სურა 6 ენღამი
-
وَكَيْفَ أَخَافُ مَا أَشْرَكْتُمْ وَلَا تَخَافُونَ أَنَّكُمْ أَشْرَكْتُمْ بِاللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِ عَلَيْكُمْ سُلْطَانًا ۚ فَأَيُّ الْفَرِيقَيْنِ أَحَقُّ بِالْأَمْنِ ۖ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ
როგორ უნდა მეშინოდეს იმის, ვინც თქვენ თანაზიარი გაუხადეთ; და თქვენ არ გეშინიათ, რომ თანაზიარი გაუხადეთ ალლაჰს, რაზეც მოწმობა არ მოუვლენია თქვენთვის? და რომელია ღირსი ამ ორი მხარიდან უსაფრთხოების, თუკი თქვენ იცით, თქვით?
6:81 -
الَّذِينَ آمَنُوا وَلَمْ يَلْبِسُوا إِيمَانَهُمْ بِظُلْمٍ أُولَٰئِكَ لَهُمُ الْأَمْنُ وَهُمْ مُهْتَدُونَ
რომელთაც ირწმუნეს და მათ რწმენას უსამართლობის სამოსით არ ბურავენ, აი მათთვისაა უსაფრთხოება და სწორ გზაზე ადგანან ეგენი.
6:82 -
وَتِلْكَ حُجَّتُنَا آتَيْنَاهَا إِبْرَاهِيمَ عَلَىٰ قَوْمِهِ ۚ نَرْفَعُ دَرَجَاتٍ مَنْ نَشَاءُ ۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٌ
და აი ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ მისი ხალხის წინააღმდეგ. ავამაღლებთ ხარისხებით იმათ, ვინებებთ ვისაც. უეჭველად, ღმერთი შენი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
6:83 -
وَوَهَبْنَا لَهُ إِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ ۚ كُلًّا هَدَيْنَا ۚ وَنُوحًا هَدَيْنَا مِنْ قَبْلُ ۖ وَمِنْ ذُرِّيَّتِهِ دَاوُودَ وَسُلَيْمَانَ وَأَيُّوبَ وَيُوسُفَ وَمُوسَىٰ وَهَارُونَ ۚ وَكَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ
და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და იაღყუბი და სწორ გზაზე დავადგინეთ ყველა, წინათ ჭეშმარიტ გზაზე დავადგინეთ ნუჰი და მისი შთამომავლები: დავუდი და სულეიმანი და ეიუბი და იუსუფი და მუსა და ჰარუნი. და ასეთნაირად მივაგებთ სიკეთისმქმნელთ!
6:84 -
وَزَكَرِيَّا وَيَحْيَىٰ وَعِيسَىٰ وَإِلْيَاسَ ۖ كُلٌّ مِنَ الصَّالِحِينَ
და ზაქარია და იაჰია და ღისა და ილიასი ყველანი იყვნენ კეთილმოღვაწენი.
6:85 -
وَإِسْمَاعِيلَ وَالْيَسَعَ وَيُونُسَ وَلُوطًا ۚ وَكُلًّا فَضَّلْنَا عَلَى الْعَالَمِينَ
და ისმაილი,იესეღი, იუნუსი და ლუტი და ყველა აღმატებულვჰყავით სამყაროთა ზედა.
6:86 -
وَمِنْ آبَائِهِمْ وَذُرِّيَّاتِهِمْ وَإِخْوَانِهِمْ ۖ وَاجْتَبَيْنَاهُمْ وَهَدَيْنَاهُمْ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან ამოვარჩიეთ და დავადგინეთ სწორ გზაზე.
6:87 -
ذَٰلِكَ هُدَى اللَّهِ يَهْدِي بِهِ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۚ وَلَوْ أَشْرَكُوا لَحَبِطَ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ
ასეთია ალლაჰის ჭეშმარიტი გზა, თავის მსახურთაგან იმას დაადგენს მასზე, ინებებს ვისაც. და თუ თანაზიარს შეუქმნიან, ამაო იქნება ის, რასაც აკეთებდნენ.
6:88 -
أُولَٰئِكَ الَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ وَالْحُكْمَ وَالنُّبُوَّةَ ۚ فَإِنْ يَكْفُرْ بِهَا هَٰؤُلَاءِ فَقَدْ وَكَّلْنَا بِهَا قَوْمًا لَيْسُوا بِهَا بِكَافِرِينَ
ეგენი არიან, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა. და თუ ისინი უარყოფენ მას, გადავაბარებთ ჩვენ ხალხს, რომელნიც არ უარყოფენ მას.
6:89 -
أُولَٰئِكَ الَّذِينَ هَدَى اللَّهُ ۖ فَبِهُدَاهُمُ اقْتَدِهْ ۗ قُلْ لَا أَسْأَلُكُمْ عَلَيْهِ أَجْرًا ۖ إِنْ هُوَ إِلَّا ذِكْرَىٰ لِلْعَالَمِينَ
აი ეგენი, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას. მაშ, გაყევით მათ ჭეშმარიტ გზას. უთხარი: არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს ამის გამო. ეს მხოლოდ შეხსენებაა სამყაროთათვის.
6:90 -
وَمَا قَدَرُوا اللَّهَ حَقَّ قَدْرِهِ إِذْ قَالُوا مَا أَنْزَلَ اللَّهُ عَلَىٰ بَشَرٍ مِنْ شَيْءٍ ۗ قُلْ مَنْ أَنْزَلَ الْكِتَابَ الَّذِي جَاءَ بِهِ مُوسَىٰ نُورًا وَهُدًى لِلنَّاسِ ۖ تَجْعَلُونَهُ قَرَاطِيسَ تُبْدُونَهَا وَتُخْفُونَ كَثِيرًا ۖ وَعُلِّمْتُمْ مَا لَمْ تَعْلَمُوا أَنْتُمْ وَلَا آبَاؤُكُمْ ۖ قُلِ اللَّهُ ۖ ثُمَّ ذَرْهُمْ فِي خَوْضِهِمْ يَلْعَبُونَ
და არ იცნეს ალლაჰი ჭეშმარიტი შეცნობით, როცა ამბობენ: ალლაჰს არც ერთი კაცისთვის არაფერი მოუვლენიაო. უთხარ შენ: „მაშინ ვინ მოავლინა წიგნი, რომელიც მუსამ სინათლედ და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად მოიტანა, თქვენ რომ გრაგნილებად ქმენით, აჩენთ ზოგიერთს და ბევრ რასმე კი მალავთ, და შეისწავლეთ თქვენ, რაც არ იცოდით არც თქვენ და არცა მამებმა თქვენმა?“ თქვი შენ: „ალლაჰმა!“ მერე მიაგდე ეგენი, დაე, გაერთონ თავიანთი ლაყბობით!
6:91 -
وَهَٰذَا كِتَابٌ أَنْزَلْنَاهُ مُبَارَكٌ مُصَدِّقُ الَّذِي بَيْنَ يَدَيْهِ وَلِتُنْذِرَ أُمَّ الْقُرَىٰ وَمَنْ حَوْلَهَا ۚ وَالَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ يُؤْمِنُونَ بِهِ ۖ وَهُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ يُحَافِظُونَ
და ეს წიგნი, მოვავლინეთ იგი უბიწოდ, დასტურად იმისა, რომელიც არის მათთან, რათა შეაგონო უმმულ ყურა და ვინცაა მის შემოგარენში, და რომელთაც ირწმუნეს საიქიო, სწამთ იგი და თავიანთ ლოცვებს იცავენ.
6:92 -
وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَوْ قَالَ أُوحِيَ إِلَيَّ وَلَمْ يُوحَ إِلَيْهِ شَيْءٌ وَمَنْ قَالَ سَأُنْزِلُ مِثْلَ مَا أَنْزَلَ اللَّهُ ۗ وَلَوْ تَرَىٰ إِذِ الظَّالِمُونَ فِي غَمَرَاتِ الْمَوْتِ وَالْمَلَائِكَةُ بَاسِطُو أَيْدِيهِمْ أَخْرِجُوا أَنْفُسَكُمُ ۖ الْيَوْمَ تُجْزَوْنَ عَذَابَ الْهُونِ بِمَا كُنْتُمْ تَقُولُونَ عَلَى اللَّهِ غَيْرَ الْحَقِّ وَكُنْتُمْ عَنْ آيَاتِهِ تَسْتَكْبِرُونَ
და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც იგონებს ალლაჰზე სიცრუეს ან ამბობს: მე ზეშთამეგონაო; არადა არაფერი ზეშთაგონებია. და ვინც თქვა: მე მალე მოვავლენ იმის მსგავსს, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინაო. ნეტავი იმ დროს განახა უსამართლონი, როცა გულფიცხ სიკვდილში იქნებიან და ანგელოზები ხელს გაიშვერენ მათკენ: აღმოიხადეთ თქვენ სულნი თქვენნი. დღეს მოგეგებათ სასჯელი დამამცირებელი იმისთვის, რომ ალლაჰზე უმართლოს ამბობდით, და თქვენ იყავით მედიდურნი მისი აიათების წინაშე.
6:93 -
وَلَقَدْ جِئْتُمُونَا فُرَادَىٰ كَمَا خَلَقْنَاكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ وَتَرَكْتُمْ مَا خَوَّلْنَاكُمْ وَرَاءَ ظُهُورِكُمْ ۖ وَمَا نَرَىٰ مَعَكُمْ شُفَعَاءَكُمُ الَّذِينَ زَعَمْتُمْ أَنَّهُمْ فِيكُمْ شُرَكَاءُ ۚ لَقَدْ تَقَطَّعَ بَيْنَكُمْ وَضَلَّ عَنْكُمْ مَا كُنْتُمْ تَزْعُمُونَ
და ვფიცავ! მოხვედით ჩვენთან ეულნი, როგორც ჩვენ გაგაჩინეთ თავდაპირველად და ზურგსუკან მოიტოვეთ რაც გიბოძეთ. და ვერ ვხედავთ თქვენს ერთად თქვენს შემწეებს, რომლებზეც ირწმუნებოდით, რომ თანაზიარნი არიან თქვენი. ვფიცავ, გაწყდა თქვენ შორის კავშირები და გაგეცალა თქვენგან, რასაც ირწმუნებოდით.
6:94 -
إِنَّ اللَّهَ فَالِقُ الْحَبِّ وَالنَّوَىٰ ۖ يُخْرِجُ الْحَيَّ مِنَ الْمَيِّتِ وَمُخْرِجُ الْمَيِّتِ مِنَ الْحَيِّ ۚ ذَٰلِكُمُ اللَّهُ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ
უეჭველად, ალლაჰი განაპობს მარცვალსა და კურკას; ამოჰყავს მკვდრისაგან ცოცხალი; და ცოცხალიდან მკვდარის ამომყვანია. აი, ესაა ალლაჰი. მაშ, როგორღა უარყოფთ თქვენ!
6:95 -
فَالِقُ الْإِصْبَاحِ وَجَعَلَ اللَّيْلَ سَكَنًا وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ حُسْبَانًا ۚ ذَٰلِكَ تَقْدِيرُ الْعَزِيزِ الْعَلِيمِ
გამპობია ცისკრის, და დაადგინა ღამე მოსასვენებლად, ხოლო მზე და მთვარე გამოსათვლელად. ესაა განწესება ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.
6:96 -
وَهُوَ الَّذِي جَعَلَ لَكُمُ النُّجُومَ لِتَهْتَدُوا بِهَا فِي ظُلُمَاتِ الْبَرِّ وَالْبَحْرِ ۗ قَدْ فَصَّلْنَا الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ
და იგია, რომელმაც დაამყარა თქვენთვის ვარსკვლავები, რათა გზა გაიკვლიოთ იმით ხმელეთისა და ზღვის ბნელეთში. ასე დაწვრილებით განვმარტეთ აიათები ხალხისთვის, რომელთაც შემეცნების უნარი აქვთ.
6:97 -
وَهُوَ الَّذِي أَنْشَأَكُمْ مِنْ نَفْسٍ وَاحِدَةٍ فَمُسْتَقَرٌّ وَمُسْتَوْدَعٌ ۗ قَدْ فَصَّلْنَا الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَفْقَهُونَ
და იგია, რომელმაც თქვენ გაგაჩინათ ერთი არსებიდან, შემდეგ (დაგიდგინათ) სამყოფელი და განსასვენებელი. ამგვარად დაწვრილებით განვმარტეთ აიათები ხალხთათვის, რომელთაც ჩაწვდომის უნარი აქვთ.
6:98 -
وَهُوَ الَّذِي أَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجْنَا بِهِ نَبَاتَ كُلِّ شَيْءٍ فَأَخْرَجْنَا مِنْهُ خَضِرًا نُخْرِجُ مِنْهُ حَبًّا مُتَرَاكِبًا وَمِنَ النَّخْلِ مِنْ طَلْعِهَا قِنْوَانٌ دَانِيَةٌ وَجَنَّاتٍ مِنْ أَعْنَابٍ وَالزَّيْتُونَ وَالرُّمَّانَ مُشْتَبِهًا وَغَيْرَ مُتَشَابِهٍ ۗ انْظُرُوا إِلَىٰ ثَمَرِهِ إِذَا أَثْمَرَ وَيَنْعِهِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكُمْ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
და იგია, რომელმაც ზეციდან წყალი გარდმოავლინა. და ამით ჩვენ აღმოვაცენეთ ყველაფერი მცენარეული, ასე აღმოვაცენეთ მწვანე ნაზარდი, რომლისგან რიგში გაწყობილ თავთავს აღმოვაცენებთ, და პალმის ბუტკოებისგან ჩამოხუნძლული მტევნები, და ზვრების, ზეთისხილისა და ბროწეულის ბაღები, ერთმანეთის მგვანი და განსხვავებული. შეხედეთ ნაყოფსა მისსას, როცა ისხამს და მწიფდება. უეჭველად, ამაში სასწაულნია მორწმუნე ხალხთათვის.
6:99 -
وَجَعَلُوا لِلَّهِ شُرَكَاءَ الْجِنَّ وَخَلَقَهُمْ ۖ وَخَرَقُوا لَهُ بَنِينَ وَبَنَاتٍ بِغَيْرِ عِلْمٍ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يَصِفُونَ
და ალლაჰს ჯინები დაუდგინეს თანაზიარად, არადა მან გააჩინა ისინი. და უვიცად მას ძენისა და ასულნის ყოლა გამოუგონეს. დიდება მას! და იგი დიადია იმაზე, რაც დასწამეს.
6:100
თარგმანი: რეზო მიქელაძე