სურა 68 კალამი

  1. ن ۚ وَالْقَلَمِ وَمَا يَسْطُرُونَ

    ნუნ. ვფიცავ კალამს და იმას, რაცაა სტრიქონ-სტრიქონ დაწერილი.

    68:1
  2. مَا أَنْتَ بِنِعْمَةِ رَبِّكَ بِمَجْنُونٍ

    არა ხარ შენ შენი ღმერთის წყალობით გიჟი,

    68:2
  3. وَإِنَّ لَكَ لَأَجْرًا غَيْرَ مَمْنُونٍ

    და უეჭველად, შენთვის საზღაურია გამოულევი,

    68:3
  4. وَإِنَّكَ لَعَلَىٰ خُلُقٍ عَظِيمٍ

    და უეჭველად, შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობას!

    68:4
  5. فَسَتُبْصِرُ وَيُبْصِرُونَ

    მაშ, მალე შენ იხილავ და ისინიც იხილავენ

    68:5
  6. بِأَيْيِكُمُ الْمَفْتُونُ

    თქვენ შორის ვინ არის შეშლილი.

    68:6
  7. إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِمَنْ ضَلَّ عَنْ سَبِيلِهِ وَهُوَ أَعْلَمُ بِالْمُهْتَدِينَ

    უეჭველად, შენი ღმერთი უკეთ უწყის, თუ ვინ აცდა თავის გზას და უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფთ.

    68:7
  8. فَلَا تُطِعِ الْمُكَذِّبِينَ

    მაშ, არ დამორჩილდე ცრუდ შემრაცხველთ!

    68:8
  9. وَدُّوا لَوْ تُدْهِنُ فَيُدْهِنُونَ

    ისურვეს მათ, რომ ხელი აიღო და მაშინ ისინიც ხელს აიღებენ.

    68:9
  10. وَلَا تُطِعْ كُلَّ حَلَّافٍ مَهِينٍ

    და არ მიჰყვე არც ერთ მაფიცარს, უღირსს,

    68:10
  11. هَمَّازٍ مَشَّاءٍ بِنَمِيمٍ

    ზურგს უკან მკილავს, საზიზღარი ჭორის გამავრცელებელს, ცილისმწამებელს,

    68:11
  12. مَنَّاعٍ لِلْخَيْرِ مُعْتَدٍ أَثِيمٍ

    სიკეთის აღმკვეთს, ზღვარგადასულს, ცოდვილს.

    68:12
  13. عُتُلٍّ بَعْدَ ذَٰلِكَ زَنِيمٍ

    უმართებულო და ამას გარდა აკრძალულის მქმნელ ცოდვილს,

    68:13
  14. أَنْ كَانَ ذَا مَالٍ وَبَنِينَ

    თუნდ იყოს ძეების და ქონების პატრონი.

    68:14
  15. إِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِ آيَاتُنَا قَالَ أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ

    და როცა ჩვენი აიათები ეკითხება, ამბობს: ზღაპრებია პირველყოფილთა.

    68:15
  16. سَنَسِمُهُ عَلَى الْخُرْطُومِ

    სულ მალე დავასვამთ მას დაღს ცხვირზე!

    68:16
  17. إِنَّا بَلَوْنَاهُمْ كَمَا بَلَوْنَا أَصْحَابَ الْجَنَّةِ إِذْ أَقْسَمُوا لَيَصْرِمُنَّهَا مُصْبِحِينَ

    უეჭველად, ჩვენ გამოვცადეთ ისინი, ისევე როგორც გამოვცადეთ ბაღის მკვიდრნი, რომელთაც დაიფიცეს: „ხვალ ალიონზე დავკრეფთ მოსავალს“.

    68:17
  18. وَلَا يَسْتَثْنُونَ

    და არც გამონაკლისი დაუყოლებიათ.

    68:18
  19. فَطَافَ عَلَيْهَا طَائِفٌ مِنْ رَبِّكَ وَهُمْ نَائِمُونَ

    მაგრამ ზედ შემოეხვია მას გრიგალი შენი ღმერთისგან, როცა მათ ეძინათ.

    68:19
  20. فَأَصْبَحَتْ كَالصَّرِيمِ

    ამრიგად, გარდაიქცა შავ მიწად.

    68:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე