მუსხაფი, გვერდი 206
-
وَعَلَى الثَّلَاثَةِ الَّذِينَ خُلِّفُوا حَتَّىٰ إِذَا ضَاقَتْ عَلَيْهِمُ الْأَرْضُ بِمَا رَحُبَتْ وَضَاقَتْ عَلَيْهِمْ أَنْفُسُهُمْ وَظَنُّوا أَنْ لَا مَلْجَأَ مِنَ اللَّهِ إِلَّا إِلَيْهِ ثُمَّ تَابَ عَلَيْهِمْ لِيَتُوبُوا ۚ إِنَّ اللَّهَ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ
და იმ სამსაც, რომლებსაც გადავადებული ჰქონდათ იმ დრომდე, ვიდრე მათ დედამიწა არ ევიწროვათ, თუმც ვრცელი იყო იგი. და თავიანთი სულნიც შეეხუთათ და მიხვდნენ, რომ არ არსებობს თავშესაფარი, გარდა ალლაჰთან არსებულისა. მერე შეუნდო, რათა მოენანიებინათ მათ. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელია!
9:118 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اتَّقُوا اللَّهَ وَكُونُوا مَعَ الصَّادِقِينَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და იყავით მართალთა გვერდით!
9:119 -
مَا كَانَ لِأَهْلِ الْمَدِينَةِ وَمَنْ حَوْلَهُمْ مِنَ الْأَعْرَابِ أَنْ يَتَخَلَّفُوا عَنْ رَسُولِ اللَّهِ وَلَا يَرْغَبُوا بِأَنْفُسِهِمْ عَنْ نَفْسِهِ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ لَا يُصِيبُهُمْ ظَمَأٌ وَلَا نَصَبٌ وَلَا مَخْمَصَةٌ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَلَا يَطَئُونَ مَوْطِئًا يَغِيظُ الْكُفَّارَ وَلَا يَنَالُونَ مِنْ عَدُوٍّ نَيْلًا إِلَّا كُتِبَ لَهُمْ بِهِ عَمَلٌ صَالِحٌ ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ الْمُحْسِنِينَ
არ შეეფერებოდათ მედინას მკვიდრთ და მის გარშემო მცხოვრებ ბედუინებს ალლაჰის შუამავლის უკან დარჩენა და საკუთარი სულის მის სიცოცხლეზე მაღლა დაყენება, რადგანაც მათ არ სწვევიათ წყურვილი და არც დაღლილობა და არც შიმშილობა ალლაჰის გზაზე. და ყოველი ნაბიჯი, რომელიც ურწმუნოთა რისხვას იწვევდა, და ყოველი მარცხი, მიყენებული მტრისთვის, ჭეშმარიტად, კეთილ საქმედ მიეწერებოდათ. უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელებს
9:120 -
وَلَا يُنْفِقُونَ نَفَقَةً صَغِيرَةً وَلَا كَبِيرَةً وَلَا يَقْطَعُونَ وَادِيًا إِلَّا كُتِبَ لَهُمْ لِيَجْزِيَهُمُ اللَّهُ أَحْسَنَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ
მცირედის თუ დიდის, რასაც გაიღებენ სამოწყალოდ, და არ გადალახავენ ხეობას ისე, არ დაიწეროს მათთვის, რომ ალლაჰმა მიუზღო მათ უფრო უკეთესით, რასაც სჩადიოდნენ.
9:121 -
وَمَا كَانَ الْمُؤْمِنُونَ لِيَنْفِرُوا كَافَّةً ۚ فَلَوْلَا نَفَرَ مِنْ كُلِّ فِرْقَةٍ مِنْهُمْ طَائِفَةٌ لِيَتَفَقَّهُوا فِي الدِّينِ وَلِيُنْذِرُوا قَوْمَهُمْ إِذَا رَجَعُوا إِلَيْهِمْ لَعَلَّهُمْ يَحْذَرُونَ
არ არის საჭირო, რომ მორწმუნეები ყველა ერთად გავიდნენ სალაშქროდ. ამრიგად, არ წავიდეს სალაშქროდ თითოეული ტომიდან მცირე ნაწილი, რათა მათ კარგად შეისწავლონ სჯული და შეაგონონ თავიანთი ხალხი, როცა ისინი უკან დაბრუნდებიან! ეგებ მოკრძალებული იყვნენ ეგენი!
9:122
თარგმანი: რეზო მიქელაძე