სურა 68 კალამი
-
فَتَنَادَوْا مُصْبِحِينَ
ბოლოს, როცა გათენდა, ერთმანეთს გადასძახეს:
68:21 -
أَنِ اغْدُوا عَلَىٰ حَرْثِكُمْ إِنْ كُنْتُمْ صَارِمِينَ
დილიდანვე წამოდით თქვენ სამკალში, თუკი უნდა დაკრიფოთ!
68:22 -
فَانْطَلَقُوا وَهُمْ يَتَخَافَتُونَ
მაშინვე გაეშურნენ და ერთმანეთში ბურტყულებდნენ:
68:23 -
أَنْ لَا يَدْخُلَنَّهَا الْيَوْمَ عَلَيْكُمْ مِسْكِينٌ
არ შემოვუშვათ აქ დღეს არც ერთი ღატაკი.
68:24 -
وَغَدَوْا عَلَىٰ حَرْدٍ قَادِرِينَ
და დილაადრიანად წავიდნენ იმ განზრახვით, რომ მათ ძალუძდათ აღკვეთა.
68:25 -
فَلَمَّا رَأَوْهَا قَالُوا إِنَّا لَضَالُّونَ
ხოლო როცა დაინახეს, თქვეს: უეჭველად, ჩვენ ავცდით!
68:26 -
بَلْ نَحْنُ مَحْرُومُونَ
არა, ჩვენ გავღატაკდით!
68:27 -
قَالَ أَوْسَطُهُمْ أَلَمْ أَقُلْ لَكُمْ لَوْلَا تُسَبِّحُونَ
და თქვა მათგან გონიერმა: განა არ მითქვამს თქვენთვის, ეგების ქება-დიდება აღუვლინოთ!
68:28 -
قَالُوا سُبْحَانَ رَبِّنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ
თქვეს: დიდება ჩვენს ღმერთს! უეჭველად, უსამართლოდ მოვიქეცით!
68:29 -
فَأَقْبَلَ بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ يَتَلَاوَمُونَ
და მოჰყვნენ ერთმანეთის გაკიცხვას.
68:30 -
قَالُوا يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا طَاغِينَ
თქვეს: „ვაი, ჩვენ! უეჭველად, ჩვენ ვიყავით უსამართლონი!
68:31 -
عَسَىٰ رَبُّنَا أَنْ يُبْدِلَنَا خَيْرًا مِنْهَا إِنَّا إِلَىٰ رَبِّنَا رَاغِبُونَ
ეგების, ჩვენმა ღმერთმა, შეგვიცვალოს მასზე უკეთესით. უეჭველად, ჩვენი წადილი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ღმერთის კმაყოფილების მოპოვების სურვილია...
68:32 -
كَذَٰلِكَ الْعَذَابُ ۖ وَلَعَذَابُ الْآخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ
სწორედ ესაა სასჯელი. და უთუოდ, სასჯელი საიქიოსი უდიდესია, ნეტავ სცოდნოდათ!...
68:33 -
إِنَّ لِلْمُتَّقِينَ عِنْدَ رَبِّهِمْ جَنَّاتِ النَّعِيمِ
უეჭველად, ღვთისმოშიშთათვისაა თავიანთი ღმრთის წინაშე ნეტარი სამოთხენი.
68:34 -
أَفَنَجْعَلُ الْمُسْلِمِينَ كَالْمُجْرِمِينَ
განა ჩვენ დავადგენთ მუსლიმებს ცოდვილთა დარად?
68:35 -
مَا لَكُمْ كَيْفَ تَحْكُمُونَ
რა გემართებათ თქვენ, როგორღა ნსჯით?
68:36 -
أَمْ لَكُمْ كِتَابٌ فِيهِ تَدْرُسُونَ
ნუთუ გაქვთ წიგნი, რომელშიც კითხულობთ?
68:37 -
إِنَّ لَكُمْ فِيهِ لَمَا تَخَيَّرُونَ
თუ თქვენთვის მასშია, რასაც ისურვებთ?
68:38 -
أَمْ لَكُمْ أَيْمَانٌ عَلَيْنَا بَالِغَةٌ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ ۙ إِنَّ لَكُمْ لَمَا تَحْكُمُونَ
ან იქნებ ჩვენთან აღთქმა გაქვთ დადებული აღდგომის დღემდე, უეჭველად, თქვენია იგი, რასაც ნსჯით?
68:39 -
سَلْهُمْ أَيُّهُمْ بِذَٰلِكَ زَعِيمٌ
ჰკითხე მათ, რომელია მათგან ამის თავდები?
68:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე