სურა 38 სადი
-
قَالُوا رَبَّنَا مَنْ قَدَّمَ لَنَا هَٰذَا فَزِدْهُ عَذَابًا ضِعْفًا فِي النَّارِ
თქვეს: „ღმერთო ჩემო! ვინც შემოგვთავაზა ჩვენ ეს, გაუმწვავე მას სასჯელი ორმაგად ცეცხლში.
38:61 -
وَقَالُوا مَا لَنَا لَا نَرَىٰ رِجَالًا كُنَّا نَعُدُّهُمْ مِنَ الْأَشْرَارِ
და თქვეს: რატომ ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც ბოროტებად მივიჩნევდით,
38:62 -
أَتَّخَذْنَاهُمْ سِخْرِيًّا أَمْ زَاغَتْ عَنْهُمُ الْأَبْصَارُ
მასხრად ვიგდებდით მათ, თუ დაგვებინდა მზერა ჩვენი მათკენ.
38:63 -
إِنَّ ذَٰلِكَ لَحَقٌّ تَخَاصُمُ أَهْلِ النَّارِ
უეჭველად, ეს, ცეცხლის მკვიდრთა ურთიერთკამათი, ჭეშმარიტებაა.
38:64 -
قُلْ إِنَّمَا أَنَا مُنْذِرٌ ۖ وَمَا مِنْ إِلَٰهٍ إِلَّا اللَّهُ الْوَاحِدُ الْقَهَّارُ
უთხარი: მე მხოლოდ შემგონებელი ვარ და არ არის ვინმე ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, ძლევამოსილისა.
38:65 -
رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا الْعَزِيزُ الْغَفَّارُ
იგი ღმერთია ცათა და ქვეყნის და რაც ამათ შორისაა, ძლევამოსილი, ყოვლისმიმტევებელი!
38:66 -
قُلْ هُوَ نَبَأٌ عَظِيمٌ
უთხარი: იგი (ყურანი) დიდებული ცნობაა.
38:67 -
أَنْتُمْ عَنْهُ مُعْرِضُونَ
თქვენ მისგან სახეს იქცევთ.
38:68 -
مَا كَانَ لِيَ مِنْ عِلْمٍ بِالْمَلَإِ الْأَعْلَىٰ إِذْ يَخْتَصِمُونَ
მე არ მქონდა ცოდნა უზენაესი დასისა, როცა დაობდნენ.
38:69 -
إِنْ يُوحَىٰ إِلَيَّ إِلَّا أَنَّمَا أَنَا نَذِيرٌ مُبِينٌ
მე შთამეგონება მხოლოდ ის, რომ ვარ ცხადი შემგონებელი.
38:70 -
إِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَائِكَةِ إِنِّي خَالِقٌ بَشَرًا مِنْ طِينٍ
აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი ტალახისგან!
38:71 -
فَإِذَا سَوَّيْتُهُ وَنَفَخْتُ فِيهِ مِنْ رُوحِي فَقَعُوا لَهُ سَاجِدِينَ
და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე სეჯდე აღასრულეთ მისთვის!“
38:72 -
فَسَجَدَ الْمَلَائِكَةُ كُلُّهُمْ أَجْمَعُونَ
ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.
38:73 -
إِلَّا إِبْلِيسَ اسْتَكْبَرَ وَكَانَ مِنَ الْكَافِرِينَ
გარდა იბლისისა, რომელმაც გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.
38:74 -
قَالَ يَا إِبْلِيسُ مَا مَنَعَكَ أَنْ تَسْجُدَ لِمَا خَلَقْتُ بِيَدَيَّ ۖ أَسْتَكْبَرْتَ أَمْ كُنْتَ مِنَ الْعَالِينَ
უთხრა: „ჰე, იბლის! რამ დაგაბრკოლა შენ, რომ სეჯდე არ აღასრულე იმისთვის, ვინც გავაჩინე ჩემი ხელით? გადიდგულდი თუ გაამაყდი?
38:75 -
قَالَ أَنَا خَيْرٌ مِنْهُ ۖ خَلَقْتَنِي مِنْ نَارٍ وَخَلَقْتَهُ مِنْ طِينٍ
მიუგო: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის კი ტალახისგან.
38:76 -
قَالَ فَاخْرُجْ مِنْهَا فَإِنَّكَ رَجِيمٌ
უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!
38:77 -
وَإِنَّ عَلَيْكَ لَعْنَتِي إِلَىٰ يَوْمِ الدِّينِ
და, უეჭველად, წყევლა ჩემი შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა“!
38:78 -
قَالَ رَبِّ فَأَنْظِرْنِي إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ
უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“
38:79 -
قَالَ فَإِنَّكَ مِنَ الْمُنْظَرِينَ
უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,
38:80
თარგმანი: რეზო მიქელაძე