სურა 9 თევბე

  1. وَمِنْهُمُ الَّذِينَ يُؤْذُونَ النَّبِيَّ وَيَقُولُونَ هُوَ أُذُنٌ ۚ قُلْ أُذُنُ خَيْرٍ لَكُمْ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَيُؤْمِنُ لِلْمُؤْمِنِينَ وَرَحْمَةٌ لِلَّذِينَ آمَنُوا مِنْكُمْ ۚ وَالَّذِينَ يُؤْذُونَ رَسُولَ اللَّهِ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    და მათგან, რომელნიც გულს სტკენენ შუამავალს და ამბობენ: იგი ყურია! უთხარი: ყურია თქვენთვის სასიკეთოდ, სწამს ალლაჰი და ენდობა მორწმუნეებს. ის წყალობაა მორწმუნეთათვის, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან, ხოლო რომელნიც გულს სტკენენ ალლაჰის შუამავალს, მათთვისაა მწარე სასჯელი!

    9:61
  2. يَحْلِفُونَ بِاللَّهِ لَكُمْ لِيُرْضُوكُمْ وَاللَّهُ وَرَسُولُهُ أَحَقُّ أَنْ يُرْضُوهُ إِنْ كَانُوا مُؤْمِنِينَ

    გეფიცებიან თქვენ ალლაჰზე, რათა თქვენ გასიამოვნონ, თუმცაღა ეგენი რომ იყვნენ მორწმუნენი, ჭეშმარიტება ალლაჰისა და მისი შუამავლის მორჩილება იქნებოდა.

    9:62
  3. أَلَمْ يَعْلَمُوا أَنَّهُ مَنْ يُحَادِدِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَأَنَّ لَهُ نَارَ جَهَنَّمَ خَالِدًا فِيهَا ۚ ذَٰلِكَ الْخِزْيُ الْعَظِيمُ

    განა არ იციან, რომ ის, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც დამკვიდრდება სამუდამოდ? აი, ესაა უდიდესი დამცირება!

    9:63
  4. يَحْذَرُ الْمُنَافِقُونَ أَنْ تُنَزَّلَ عَلَيْهِمْ سُورَةٌ تُنَبِّئُهُمْ بِمَا فِي قُلُوبِهِمْ ۚ قُلِ اسْتَهْزِئُوا إِنَّ اللَّهَ مُخْرِجٌ مَا تَحْذَرُونَ

    თვალთმაქცნი შიშობენ, რომ გარდმოევლინება სურა მათ წინააღმდეგ, რომელიც გამოააშკარავებს, რაც გულებში უზით მათ. უთხარი: გაერთეთ! უეჭველად, ალლაჰი გამოააშკარავებს იმას, რისიც გეშინოდათ!

    9:64
  5. وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ لَيَقُولُنَّ إِنَّمَا كُنَّا نَخُوضُ وَنَلْعَبُ ۚ قُلْ أَبِاللَّهِ وَآيَاتِهِ وَرَسُولِهِ كُنْتُمْ تَسْتَهْزِئُونَ

    და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?

    9:65
  6. لَا تَعْتَذِرُوا قَدْ كَفَرْتُمْ بَعْدَ إِيمَانِكُمْ ۚ إِنْ نَعْفُ عَنْ طَائِفَةٍ مِنْكُمْ نُعَذِّبْ طَائِفَةً بِأَنَّهُمْ كَانُوا مُجْرِمِينَ

    ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს, დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.

    9:66
  7. الْمُنَافِقُونَ وَالْمُنَافِقَاتُ بَعْضُهُمْ مِنْ بَعْضٍ ۚ يَأْمُرُونَ بِالْمُنْكَرِ وَيَنْهَوْنَ عَنِ الْمَعْرُوفِ وَيَقْبِضُونَ أَيْدِيَهُمْ ۚ نَسُوا اللَّهَ فَنَسِيَهُمْ ۗ إِنَّ الْمُنَافِقِينَ هُمُ الْفَاسِقُونَ

    თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები ერთმანეთს ჰგვანან: უბრძანებენ ერთმანეთს უკეთურობას და უკრძალავენ სიკეთეს, და ხელმომჭირნეობენ. მათ დაივიწყეს ალლაჰი. მაშ, დაივიწყა მანაც ეგენი. უეჭველად, თვალთმაქცნი არიან გზასამცდარი!

    9:67
  8. وَعَدَ اللَّهُ الْمُنَافِقِينَ وَالْمُنَافِقَاتِ وَالْكُفَّارَ نَارَ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۚ هِيَ حَسْبُهُمْ ۚ وَلَعَنَهُمُ اللَّهُ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ مُقِيمٌ

    აღუთქვა ალლაჰმა თვალთმაქც კაცებს და თვალთმაქც ქალებს და ურწმუნოებს ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. იგი ეყოფათ მათ. და ალლაჰმა დაწყევლა ეგენი, და მათთვისაა გამზადებული მუდმივი სასჯელი!

    9:68
  9. كَالَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ كَانُوا أَشَدَّ مِنْكُمْ قُوَّةً وَأَكْثَرَ أَمْوَالًا وَأَوْلَادًا فَاسْتَمْتَعُوا بِخَلَاقِهِمْ فَاسْتَمْتَعْتُمْ بِخَلَاقِكُمْ كَمَا اسْتَمْتَعَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ بِخَلَاقِهِمْ وَخُضْتُمْ كَالَّذِي خَاضُوا ۚ أُولَٰئِكَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    მსგავსად იმათისა, რომელნიც თქვენ უწინ იყვნენ. ისინი ძალითაც გჯობდნენ თქვენ და სიმდიდრითაც და იყვნენ შვილმრავალნიც. ამრიგად, ისინი დატკბნენ თავიანთი წილით. მაშ, თქვენც დატკბით თქვენი წილით, როგორც დატკბნენ თქვენი წინამორბედნი. აი, ეგენი, რომელთა საქმენიც ფუჭია ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და სწორედ, წაგებული არიან ეგენი!

    9:69
  10. أَلَمْ يَأْتِهِمْ نَبَأُ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ قَوْمِ نُوحٍ وَعَادٍ وَثَمُودَ وَقَوْمِ إِبْرَاهِيمَ وَأَصْحَابِ مَدْيَنَ وَالْمُؤْتَفِكَاتِ ۚ أَتَتْهُمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ ۖ فَمَا كَانَ اللَّهُ لِيَظْلِمَهُمْ وَلَٰكِنْ كَانُوا أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ

    განა არ მოღწეულა მათთან ამბავი, რომელნიც იყვნენ მათ უწინ: ნუჰის, ადისა და სემუდის ხალხისა, იბრაჰიმის ხალხის, მედიენისა და დაქცეულთა მკვიდრნისა? განა მათივე შუამავალთ არ მოუტანიათ ცხადი სასწაულები? მაშ, ალლაჰი კი არ მოპყრობია მათ უასამრთლოდ, არამედ თავად მოექცნენ საკუთარ სულებს უსამართლოდ.

    9:70
  11. وَالْمُؤْمِنُونَ وَالْمُؤْمِنَاتُ بَعْضُهُمْ أَوْلِيَاءُ بَعْضٍ ۚ يَأْمُرُونَ بِالْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ الْمُنْكَرِ وَيُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَيُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَيُطِيعُونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ ۚ أُولَٰئِكَ سَيَرْحَمُهُمُ اللَّهُ ۗ إِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარენი არიან. უბრძანებენ ერთმანეთს სიკეთეს და უკრძალავენ უკეთურობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს და ალლაჰსა და მის შუამავალს ჰმორჩილებენ. სწორედ, მათ შეიწყალებს ალლაჰი. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

    9:71
  12. وَعَدَ اللَّهُ الْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا وَمَسَاكِنَ طَيِّبَةً فِي جَنَّاتِ عَدْنٍ ۚ وَرِضْوَانٌ مِنَ اللَّهِ أَكْبَرُ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ

    აღუთქვა ალლაჰმა მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს სამოთხენი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან; თანაც ედემის ბაღები საუკეთესო ადგილსამყოფელად. და ალლაჰისგან კმაყოფილება ყოვლად აღემატება ამას, სწორედ ეს არის უდიდესი ნეტარება!

    9:72
  13. يَا أَيُّهَا النَّبِيُّ جَاهِدِ الْكُفَّارَ وَالْمُنَافِقِينَ وَاغْلُظْ عَلَيْهِمْ ۚ وَمَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ

    ჰეი, შუამავალო! შეებრძოლე ურწმუნოებს და პირმოთნეებს, იყავი მკაცრი მათ მიმართ. თავშესაფარი მათი ჯოჯოხეთია. და (იგი) რა საზარელი განსასვენებელია!

