სურა 9 თევბე
-
يُبَشِّرُهُمْ رَبُّهُمْ بِرَحْمَةٍ مِنْهُ وَرِضْوَانٍ وَجَنَّاتٍ لَهُمْ فِيهَا نَعِيمٌ مُقِيمٌ
და თავიანთი უფალი ახარებს მათ თავისივე წყალობას, კმაყოფილებას და სამოთხეები მათთვისაა, სადაც მარადიული სიკეთენია!
9:21 -
خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۚ إِنَّ اللَّهَ عِنْدَهُ أَجْرٌ عَظِيمٌ
დამკვიდრებული იქნებიან სამუდამოდ იქ. უეჭველად, ალლაჰის წინაშეა დიდი საზღაური.
9:22 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَتَّخِذُوا آبَاءَكُمْ وَإِخْوَانَكُمْ أَوْلِيَاءَ إِنِ اسْتَحَبُّوا الْكُفْرَ عَلَى الْإِيمَانِ ۚ وَمَنْ يَتَوَلَّهُمْ مِنْكُمْ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გაიხადოთ თქვენი მამები და არც თქვენი ძმები მეგობრებად, თუ მათ ურწმუნოება ურჩევნიათ რწმენას. და რომელი თქვენგანიც მეგობრად დაიდგენს მათ, სწორედ, რომ ისინი არიან უსამართლონი.
9:23 -
قُلْ إِنْ كَانَ آبَاؤُكُمْ وَأَبْنَاؤُكُمْ وَإِخْوَانُكُمْ وَأَزْوَاجُكُمْ وَعَشِيرَتُكُمْ وَأَمْوَالٌ اقْتَرَفْتُمُوهَا وَتِجَارَةٌ تَخْشَوْنَ كَسَادَهَا وَمَسَاكِنُ تَرْضَوْنَهَا أَحَبَّ إِلَيْكُمْ مِنَ اللَّهِ وَرَسُولِهِ وَجِهَادٍ فِي سَبِيلِهِ فَتَرَبَّصُوا حَتَّىٰ يَأْتِيَ اللَّهُ بِأَمْرِهِ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْفَاسِقِينَ
უთხარი: თუ მამები თქვენი, და შვილნი თქვენი, და ძმები თქვენი, და მეუღლენი თქვენი, და წრენი თქვენი, და ქონება, რომელიც მოაგროვეთ, და ვაჭრობა, რომლის შეფერხებაც გაშინებთ, და საცხოვრებელი სახლები, რომელიც კმაყოფილებას გგვრით, უფრო საყვარელია თქვენთვის, უფრო ძვირფასია ალლაჰზე და მის შუამავალზე და მის გზაზე ბრძოლაზე, მაშ, დაელოდეთ, სანამ ალლაჰის ბრძანება მოევლინებოდეს. ხოლო ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უკეთურ ხალხს!
9:24 -
لَقَدْ نَصَرَكُمُ اللَّهُ فِي مَوَاطِنَ كَثِيرَةٍ ۙ وَيَوْمَ حُنَيْنٍ ۙ إِذْ أَعْجَبَتْكُمْ كَثْرَتُكُمْ فَلَمْ تُغْنِ عَنْكُمْ شَيْئًا وَضَاقَتْ عَلَيْكُمُ الْأَرْضُ بِمَا رَحُبَتْ ثُمَّ وَلَّيْتُمْ مُدْبِرِينَ
ვფიცავ, ალლაჰი შეგეწიათ მრავალ ადგილას და ჰუნეინის დღეს, როდესაც გხიბლავდათ თქვენ თქვენი სიმრავლე, რომელიც არაფრად გამოგადგათ თქვენ. დავიწროვდა თქვენთვის დედამიწა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდეგანოა იგი. მერე ზურგი იქციეთ და გაიქეცით.
