მუსხაფი, გვერდი 196

  1. فَلَا تُعْجِبْكَ أَمْوَالُهُمْ وَلَا أَوْلَادُهُمْ ۚ إِنَّمَا يُرِيدُ اللَّهُ لِيُعَذِّبَهُمْ بِهَا فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَتَزْهَقَ أَنْفُسُهُمْ وَهُمْ كَافِرُونَ

    მაშ, ნუ მოგხიბლავს მათი ქონება და შვილები. ალლაჰის ნებაა, მხოლოდ დატანჯოს ამით მიწიერ ცხოვრებაში და აღმოხდეთ სულები ურწმუნოებაში!

    9:55
  2. وَيَحْلِفُونَ بِاللَّهِ إِنَّهُمْ لَمِنْكُمْ وَمَا هُمْ مِنْكُمْ وَلَٰكِنَّهُمْ قَوْمٌ يَفْرَقُونَ

    და იფიცებიან ალლაჰზე, რომ ისინი ნამდვილად თქვენიანები არიან. არადა, არ არიან თქვენიანნი. მაგრამ მხდალი ხალხი არიან ეგენი.

    9:56
  3. لَوْ يَجِدُونَ مَلْجَأً أَوْ مَغَارَاتٍ أَوْ مُدَّخَلًا لَوَلَّوْا إِلَيْهِ وَهُمْ يَجْمَحُونَ

    რომ ეპოვათ თავშესაფარი, გამოქვაბული ან სორო, უთუოდ, გაეშურებოდნენ ან მოკურცხლავდნენ მისკენ .

    9:57
  4. وَمِنْهُمْ مَنْ يَلْمِزُكَ فِي الصَّدَقَاتِ فَإِنْ أُعْطُوا مِنْهَا رَضُوا وَإِنْ لَمْ يُعْطَوْا مِنْهَا إِذَا هُمْ يَسْخَطُونَ

    და მათგან არიან, რომელნიც გძრახავენ შენ ნადავლის თაობაზე, თუ რამე მიეცათ მისგან, კმაყოფილი არიან და თუ არ მიეცათ, მაშინ რისხვა იპყრობს მათ.

    9:58
  5. وَلَوْ أَنَّهُمْ رَضُوا مَا آتَاهُمُ اللَّهُ وَرَسُولُهُ وَقَالُوا حَسْبُنَا اللَّهُ سَيُؤْتِينَا اللَّهُ مِنْ فَضْلِهِ وَرَسُولُهُ إِنَّا إِلَى اللَّهِ رَاغِبُونَ

    და რომ ისინი დასჯერებოდნენ იმას, რაც მათ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უბოძა და რომ ეთქვათ: ალლაჰი კმარა ჩვენთვის. გვიწყალობებს ალლაჰი თავის წყალობას და მისი შუამავალიც, უეჭველად, ჩვენ წადილი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილია,...

    9:59
  6. إِنَّمَا الصَّدَقَاتُ لِلْفُقَرَاءِ وَالْمَسَاكِينِ وَالْعَامِلِينَ عَلَيْهَا وَالْمُؤَلَّفَةِ قُلُوبُهُمْ وَفِي الرِّقَابِ وَالْغَارِمِينَ وَفِي سَبِيلِ اللَّهِ وَابْنِ السَّبِيلِ ۖ فَرِيضَةً مِنَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    უეჭველად, მოწყალებანი სავალდებულოა ალლაჰისგან და განკუთვნილია: უპოვართათვის, ღატაკთათვის, ასევე იმათთვის, ვინც ამ საქმითაა დაკავებული, ვისი გულების მოგებაც შესაძლებელია, მონათათვის, ასევე ვინც ვალშია, ვინც ალლაჰის გზას ადგას და მგზავრთათვის. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    9:60
  7. وَمِنْهُمُ الَّذِينَ يُؤْذُونَ النَّبِيَّ وَيَقُولُونَ هُوَ أُذُنٌ ۚ قُلْ أُذُنُ خَيْرٍ لَكُمْ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَيُؤْمِنُ لِلْمُؤْمِنِينَ وَرَحْمَةٌ لِلَّذِينَ آمَنُوا مِنْكُمْ ۚ وَالَّذِينَ يُؤْذُونَ رَسُولَ اللَّهِ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    და მათგან, რომელნიც გულს სტკენენ შუამავალს და ამბობენ: იგი ყურია! უთხარი: ყურია თქვენთვის სასიკეთოდ, სწამს ალლაჰი და ენდობა მორწმუნეებს. ის წყალობაა მორწმუნეთათვის, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან, ხოლო რომელნიც გულს სტკენენ ალლაჰის შუამავალს, მათთვისაა მწარე სასჯელი!

    9:61

თარგმანი: რეზო მიქელაძე