მუსხაფი, გვერდი 135

  1. وَهُوَ الَّذِي يَتَوَفَّاكُمْ بِاللَّيْلِ وَيَعْلَمُ مَا جَرَحْتُمْ بِالنَّهَارِ ثُمَّ يَبْعَثُكُمْ فِيهِ لِيُقْضَىٰ أَجَلٌ مُسَمًّى ۖ ثُمَّ إِلَيْهِ مَرْجِعُكُمْ ثُمَّ يُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    და იგია, რომელიც ღამით მიგაბარებთ თქვენ, და იცის რას იხვეჭთ დღისით. მერე გაგაცოცხლებთ მასში, რათა აღსრულდეს დანიშნული დრო. შემდეგ მასთანაა მისაქციელი თქვენი. მერე ის გაცნობებთ თქვენ, რასაც სჩადიოდით.

    6:60
  2. وَهُوَ الْقَاهِرُ فَوْقَ عِبَادِهِ ۖ وَيُرْسِلُ عَلَيْكُمْ حَفَظَةً حَتَّىٰ إِذَا جَاءَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ تَوَفَّتْهُ رُسُلُنَا وَهُمْ لَا يُفَرِّطُونَ

    და ძლევამოსილია იგი თავის მსახურებზე, და ავლენს თქვენდა მცველებს იგი. როდესაც რომელიმე თქვენგანს სიკვდილი ეწვევა, ჩვენი წარგზავნილები მიიბარებენ მას და მათ არაფერი გამოეპარებათ!

    6:61
  3. ثُمَّ رُدُّوا إِلَى اللَّهِ مَوْلَاهُمُ الْحَقِّ ۚ أَلَا لَهُ الْحُكْمُ وَهُوَ أَسْرَعُ الْحَاسِبِينَ

    მერე ალლაჰთან იქნებიან დაბრუნებულნი, თავიანთ ჭეშმარიტ მფარველთან. განა მის ხელთ არაა მსჯავრი? და იგია, მსწრაფანგარიშგამკითხველთაგანი.

    6:62
  4. قُلْ مَنْ يُنَجِّيكُمْ مِنْ ظُلُمَاتِ الْبَرِّ وَالْبَحْرِ تَدْعُونَهُ تَضَرُّعًا وَخُفْيَةً لَئِنْ أَنْجَانَا مِنْ هَٰذِهِ لَنَكُونَنَّ مِنَ الشَّاكِرِينَ

    უთხარი: ,,ვინ გიხსნით თქვენ ხმელეთისა და ზღვის სიბნელისაგან. გულახდილ და იდუმალ ევედრებით მას: თუკი ჩვენ გვიხსნი ამისგან, უეჭველად, ჩვენ მადლიერნი ვიქნებით!

    6:63
  5. قُلِ اللَّهُ يُنَجِّيكُمْ مِنْهَا وَمِنْ كُلِّ كَرْبٍ ثُمَّ أَنْتُمْ تُشْرِكُونَ

    უთხარი: ალლაჰი გიხსნით თქვენ ამისგან და ყოველივე ხიფათისგან. მერე თქვენ უჩენთ თანაზიარს.

    6:64
  6. قُلْ هُوَ الْقَادِرُ عَلَىٰ أَنْ يَبْعَثَ عَلَيْكُمْ عَذَابًا مِنْ فَوْقِكُمْ أَوْ مِنْ تَحْتِ أَرْجُلِكُمْ أَوْ يَلْبِسَكُمْ شِيَعًا وَيُذِيقَ بَعْضَكُمْ بَأْسَ بَعْضٍ ۗ انْظُرْ كَيْفَ نُصَرِّفُ الْآيَاتِ لَعَلَّهُمْ يَفْقَهُونَ

    უთხარი: „მას ძალუძს სასჯელი მოგივლინოს ზემოდან ან თქვენ ფეხქვემოდან, ანდა სხვადასხვა მხარეებად შეგმოსოთ და ერთიმეორის მძლავრობა გაგემოთ თქვენ“. შეხედე როგორ განვმარტავთ აიათებს, ეგებ ჩაწვდნენ ისინი!

    6:65
  7. وَكَذَّبَ بِهِ قَوْمُكَ وَهُوَ الْحَقُّ ۚ قُلْ لَسْتُ عَلَيْكُمْ بِوَكِيلٍ

    და შენი ხალხი ცრუდ რისხავს მას, ხოლო იგი ჭეშმარიტებაა. უთხარი: „მე არ ვარ პასუხისმგებელი თქვენი“.

    6:66
  8. لِكُلِّ نَبَإٍ مُسْتَقَرٌّ ۚ وَسَوْفَ تَعْلَمُونَ

    ყოველ ამბავს განსაზღვრული დრო აქვს და სულ მალე გეუწყებათ თქვენ.

    6:67
  9. وَإِذَا رَأَيْتَ الَّذِينَ يَخُوضُونَ فِي آيَاتِنَا فَأَعْرِضْ عَنْهُمْ حَتَّىٰ يَخُوضُوا فِي حَدِيثٍ غَيْرِهِ ۚ وَإِمَّا يُنْسِيَنَّكَ الشَّيْطَانُ فَلَا تَقْعُدْ بَعْدَ الذِّكْرَىٰ مَعَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    და როცა დაინახავ, რომელნიც ამაოდ ჩაიჭრებიან ჩვენს აიათებში, უმალვე პირი აქციე, სანამ სხვა საუბარზე გადავლენ. ხოლო თუ ეშმაკი გადაგავიწყებს, მაშინ გახსენებისთანავე აღარ დაჯდე უსამართლო ხალხის გვერდით!

    6:68

თარგმანი: რეზო მიქელაძე