    9:73
  14. يَحْلِفُونَ بِاللَّهِ مَا قَالُوا وَلَقَدْ قَالُوا كَلِمَةَ الْكُفْرِ وَكَفَرُوا بَعْدَ إِسْلَامِهِمْ وَهَمُّوا بِمَا لَمْ يَنَالُوا ۚ وَمَا نَقَمُوا إِلَّا أَنْ أَغْنَاهُمُ اللَّهُ وَرَسُولُهُ مِنْ فَضْلِهِ ۚ فَإِنْ يَتُوبُوا يَكُ خَيْرًا لَهُمْ ۖ وَإِنْ يَتَوَلَّوْا يُعَذِّبْهُمُ اللَّهُ عَذَابًا أَلِيمًا فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۚ وَمَا لَهُمْ فِي الْأَرْضِ مِنْ وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ

    იფიცებენ ალლაჰზე, რომ არაფერი გვითქვამსო! უეჭველად, წარმოთქვეს ურწმუნოების სიტყვა და შეიქმნენ ურწმუნონი მას მერე, რაც ისლამი მიიღეს. მათ განიზრახეს იმის ჩადენა, რაც ვერ შეძლეს. და ვერ აიტანეს ის, რომ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა ისინი გაამდიდრა თავისი წყალობით. ასე, რომ თუ მოინანიებენ, მათთვისვე იქნება უკეთესი. ხოლო თუ არ შეაქცევენ ზურგს, ალლაჰი დასჯის მათ მწარე სასჯელით ამქვეყნად და იმქვეყნად. არ ეყოლებათ მათ ქვეყნად არც მფარველი და არც შემწე!

    9:74
  15. وَمِنْهُمْ مَنْ عَاهَدَ اللَّهَ لَئِنْ آتَانَا مِنْ فَضْلِهِ لَنَصَّدَّقَنَّ وَلَنَكُونَنَّ مِنَ الصَّالِحِينَ

    და მათგან, ვინც ალლაჰს აღუთქვა: თუკი ის გვიბოძებს თავისი წყალობიდან, აუცილებლად გავიღებთ მოწყალებას და დიახაც ვიქნებით მართალთაგანიო,

    9:75
  16. فَلَمَّا آتَاهُمْ مِنْ فَضْلِهِ بَخِلُوا بِهِ وَتَوَلَّوْا وَهُمْ مُعْرِضُونَ

    და როცა მათ თავისი წყალობა მოჰმადლა, ძუნწობა დაიწყეს მისადმი და აქციეს ზურგი. სწორედ ეგენი არიან სახემიქცეულნი!

    9:76
  17. فَأَعْقَبَهُمْ نِفَاقًا فِي قُلُوبِهِمْ إِلَىٰ يَوْمِ يَلْقَوْنَهُ بِمَا أَخْلَفُوا اللَّهَ مَا وَعَدُوهُ وَبِمَا كَانُوا يَكْذِبُونَ

    ამიტომაც ჩათესა მათ გულებში ორპირობა იმ დღემდე, როცა მასთან წარსდგებიან იმის გამო, რომ ალლაჰის წინაშე არ შეასრულეს ის, რაც აღუთქვეს მას, და იმის გამო, რომ ცრუობდნენ.

    9:77
  18. أَلَمْ يَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ سِرَّهُمْ وَنَجْوَاهُمْ وَأَنَّ اللَّهَ عَلَّامُ الْغُيُوبِ

    განა არ იციან, რომ ალლაჰი უწყის მათ საიდუმლოს და მათ ფარულ ჩურჩულსაც? რამეთუ, უეჭველად, ალლაჰი უწყის ყოველგვარ დაფარულს.

    9:78
  19. الَّذِينَ يَلْمِزُونَ الْمُطَّوِّعِينَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ فِي الصَّدَقَاتِ وَالَّذِينَ لَا يَجِدُونَ إِلَّا جُهْدَهُمْ فَيَسْخَرُونَ مِنْهُمْ ۙ سَخِرَ اللَّهُ مِنْهُمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    რომელნიც ძრახავენ ნებაყოფლობით წყალობის გამღებ მორწმუნეებს და იმათ, რომელთაც არაფერი აბადიათ, გარდა თავიანთი გულმოდგინებისა და ამის გამო გასცინიან მათ, ალლაჰმა გასცინა მათ. და მათთვისაა მწარე სასჯელი!

    9:79
  20. اسْتَغْفِرْ لَهُمْ أَوْ لَا تَسْتَغْفِرْ لَهُمْ إِنْ تَسْتَغْفِرْ لَهُمْ سَبْعِينَ مَرَّةً فَلَنْ يَغْفِرَ اللَّهُ لَهُمْ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَفَرُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْفَاسِقِينَ

    გინდ ითხოვო მათთვის მიტევება, და გინდ - არ, ან თუნდაც სამოცდაათჯერ ითხოვო მათი მიტევება, არამც და არამც არ მიუტევებს ალლაჰი მათ. ეს იმიტომ, რომ უარყვეს ალლაჰი და მისი შუამავალი. და ალლაჰი არ დაადგენს უკეთურ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!

    9:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე