სურა 6 ენღამი

  1. قُلْ إِنَّنِي هَدَانِي رَبِّي إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ دِينًا قِيَمًا مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا ۚ وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    უთხარი: უეჭველად, ღმერთმა ჩემმა სწორ გზას, მტკიცე რწმენას, იბრაჰიმის სარწმუნოებას მაზიარა, და არ იყო წარმართთაგანი იგი.

    6:161
  2. قُلْ إِنَّ صَلَاتِي وَنُسُكِي وَمَحْيَايَ وَمَمَاتِي لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

    უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა.

    6:162
  3. لَا شَرِيكَ لَهُ ۖ وَبِذَٰلِكَ أُمِرْتُ وَأَنَا أَوَّلُ الْمُسْلِمِينَ

    მოზიარე არ ჰყავს მას. მე ეს მებრძანა, და მე ვარ პირველი მუსლიმთაგანი.

    6:163
  4. قُلْ أَغَيْرَ اللَّهِ أَبْغِي رَبًّا وَهُوَ رَبُّ كُلِّ شَيْءٍ ۚ وَلَا تَكْسِبُ كُلُّ نَفْسٍ إِلَّا عَلَيْهَا ۚ وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ ۚ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُمْ مَرْجِعُكُمْ فَيُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ

    უთხარი შენ: განა ვეძიო მე სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა? როცა იგია ღმერთი ყოველივესი. და რასაც მოიხვეჭს ყოველი სული, ის მხოლოდ მისია და არ ზიდავს მზიდავი სხვის ტვირთს. მერე იქნება მიბრუნება თქვენს ღმერთთან, მაშინ იგი გაცნობებს თქვენ, რაზეც ერთმანეთში ვერ თანხმდებოდით,

    6:164
  5. وَهُوَ الَّذِي جَعَلَكُمْ خَلَائِفَ الْأَرْضِ وَرَفَعَ بَعْضَكُمْ فَوْقَ بَعْضٍ دَرَجَاتٍ لِيَبْلُوَكُمْ فِي مَا آتَاكُمْ ۗ إِنَّ رَبَّكَ سَرِيعُ الْعِقَابِ وَإِنَّهُ لَغَفُورٌ رَحِيمٌ

    და იგია, რომელმაც თქვენ დაგადგინათ დედამიწის გამგებლად და უპირატესგყოთ ერთიმეორეზე ხარისხებად, რათა გამოეცადეთ იმით, რაც გიბოძათ. უეჭველად, შენი ღმერთი საზღაურის სწრაფმიმგებია. და უეჭველად, შემნდობი, მწყალობელია იგი.

    6:165

თარგმანი: რეზო მიქელაძე