სურა 6 ენღამი

  1. وَهُوَ الْقَاهِرُ فَوْقَ عِبَادِهِ ۖ وَيُرْسِلُ عَلَيْكُمْ حَفَظَةً حَتَّىٰ إِذَا جَاءَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ تَوَفَّتْهُ رُسُلُنَا وَهُمْ لَا يُفَرِّطُونَ

    და ძლევამოსილია იგი თავის მსახურებზე, და ავლენს თქვენდა მცველებს იგი. როდესაც რომელიმე თქვენგანს სიკვდილი ეწვევა, ჩვენი წარგზავნილები მიიბარებენ მას და მათ არაფერი გამოეპარებათ!

    6:61
  2. ثُمَّ رُدُّوا إِلَى اللَّهِ مَوْلَاهُمُ الْحَقِّ ۚ أَلَا لَهُ الْحُكْمُ وَهُوَ أَسْرَعُ الْحَاسِبِينَ

    მერე ალლაჰთან იქნებიან დაბრუნებულნი, თავიანთ ჭეშმარიტ მფარველთან. განა მის ხელთ არაა მსჯავრი? და იგია, მსწრაფანგარიშგამკითხველთაგანი.

    6:62
  3. قُلْ مَنْ يُنَجِّيكُمْ مِنْ ظُلُمَاتِ الْبَرِّ وَالْبَحْرِ تَدْعُونَهُ تَضَرُّعًا وَخُفْيَةً لَئِنْ أَنْجَانَا مِنْ هَٰذِهِ لَنَكُونَنَّ مِنَ الشَّاكِرِينَ

    უთხარი: ,,ვინ გიხსნით თქვენ ხმელეთისა და ზღვის სიბნელისაგან. გულახდილ და იდუმალ ევედრებით მას: თუკი ჩვენ გვიხსნი ამისგან, უეჭველად, ჩვენ მადლიერნი ვიქნებით!

    6:63
  4. قُلِ اللَّهُ يُنَجِّيكُمْ مِنْهَا وَمِنْ كُلِّ كَرْبٍ ثُمَّ أَنْتُمْ تُشْرِكُونَ

    უთხარი: ალლაჰი გიხსნით თქვენ ამისგან და ყოველივე ხიფათისგან. მერე თქვენ უჩენთ თანაზიარს.

    6:64
  5. قُلْ هُوَ الْقَادِرُ عَلَىٰ أَنْ يَبْعَثَ عَلَيْكُمْ عَذَابًا مِنْ فَوْقِكُمْ أَوْ مِنْ تَحْتِ أَرْجُلِكُمْ أَوْ يَلْبِسَكُمْ شِيَعًا وَيُذِيقَ بَعْضَكُمْ بَأْسَ بَعْضٍ ۗ انْظُرْ كَيْفَ نُصَرِّفُ الْآيَاتِ لَعَلَّهُمْ يَفْقَهُونَ

    უთხარი: „მას ძალუძს სასჯელი მოგივლინოს ზემოდან ან თქვენ ფეხქვემოდან, ანდა სხვადასხვა მხარეებად შეგმოსოთ და ერთიმეორის მძლავრობა გაგემოთ თქვენ“. შეხედე როგორ განვმარტავთ აიათებს, ეგებ ჩაწვდნენ ისინი!

    6:65
  6. وَكَذَّبَ بِهِ قَوْمُكَ وَهُوَ الْحَقُّ ۚ قُلْ لَسْتُ عَلَيْكُمْ بِوَكِيلٍ

    და შენი ხალხი ცრუდ რისხავს მას, ხოლო იგი ჭეშმარიტებაა. უთხარი: „მე არ ვარ პასუხისმგებელი თქვენი“.

    6:66
  7. لِكُلِّ نَبَإٍ مُسْتَقَرٌّ ۚ وَسَوْفَ تَعْلَمُونَ

    ყოველ ამბავს განსაზღვრული დრო აქვს და სულ მალე გეუწყებათ თქვენ.

    6:67
  8. وَإِذَا رَأَيْتَ الَّذِينَ يَخُوضُونَ فِي آيَاتِنَا فَأَعْرِضْ عَنْهُمْ حَتَّىٰ يَخُوضُوا فِي حَدِيثٍ غَيْرِهِ ۚ وَإِمَّا يُنْسِيَنَّكَ الشَّيْطَانُ فَلَا تَقْعُدْ بَعْدَ الذِّكْرَىٰ مَعَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    და როცა დაინახავ, რომელნიც ამაოდ ჩაიჭრებიან ჩვენს აიათებში, უმალვე პირი აქციე, სანამ სხვა საუბარზე გადავლენ. ხოლო თუ ეშმაკი გადაგავიწყებს, მაშინ გახსენებისთანავე აღარ დაჯდე უსამართლო ხალხის გვერდით!