9:25 -
ثُمَّ أَنْزَلَ اللَّهُ سَكِينَتَهُ عَلَىٰ رَسُولِهِ وَعَلَى الْمُؤْمِنِينَ وَأَنْزَلَ جُنُودًا لَمْ تَرَوْهَا وَعَذَّبَ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ وَذَٰلِكَ جَزَاءُ الْكَافِرِينَ
მერე ზემოავლინა ალლაჰმა სიმშვიდე თვისი თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე, და გარდმოავლინა მეომრები, რომლებიც ვერ დაინახეთ, და დასაჯა ისინი, რომელთაც უარყვეს. აი, ასეთია ურწმუნოთა საზღაური!
9:26 -
ثُمَّ يَتُوبُ اللَّهُ مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ عَلَىٰ مَنْ يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
ამის შემდგომ ალლაჰი მიუტევებს იმათ, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
9:27 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّمَا الْمُشْرِكُونَ نَجَسٌ فَلَا يَقْرَبُوا الْمَسْجِدَ الْحَرَامَ بَعْدَ عَامِهِمْ هَٰذَا ۚ وَإِنْ خِفْتُمْ عَيْلَةً فَسَوْفَ يُغْنِيكُمُ اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ إِنْ شَاءَ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ حَكِيمٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დიახაც, რომ წარმართები უწმინდურნი არიან. დაე, ამ წლის შემდგომ უწმინდურები არ მიუახლოვდნენ მესჯიდი ჰარამს. და თუ სიღატაკის გეშინიათ, თუკი ინებებს ალლაჰი, თავისი წყალობით გაგამდიდრებთ. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
9:28 -
قَاتِلُوا الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَلَا بِالْيَوْمِ الْآخِرِ وَلَا يُحَرِّمُونَ مَا حَرَّمَ اللَّهُ وَرَسُولُهُ وَلَا يَدِينُونَ دِينَ الْحَقِّ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ حَتَّىٰ يُعْطُوا الْجِزْيَةَ عَنْ يَدٍ وَهُمْ صَاغِرُونَ
შეებრძოლეთ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და არც დღე უკანასკნელი, და არ თვლიან აკრძალულად იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა; და ვინც არ დაიდგენს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მათგან, რომელთაც ებოძათ წიგნი; სანამ თავს არ დაიმცირებენ და საკუთარი ხელით არ გადაიხდიან ჯიზიას.
9:29 -
وَقَالَتِ الْيَهُودُ عُزَيْرٌ ابْنُ اللَّهِ وَقَالَتِ النَّصَارَى الْمَسِيحُ ابْنُ اللَّهِ ۖ ذَٰلِكَ قَوْلُهُمْ بِأَفْوَاهِهِمْ ۖ يُضَاهِئُونَ قَوْلَ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَبْلُ ۚ قَاتَلَهُمُ اللَّهُ ۚ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ
და თქვეს იუდეველებმა: ღუზეირი ალლაჰის ძეაო. და თქვეს ქრისტიანებმა: მესიჰი ალლაჰის ძეაო. მათი ბაგეებიდან აღმომხდარი ეს სიტყვები ჰგავს იმათ სიტყვებს, რომელთაც უარყვეს წინათ და იმათ სიტყვებს, ვინც ურწმუნო იყო მათზე უწინ. მოაშთოს ალლაჰმა ეგენი! როგორღა აქცევენ ზურგს?!
9:30 -
اتَّخَذُوا أَحْبَارَهُمْ وَرُهْبَانَهُمْ أَرْبَابًا مِنْ دُونِ اللَّهِ وَالْمَسِيحَ ابْنَ مَرْيَمَ وَمَا أُمِرُوا إِلَّا لِيَعْبُدُوا إِلَٰهًا وَاحِدًا ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۚ سُبْحَانَهُ عَمَّا يُشْرِكُونَ
მათ დაიდგინეს ღმერთებად თავიანთი მწიგნობრები და ბერები, ნაცვლად ალლაჰისა, ასევე მესიჰი, ძე მარიამისა. და მათ არ ბრძანებიათ თაყვანისცემა, გარდა ერთი ღმერთისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დიდება მას! შორსაა მისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!
9:31 -
يُرِيدُونَ أَنْ يُطْفِئُوا نُورَ اللَّهِ بِأَفْوَاهِهِمْ وَيَأْبَى اللَّهُ إِلَّا أَنْ يُتِمَّ نُورَهُ وَلَوْ كَرِهَ الْكَافِرُونَ
მათ სურთ, რომ თავიანთი ბაგეებით ჩააქრონ ალლაჰის ნათელი, მაგრამ ალლაჰი არ დაუშვებს ამას და განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს.
9:32 -
هُوَ الَّذِي أَرْسَلَ رَسُولَهُ بِالْهُدَىٰ وَدِينِ الْحَقِّ لِيُظْهِرَهُ عَلَى الدِّينِ كُلِّهِ وَلَوْ كَرِهَ الْمُشْرِكُونَ
იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ წარმართებს.
9:33 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّ كَثِيرًا مِنَ الْأَحْبَارِ وَالرُّهْبَانِ لَيَأْكُلُونَ أَمْوَالَ النَّاسِ بِالْبَاطِلِ وَيَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۗ وَالَّذِينَ يَكْنِزُونَ الذَّهَبَ وَالْفِضَّةَ وَلَا يُنْفِقُونَهَا فِي سَبِيلِ اللَّهِ فَبَشِّرْهُمْ بِعَذَابٍ أَلِيمٍ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, უმეტესი მწიგნობარი და ბერი უსამართლოდ მიირთმევენ ხალხის ქონებასა და აცდუნებენ მათ ალლაჰის გზიდან. და რომელნიც აგროვებენ ოქროსა და ვერცხლს, ხოლო არ გაიღებენ მას ალლაჰის გზაზე, მაშინ ამცნე მათ მწარე სასჯელი!
9:34 -
يَوْمَ يُحْمَىٰ عَلَيْهَا فِي نَارِ جَهَنَّمَ فَتُكْوَىٰ بِهَا جِبَاهُهُمْ وَجُنُوبُهُمْ وَظُهُورُهُمْ ۖ هَٰذَا مَا كَنَزْتُمْ لِأَنْفُسِكُمْ فَذُوقُوا مَا كُنْتُمْ تَكْنِزُونَ
იმ დღეს გაშანთებული იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლზე მათი ზედაპირი, გაახურებენ და დაიდაღება შუბლნი მათი, და ფერდნი მათნი, და ზურგნი მათნი: აი, ესაა, რაც მოაგროვეთ თქვენი სულისთვის. მაშ, იგემეთ ის, რასაც აგროვებდით!
9:35 -
إِنَّ عِدَّةَ الشُّهُورِ عِنْدَ اللَّهِ اثْنَا عَشَرَ شَهْرًا فِي كِتَابِ اللَّهِ يَوْمَ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ مِنْهَا أَرْبَعَةٌ حُرُمٌ ۚ ذَٰلِكَ الدِّينُ الْقَيِّمُ ۚ فَلَا تَظْلِمُوا فِيهِنَّ أَنْفُسَكُمْ ۚ وَقَاتِلُوا الْمُشْرِكِينَ كَافَّةً كَمَا يُقَاتِلُونَكُمْ كَافَّةً ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَعَ الْمُتَّقِينَ
უეჭველად, თორმეტი თვეა თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე, ალლაჰის წიგნში, ცათა და დედამიწის გაჩენის დღიდან. მათგან ოთხი თვე ნაკრძალია. სწორედ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშ, ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს. და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად, როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად, და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა!
