სურა 68 კალამი
-
أَمْ لَهُمْ شُرَكَاءُ فَلْيَأْتُوا بِشُرَكَائِهِمْ إِنْ كَانُوا صَادِقِينَ
ან იქნებ ჰყავთ მოზიარენი? მაშ, მოიყვანონ მათი მოზიარენი, თუ არიან მართალნი!
68:41 -
يَوْمَ يُكْشَفُ عَنْ سَاقٍ وَيُدْعَوْنَ إِلَى السُّجُودِ فَلَا يَسْتَطِيعُونَ
იმ დღეს, როცა გაირკვევა სიმართლე, სეჯდის აღსრულებისკენ მოხმობილ იქნებიან, მაგრამ ვერ შეძლებენ.
68:42 -
خَاشِعَةً أَبْصَارُهُمْ تَرْهَقُهُمْ ذِلَّةٌ ۖ وَقَدْ كَانُوا يُدْعَوْنَ إِلَى السُّجُودِ وَهُمْ سَالِمُونَ
შიშისგან თვალდახრილნი, შემოეკვრებათ მათ დამცირება, რამეთუ სეჯდის შესრულებისკენ ჯანმრთელობის დროს მოხმობილ იყვნენ.
68:43 -
فَذَرْنِي وَمَنْ يُكَذِّبُ بِهَٰذَا الْحَدِيثِ ۖ سَنَسْتَدْرِجُهُمْ مِنْ حَيْثُ لَا يَعْلَمُونَ
დაე, დამიტოვე მე ვინც ცრუდ შერაცხა ეს სიტყვა, ნელ-ნელა მივიყვანთ დაღუპვამდე, ისე რომ ვერც კი გაიგებენ ამას!
68:44 -
وَأُمْلِي لَهُمْ ۚ إِنَّ كَيْدِي مَتِينٌ
და გადავუვადებ მაგათ. უეჭველად, ჩემი მახე მტკიცეა!
68:45 -
أَمْ تَسْأَلُهُمْ أَجْرًا فَهُمْ مِنْ مَغْرَمٍ مُثْقَلُونَ
ნუთუ სთხოვ შენ მათ საზღაურს? ამიტომაც ისინი ვალით დამძიმებულნი არიან?
68:46 -
أَمْ عِنْدَهُمُ الْغَيْبُ فَهُمْ يَكْتُبُونَ
ან იქნებ უხილავი მათ წიაღშია და ისინი იწერენ?
68:47 -
فَاصْبِرْ لِحُكْمِ رَبِّكَ وَلَا تَكُنْ كَصَاحِبِ الْحُوتِ إِذْ نَادَىٰ وَهُوَ مَكْظُومٌ
მაშ, მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთის. და არ იყო მსგავსი თევზის მეგზურისა, აკი, მოუხმო მან, როცა დარდიანი იყო.
68:48 -
لَوْلَا أَنْ تَدَارَكَهُ نِعْمَةٌ مِنْ رَبِّهِ لَنُبِذَ بِالْعَرَاءِ وَهُوَ مَذْمُومٌ
რომ არ სწეოდა მას წყალობა თავისი ღმერთისგან, უთუოდ, გადასროლილი იქნებოდა მოშიშვლებულ უდაბნოში გაკიცხული.
68:49 -
فَاجْتَبَاهُ رَبُّهُ فَجَعَلَهُ مِنَ الصَّالِحِينَ
მაგრამ გამოარჩია იგი თავისმა ღმერთმა. ამრიგად, დაადგინა იგი მართალთა შორის.
68:50 -
وَإِنْ يَكَادُ الَّذِينَ كَفَرُوا لَيُزْلِقُونَكَ بِأَبْصَارِهِمْ لَمَّا سَمِعُوا الذِّكْرَ وَيَقُولُونَ إِنَّهُ لَمَجْنُونٌ
ლამისაა, რომელთაც უარყვეს, დაგმარხონ შენ მზერით, როცა გაიგონეს შეხსენება და ამბობდნენ: „იგი ნამდვილად შეშლილია!
68:51 -
وَمَا هُوَ إِلَّا ذِكْرٌ لِلْعَالَمِينَ
თუმცაღა ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.
68:52
თარგმანი: რეზო მიქელაძე