    6:68
  9. وَمَا عَلَى الَّذِينَ يَتَّقُونَ مِنْ حِسَابِهِمْ مِنْ شَيْءٍ وَلَٰكِنْ ذِكْرَىٰ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ

    და მაგათ გამო ანგარიში არ მოეკითხება იმათ, ვისაც ღვთისა ეშინია, მხოლოდ შეახსენონ უნდა, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!

    6:69
  10. وَذَرِ الَّذِينَ اتَّخَذُوا دِينَهُمْ لَعِبًا وَلَهْوًا وَغَرَّتْهُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا ۚ وَذَكِّرْ بِهِ أَنْ تُبْسَلَ نَفْسٌ بِمَا كَسَبَتْ لَيْسَ لَهَا مِنْ دُونِ اللَّهِ وَلِيٌّ وَلَا شَفِيعٌ وَإِنْ تَعْدِلْ كُلَّ عَدْلٍ لَا يُؤْخَذْ مِنْهَا ۗ أُولَٰئِكَ الَّذِينَ أُبْسِلُوا بِمَا كَسَبُوا ۖ لَهُمْ شَرَابٌ مِنْ حَمِيمٍ وَعَذَابٌ أَلِيمٌ بِمَا كَانُوا يَكْفُرُونَ

    მიატოვე, რომელნიც თავიანთ რწმენას სათამაშოდ და სამასხარაოდ იგდებენ, და უცდუნებია ამქვეყნიურ ცხოვრებას. და შეაგონე ამით, რომ ღუპავენ სულს, რაც მოიხვეჭა და მას არავინ ეყოლება მფარველი და შემწე, გარდა ალლაჰისა. და თუნდ ყველა გამოსასყიდი გადაიხადონ, არ მიიღება მისგან. ესენი არიან, რომელნიც თავს იღუპავენ თავისი შენაძენით. და მათთვისაა სასჯელი წყალი მდუღარე და სასჯელი მწარე, იმის გამო, რომ ისინი ურწმუნონი იყვნენ.

    6:70
  11. قُلْ أَنَدْعُو مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَنْفَعُنَا وَلَا يَضُرُّنَا وَنُرَدُّ عَلَىٰ أَعْقَابِنَا بَعْدَ إِذْ هَدَانَا اللَّهُ كَالَّذِي اسْتَهْوَتْهُ الشَّيَاطِينُ فِي الْأَرْضِ حَيْرَانَ لَهُ أَصْحَابٌ يَدْعُونَهُ إِلَى الْهُدَى ائْتِنَا ۗ قُلْ إِنَّ هُدَى اللَّهِ هُوَ الْهُدَىٰ ۖ وَأُمِرْنَا لِنُسْلِمَ لِرَبِّ الْعَالَمِينَ

    უთხარი: „ნუთუ იმას მოუხმობთ ალლაჰის მაგივრად, რაც არც გვარგებს და არც გვავნებს? და უკან მოვიქცეთ იმის მერე, რაც სწორ გზას დაგვადგინა ალლაჰმა, იმის მსგავსად, რომელიც აცდუნა ეშმაკმა და გზააბნევაში დაძრწის. მეგობრები მას სწორი გზისკენ უხმობენ: მოდი ჩვენთანო! უთხარი: უეჭველად, ალლაჰის გზა ერთადერთი სწორი გზაა. და გვებრძანა ჩვენ ვჰმორჩილოთ სრულებით სამყაროთა მეუფეს,

    6:71
  12. وَأَنْ أَقِيمُوا الصَّلَاةَ وَاتَّقُوهُ ۚ وَهُوَ الَّذِي إِلَيْهِ تُحْشَرُونَ

    და შეასრულეთ ლოცვა, და გეშინოდეთ მისი, და იგია რომელთანაც იქნებით შეკრებილნი!

    6:72
  13. وَهُوَ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ ۖ وَيَوْمَ يَقُولُ كُنْ فَيَكُونُ ۚ قَوْلُهُ الْحَقُّ ۚ وَلَهُ الْمُلْكُ يَوْمَ يُنْفَخُ فِي الصُّورِ ۚ عَالِمُ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ ۚ وَهُوَ الْحَكِيمُ الْخَبِيرُ

    და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. და ის დღე, როცა იტყვის: „იქმენ“ და უმალ იქმნება ისიც. მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა. მას ეკუთვნის ცხადი მეუფება იმ დღეს, როცა ჩაიბერება საყვირში. იგი უწყის უხილავს და ცხადს, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.

    6:73
  14. وَإِذْ قَالَ إِبْرَاهِيمُ لِأَبِيهِ آزَرَ أَتَتَّخِذُ أَصْنَامًا آلِهَةً ۖ إِنِّي أَرَاكَ وَقَوْمَكَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    აკი უთხრა იბრაჰიმმა აზერს, თავის მამას: ნუთუ კერპებს იდგენ შენ ღმერთებად? უეჭველად, გხედავ შენა და შენს ხალხს აშკარა ცდომილებაში.

    6:74
  15. وَكَذَٰلِكَ نُرِي إِبْرَاهِيمَ مَلَكُوتَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَلِيَكُونَ مِنَ الْمُوقِنِينَ

    და ასე ვაჩვენებდით იბრაჰიმს ცათა და ქვეყნის მეუფებას, რათა ყოფილიყო მტკიცე მორწმუნეთაგანი.

    6:75
  16. فَلَمَّا جَنَّ عَلَيْهِ اللَّيْلُ رَأَىٰ كَوْكَبًا ۖ قَالَ هَٰذَا رَبِّي ۖ فَلَمَّا أَفَلَ قَالَ لَا أُحِبُّ الْآفِلِينَ

    როცა დაფარა ღამემ იგი, დაინახა ვარსკვლავი და უთხრა: ესაა ღმერთი ჩემი! მაგრამ როცა გაქრა, თქვა: მე არ მიყვარს ქრობადი.

    6:76
  17. فَلَمَّا رَأَى الْقَمَرَ بَازِغًا قَالَ هَٰذَا رَبِّي ۖ فَلَمَّا أَفَلَ قَالَ لَئِنْ لَمْ يَهْدِنِي رَبِّي لَأَكُونَنَّ مِنَ الْقَوْمِ الضَّالِّينَ

    როცა დაინახა მთვარე ამომავალი, უთხრა: ესაა ღმერთი ჩემი. მაგრამ როცა გაქრა, თქვა: უთუოდ, თუ არ დამადგენს სწორ გზაზე ღმერთი ჩემი, უეჭველად, გზაამცდარ ხალხთაგან ვიქნები მე.

    6:77
  18. فَلَمَّا رَأَى الشَّمْسَ بَازِغَةً قَالَ هَٰذَا رَبِّي هَٰذَا أَكْبَرُ ۖ فَلَمَّا أَفَلَتْ قَالَ يَا قَوْمِ إِنِّي بَرِيءٌ مِمَّا تُشْرِكُونَ

    როცა დაინახა მზე ამომავალი, უთხრა: ესაა ღმერთი ჩემი, ეს უფრო დიდია. მაგრამ როცა გაქრა, უთხრა: ხალხო ჩემო! უეჭველად, მე თქვენ თანაზიართაგან შორსა ვარ.

    6:78
  19. إِنِّي وَجَّهْتُ وَجْهِيَ لِلَّذِي فَطَرَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ حَنِيفًا ۖ وَمَا أَنَا مِنَ الْمُشْرِكِينَ

    უეჭველად, მე ვპოვე სათაყვანო, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, და მივიქეცი ერთღმერთიანობისაკენ, და მე არ გავუჩენ თანაზიარს!

    6:79
  20. وَحَاجَّهُ قَوْمُهُ ۚ قَالَ أَتُحَاجُّونِّي فِي اللَّهِ وَقَدْ هَدَانِ ۚ وَلَا أَخَافُ مَا تُشْرِكُونَ بِهِ إِلَّا أَنْ يَشَاءَ رَبِّي شَيْئًا ۗ وَسِعَ رَبِّي كُلَّ شَيْءٍ عِلْمًا ۗ أَفَلَا تَتَذَكَّرُونَ

    და შეედავა მას ხალხი მისი. უთხრა: „ნუთუ მეკამათებით ალლაჰის გამო, როცა ჭეშმარიტ გზას დამადგინა მან? და არ მეშინია მე იმისა, რაც თანაზიარი გიქმნიათ მისთვის, გარდა თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რაიმე. ჩემი ღმერთი ყოველივეს გარემოიცავს ცოდნით, ნუთუ არ შეიგნებთ თქვენ?

    6:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე