მუსხაფი, გვერდი 33
-
سَلْ بَنِي إِسْرَائِيلَ كَمْ آتَيْنَاهُمْ مِنْ آيَةٍ بَيِّنَةٍ ۗ وَمَنْ يُبَدِّلْ نِعْمَةَ اللَّهِ مِنْ بَعْدِ مَا جَاءَتْهُ فَإِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ
ჰკითხე ისრაილის შვილთ: რამდენი ცხადი სასწაული მოვუვლინეთ მათ? და ვინც ალლაჰის მინიჭებულ წყალობას (აიათებს) შეცვლის მას მერე, რაც ებოძა, უეჭველად, ალლაჰი მკაცრსაზღაურიანია!
2:211 -
زُيِّنَ لِلَّذِينَ كَفَرُوا الْحَيَاةُ الدُّنْيَا وَيَسْخَرُونَ مِنَ الَّذِينَ آمَنُوا ۘ وَالَّذِينَ اتَّقَوْا فَوْقَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ وَاللَّهُ يَرْزُقُ مَنْ يَشَاءُ بِغَيْرِ حِسَابٍ
რომელნიც ურწმუნონი არიან, მოკაზმული ეჩვენათ მათ ამქვეყნიური ცხოვრება და დასცინიან იმათ, რომელთაც ირწმუნეს. და რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან, მათზე (ურწმუნონზე) აღმატებული იქნებიან აღდგომის დღეს და ალლაჰი უთვალავს უბოძებს, ინებებს ვისაც.
2:212 -
كَانَ النَّاسُ أُمَّةً وَاحِدَةً فَبَعَثَ اللَّهُ النَّبِيِّينَ مُبَشِّرِينَ وَمُنْذِرِينَ وَأَنْزَلَ مَعَهُمُ الْكِتَابَ بِالْحَقِّ لِيَحْكُمَ بَيْنَ النَّاسِ فِيمَا اخْتَلَفُوا فِيهِ ۚ وَمَا اخْتَلَفَ فِيهِ إِلَّا الَّذِينَ أُوتُوهُ مِنْ بَعْدِ مَا جَاءَتْهُمُ الْبَيِّنَاتُ بَغْيًا بَيْنَهُمْ ۖ فَهَدَى اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا لِمَا اخْتَلَفُوا فِيهِ مِنَ الْحَقِّ بِإِذْنِهِ ۗ وَاللَّهُ يَهْدِي مَنْ يَشَاءُ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
ადამიანები ერთ თემად იყვნენ და ალლაჰმა შუამავალნი წარმოგზავნა მახარობლებად და შემგონებლებად. და ღვთიური წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად ჭეშმარიტებითურთ, რათა ადამიანთა შორის ის გადაეწყვიტა, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. ხოლო ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთის შურით მხოლოდ ისინი, რომელთაც მათ შემდგომ ებოძათ ის, რაც ცხადი მოწმობანი მოუვიდათ; და რომელთაც ირწმუნეს, ისინი დაადგინა ალლაჰმა თავისი ნებით იმ ჭეშმარიტებისაკენ, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. და ალლაჰი სწორ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც.
2:213 -
أَمْ حَسِبْتُمْ أَنْ تَدْخُلُوا الْجَنَّةَ وَلَمَّا يَأْتِكُمْ مَثَلُ الَّذِينَ خَلَوْا مِنْ قَبْلِكُمْ ۖ مَسَّتْهُمُ الْبَأْسَاءُ وَالضَّرَّاءُ وَزُلْزِلُوا حَتَّىٰ يَقُولَ الرَّسُولُ وَالَّذِينَ آمَنُوا مَعَهُ مَتَىٰ نَصْرُ اللَّهِ ۗ أَلَا إِنَّ نَصْرَ اللَّهِ قَرِيبٌ
ნუთუ გეგონათ, რომ სამოთხეში შეხვიდოდით მაშინ, როცა ჯერ არ მოგსვლიათ ის, რაც თქვენს უწინ გარდასულებს მოევლინათ? მათ უბედურება და გაჭირვება შეეხო და ისე შეირყნენ, რომ შუამავალი და ისინიც, რომელთაც მასთან ერთად ირწმუნეს, ამბობდნენ: როდის შეგვეწევა ალლაჰი? უთუოდ, ალლაჰის შეწევნა ახლოსაა!
2:214 -
يَسْأَلُونَكَ مَاذَا يُنْفِقُونَ ۖ قُلْ مَا أَنْفَقْتُمْ مِنْ خَيْرٍ فَلِلْوَالِدَيْنِ وَالْأَقْرَبِينَ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَابْنِ السَّبِيلِ ۗ وَمَا تَفْعَلُوا مِنْ خَيْرٍ فَإِنَّ اللَّهَ بِهِ عَلِيمٌ
გეკითხებიან ისინი შენ: რა გავცეთ? უპასუხე: რასაც გასცემთ, სიკეთეს - მშობლებისთვის, ახლობლებისთვის, ობლებისთვის, უპოვრებისთვის, მოგზაურებისთვის. და რა სიკეთესაც იქმთ, უეჭველად, ალლაჰი უწყის მას!
2:215
თარგმანი: რეზო მიქელაძე