სურა 9 თევბე

  1. وَلَا يُنْفِقُونَ نَفَقَةً صَغِيرَةً وَلَا كَبِيرَةً وَلَا يَقْطَعُونَ وَادِيًا إِلَّا كُتِبَ لَهُمْ لِيَجْزِيَهُمُ اللَّهُ أَحْسَنَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    მცირედის თუ დიდის, რასაც გაიღებენ სამოწყალოდ, და არ გადალახავენ ხეობას ისე, არ დაიწეროს მათთვის, რომ ალლაჰმა მიუზღო მათ უფრო უკეთესით, რასაც სჩადიოდნენ.

    9:121
  2. وَمَا كَانَ الْمُؤْمِنُونَ لِيَنْفِرُوا كَافَّةً ۚ فَلَوْلَا نَفَرَ مِنْ كُلِّ فِرْقَةٍ مِنْهُمْ طَائِفَةٌ لِيَتَفَقَّهُوا فِي الدِّينِ وَلِيُنْذِرُوا قَوْمَهُمْ إِذَا رَجَعُوا إِلَيْهِمْ لَعَلَّهُمْ يَحْذَرُونَ

    არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ სჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!

    9:122
  3. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا قَاتِلُوا الَّذِينَ يَلُونَكُمْ مِنَ الْكُفَّارِ وَلْيَجِدُوا فِيكُمْ غِلْظَةً ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَعَ الْمُتَّقِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ებრძოლეთ, რომელნიც თქვენს სიახლოვეს არიან ურწმუნოთაგან, რათა დარწმუნდნენ ისინი თქვენს სიმტკიცეში, და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა.

    9:123
  4. وَإِذَا مَا أُنْزِلَتْ سُورَةٌ فَمِنْهُمْ مَنْ يَقُولُ أَيُّكُمْ زَادَتْهُ هَٰذِهِ إِيمَانًا ۚ فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا فَزَادَتْهُمْ إِيمَانًا وَهُمْ يَسْتَبْشِرُونَ

    და როცა რამ სურა გარდმოევლინება, მაშინ მათგან ვინც ეუბნება: რომელ თქვენგანს განუმტკიცა მან რწმენა? მაგრამ რომელთაც ირწმუნეს, განუმტკიცა რწმენა მათ და ხარობენ ეგენი.

    9:124
  5. وَأَمَّا الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ فَزَادَتْهُمْ رِجْسًا إِلَىٰ رِجْسِهِمْ وَمَاتُوا وَهُمْ كَافِرُونَ

    ხოლო, რომელთაც სენი უზით გულებში, ეჭვზე ეჭვს შეჰმატებს მათ. და ისინი ურწმუნოებად აღესრულებიან.

    9:125
  6. أَوَلَا يَرَوْنَ أَنَّهُمْ يُفْتَنُونَ فِي كُلِّ عَامٍ مَرَّةً أَوْ مَرَّتَيْنِ ثُمَّ لَا يَتُوبُونَ وَلَا هُمْ يَذَّكَّرُونَ

    ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ყოველ წელს გამოიცდებიან ერთხელ ან ორჯერ? მაგრამ ისინი არ ინანიებენ და არც შეიგონებენ.

    9:126
  7. وَإِذَا مَا أُنْزِلَتْ سُورَةٌ نَظَرَ بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍ هَلْ يَرَاكُمْ مِنْ أَحَدٍ ثُمَّ انْصَرَفُوا ۚ صَرَفَ اللَّهُ قُلُوبَهُمْ بِأَنَّهُمْ قَوْمٌ لَا يَفْقَهُونَ

    და, როცა რამ სურა გარდმოევლინება, ერთმანეთს გადახედავენ: გვხედავს კი ვინმეო? მერე კი შეტრიალდებიან. ალლაჰი მათ გულებს შეატრიალებს, რადგანაც ეგენი უგუნური ხალხი არიან.

    9:127
  8. لَقَدْ جَاءَكُمْ رَسُولٌ مِنْ أَنْفُسِكُمْ عَزِيزٌ عَلَيْهِ مَا عَنِتُّمْ حَرِيصٌ عَلَيْكُمْ بِالْمُؤْمِنِينَ رَءُوفٌ رَحِيمٌ

    ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენივე წიაღიდან. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე. მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი!

    9:128
  9. فَإِنْ تَوَلَّوْا فَقُلْ حَسْبِيَ اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ ۖ وَهُوَ رَبُّ الْعَرْشِ الْعَظِيمِ

    ამის შემდგომ თუ ისინი პირს იბრუნებენ, უთხარი: ჩემთვის ალლაჰი კმარა! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მხოლოდ მას ვსასოებ, რამეთუ იგია უფალი დიადი ტახტრევანისა!

    9:129

თარგმანი: რეზო მიქელაძე