9:36 -
إِنَّمَا النَّسِيءُ زِيَادَةٌ فِي الْكُفْرِ ۖ يُضَلُّ بِهِ الَّذِينَ كَفَرُوا يُحِلُّونَهُ عَامًا وَيُحَرِّمُونَهُ عَامًا لِيُوَاطِئُوا عِدَّةَ مَا حَرَّمَ اللَّهُ فَيُحِلُّوا مَا حَرَّمَ اللَّهُ ۚ زُيِّنَ لَهُمْ سُوءُ أَعْمَالِهِمْ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْكَافِرِينَ
უეჭველად, გადავადება აღრმავებს ურჯულოებას, და ამით ააცდენს იმათ, რომელთაც უარყვეს. ნებადართულად თვლიან ეგენი მას ერთ წელიწადს, და კრძალავენ მას მეორე წელიწადს, რათა გაათანაბრონ რიცხვი, რაც აკრძალა ალლაჰმა. ამგვარად ალლაჰის აკრძალულს ნებადართულად თვლიან. მოეკაზმათ მათ საკუთარი საქციელი. და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურწმუნო ხალხს!
9:37 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا مَا لَكُمْ إِذَا قِيلَ لَكُمُ انْفِرُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ اثَّاقَلْتُمْ إِلَى الْأَرْضِ ۚ أَرَضِيتُمْ بِالْحَيَاةِ الدُّنْيَا مِنَ الْآخِرَةِ ۚ فَمَا مَتَاعُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا فِي الْآخِرَةِ إِلَّا قَلِيلٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რა გემართებათ თქვენ, როცა მოგიწოდებენ ალლაჰის გზაზე საბრძოლველად, წელს რატომ ითრევთ დედამიწაზე, ნუთუ ამქვეყნიური ცხოვრება არჩიეთ იმქვეყნიურს? არადა მიწიერი ცხოვრების სიტკბოება ძალიან უმნიშვნელოა იმქვეყნიურთან შედარებით!
9:38 -
إِلَّا تَنْفِرُوا يُعَذِّبْكُمْ عَذَابًا أَلِيمًا وَيَسْتَبْدِلْ قَوْمًا غَيْرَكُمْ وَلَا تَضُرُّوهُ شَيْئًا ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
თუ სალაშქროდ არ წახვალთ, იგი დაგსჯით მწარე სასჯელით და ჩაგანაცვლებთ თქვენ სხვა ხალხებით. და ვერაფერს ავნებთ მას, რამეთუ ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
9:39 -
إِلَّا تَنْصُرُوهُ فَقَدْ نَصَرَهُ اللَّهُ إِذْ أَخْرَجَهُ الَّذِينَ كَفَرُوا ثَانِيَ اثْنَيْنِ إِذْ هُمَا فِي الْغَارِ إِذْ يَقُولُ لِصَاحِبِهِ لَا تَحْزَنْ إِنَّ اللَّهَ مَعَنَا ۖ فَأَنْزَلَ اللَّهُ سَكِينَتَهُ عَلَيْهِ وَأَيَّدَهُ بِجُنُودٍ لَمْ تَرَوْهَا وَجَعَلَ كَلِمَةَ الَّذِينَ كَفَرُوا السُّفْلَىٰ ۗ وَكَلِمَةُ اللَّهِ هِيَ الْعُلْيَا ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ
და თუ არ შეეწევით მას, ალლაჰი შეეწია უკვე, როცა გამოაძევეს იგი მათ, რომელთაც უარყვეს, იგი ორთაგან ერთ-ერთი იყო, როცა გამოქვაბულში იყვნენ, უთხრა თავის მეგობარს: „ნუ სწუხხარ! უეჭველად, ალლაჰი ჩვენთანაა“. მაშინ ალლაჰმა გარდმოუვლინა სიმშვიდე და შეეწია მეომრებით, რომლებიც უჩინარნი იყვნენ თქვენთვის. ალლაჰმა ურწმუნოთა სიტყვა დაამდაბლა, რამეთუ მხოლოდ ალლაჰის სიტყვაა უზენაესი. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
9:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე