მუსხაფი, გვერდი 456

  1. وَوَهَبْنَا لَهُ أَهْلَهُ وَمِثْلَهُمْ مَعَهُمْ رَحْمَةً مِنَّا وَذِكْرَىٰ لِأُولِي الْأَلْبَابِ

    ვუბოძეთ მას თავისი ოჯახი და ერთი იმდენიც მათთან ერთად მოწყალებად ჩვენგან და შეხსენებად ბრძენკაცთა, ჭკუასაკითხთათვის.

    38:43
  2. وَخُذْ بِيَدِكَ ضِغْثًا فَاضْرِبْ بِهِ وَلَا تَحْنَثْ ۗ إِنَّا وَجَدْنَاهُ صَابِرًا ۚ نِعْمَ الْعَبْدُ ۖ إِنَّهُ أَوَّابٌ

    აიღე ხელში ძნა, მერე დაარტყი იგი და არ დაარღვიო ფიცი. უეჭველად, ვპოვეთ იგი მომთმენად. რაოდენ მშვენიერი მსახური! უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო.

    38:44
  3. وَاذْكُرْ عِبَادَنَا إِبْرَاهِيمَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ أُولِي الْأَيْدِي وَالْأَبْصَارِ

    და გაიხსენე ჩვენი მსახური იბრაჰიმი, ისჰაყი და იაღყუბი ძლიერნი და გამჭრიახნი.

    38:45
  4. إِنَّا أَخْلَصْنَاهُمْ بِخَالِصَةٍ ذِكْرَى الدَّارِ

    უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ ისინი წრფელნი, განსაკუთრებით საიქიოს ხსოვნით.

    38:46
  5. وَإِنَّهُمْ عِنْدَنَا لَمِنَ الْمُصْطَفَيْنَ الْأَخْيَارِ

    და უეჭველად, ჩვენს წინაშე ისინი იყვნენ გამორჩეულნი კეთილისმქმნელთაგან.

    38:47
  6. وَاذْكُرْ إِسْمَاعِيلَ وَالْيَسَعَ وَذَا الْكِفْلِ ۖ وَكُلٌّ مِنَ الْأَخْيَارِ

    და გაიხსენე ისმაილი, იესეღი, ზულ-ქიფლი, - ყველა კეთილისქმნელთაგანი იყო.

    38:48
  7. هَٰذَا ذِكْرٌ ۚ وَإِنَّ لِلْمُتَّقِينَ لَحُسْنَ مَآبٍ

    ეს (ყურანი) შეგონებაა. და უეჭველად, ღვთისმოშიშთათვის საუკეთესო თავშესაფარია.

    38:49
  8. جَنَّاتِ عَدْنٍ مُفَتَّحَةً لَهُمُ الْأَبْوَابُ

    ედემის ბაღები; გაიხსნება მათთვის ყველა კარიბჭე.

    38:50
  9. مُتَّكِئِينَ فِيهَا يَدْعُونَ فِيهَا بِفَاكِهَةٍ كَثِيرَةٍ وَشَرَابٍ

    წამოწოლილნი მასში, მოითხოვენ იქ უამრავ ხილს და სასმისს.

    38:51
  10. وَعِنْدَهُمْ قَاصِرَاتُ الطَّرْفِ أَتْرَابٌ

    და მათ გვერდით - მზერამიპყრობილი თანატოლები.

    38:52
  11. هَٰذَا مَا تُوعَدُونَ لِيَوْمِ الْحِسَابِ

    ესაა, რაც აღთქმული გქონდათ ანგარიშსწორების დღისთვის.

    38:53
  12. إِنَّ هَٰذَا لَرِزْقُنَا مَا لَهُ مِنْ نَفَادٍ

    უეჭველად, ეს ჩვენი ბოძებული სარჩოა. არ არს მისი გამოლევა.

    38:54
  13. هَٰذَا ۚ وَإِنَّ لِلطَّاغِينَ لَشَرَّ مَآبٍ

    ესაა, და უეჭველად, ზღვარგადასულთათვის ცუდი განსასვენებელია.

    38:55
  14. جَهَنَّمَ يَصْلَوْنَهَا فَبِئْسَ الْمِهَادُ

    ჯოჯოხეთი, სადაც შენთებული იქნებიან. რაოდენ საშინელი სარეცელია!

    38:56
  15. هَٰذَا فَلْيَذُوقُوهُ حَمِيمٌ وَغَسَّاقٌ

    ესაა, მაშ, იგემონ იგი, მდუღარე წყალი და ჩირქი,

    38:57
  16. وَآخَرُ مِنْ شَكْلِهِ أَزْوَاجٌ

    და ამის მსგავსი სხვადასხვა სახეობები.

    38:58
  17. هَٰذَا فَوْجٌ مُقْتَحِمٌ مَعَكُمْ ۖ لَا مَرْحَبًا بِهِمْ ۚ إِنَّهُمْ صَالُو النَّارِ

    ეს ჯგუფი ჯოჯოხეთში იქნება გარეკილი. არ არს მათზე სალამი. უეჭველად, ისინი ცეცხლში შენთებული იქნებიან.

    38:59
  18. قَالُوا بَلْ أَنْتُمْ لَا مَرْحَبًا بِكُمْ ۖ أَنْتُمْ قَدَّمْتُمُوهُ لَنَا ۖ فَبِئْسَ الْقَرَارُ

    თქვეს: არ არს სალამი თქვენზე! თქვენ შემოგვთავაზეთ იგი ჩვენ. რაოდენ საზარელი სამყოფელია!

    38:60
  19. قَالُوا رَبَّنَا مَنْ قَدَّمَ لَنَا هَٰذَا فَزِدْهُ عَذَابًا ضِعْفًا فِي النَّارِ

    თქვეს: „ღმერთო ჩემო! ვინც შემოგვთავაზა ჩვენ ეს, გაუმწვავე მას სასჯელი ორმაგად ცეცხლში.

    38:61

თარგმანი: რეზო მიქელაძე