ცნობილ თვეებშია და ვინც ამ დროს აღასრულებს ჰაჯს, არ ეთანაცხოვროს (ქალს), არ იბილწოს, არ იჩხუბოს ჰაჯის დროს; და რასაც კარგს იქმთ, ამას უწყის ალლაჰი: გაიმზადეთ საგზალი, მაგრამ საუკეთესო საგზალი, უეჭველად, ღვთისმოშიშობაა. ჰეი გონიერნო, გეშინოდეთ ჩემი!

    2:197
  2. لَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَنْ تَبْتَغُوا فَضْلًا مِنْ رَبِّكُمْ ۚ فَإِذَا أَفَضْتُمْ مِنْ عَرَفَاتٍ فَاذْكُرُوا اللَّهَ عِنْدَ الْمَشْعَرِ الْحَرَامِ ۖ وَاذْكُرُوهُ كَمَا هَدَاكُمْ وَإِنْ كُنْتُمْ مِنْ قَبْلِهِ لَمِنَ الضَّالِّينَ

    ცოდვა არ გექნებათ, თუ ეძიებთ სარგებელს თქვენი ღმერთისგან. და როცა დაიძვრებით არაფატიდან, ახსენეთ ალლაჰი მეშღერი ჰარამთან (ქუზაჰის მთასთან). და გაიხსენეთ იგი, როგორ დაგადგინა ჭეშმარიტ გზას, თუმცა კი ადრე გზასამცდარნი იყავით თქვენ.

    2:198
  3. ثُمَّ أَفِيضُوا مِنْ حَيْثُ أَفَاضَ النَّاسُ وَاسْتَغْفِرُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    შემდეგ დაიძარით იქით, საითაც ხალხი დაიძრა და ალლაჰს მიტევება შესთხოვეთ. უეჭველად, ალლაჰი შემწყალეა, მწყალობელია!

    2:199
  4. فَإِذَا قَضَيْتُمْ مَنَاسِكَكُمْ فَاذْكُرُوا اللَّهَ كَذِكْرِكُمْ آبَاءَكُمْ أَوْ أَشَدَّ ذِكْرًا ۗ فَمِنَ النَّاسِ مَنْ يَقُولُ رَبَّنَا آتِنَا فِي الدُّنْيَا وَمَا لَهُ فِي الْآخِرَةِ مِنْ خَلَاقٍ

    როდესაც დაასრულებთ თქვენს ღვთისმსახურებანს (წესებს), გაიხსენეთ ალლაჰი ისე, როგორც თქვენს მამებს გაიხსენებდით ან უფრო მხურვალედ. და ადამიანთაგან ვინც იტყვის (შესთხოვს): ღმერთო ჩვენო, მოგვეცი ჩვენ სიკეთე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, წილი არ ექნებათ იმქვეყნიურში.

    2:200
  5. وَمِنْهُمْ مَنْ يَقُولُ رَبَّنَا آتِنَا فِي الدُّنْيَا حَسَنَةً وَفِي الْآخِرَةِ حَسَنَةً وَقِنَا عَذَابَ النَّارِ

    და იმათგან, ვინც ამბობს: ღმერთო ჩვენო! მოგვეცი ჩვენ სიკეთე ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც, დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან,

    2:201
  6. أُولَٰئِكَ لَهُمْ نَصِيبٌ مِمَّا كَسَبُوا ۚ وَاللَّهُ سَرِيعُ الْحِسَابِ

    მათ წილად ერგებათ ის, რაც მოიხვეჭეს. და ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველია.

    2:202

თარგმანი: რეზო მიქელაძე