სურა 38 სადი

  1. ص ۚ وَالْقُرْآنِ ذِي الذِّكْرِ

    სად. ვფიცავ, შეგონებით აღსავსე ყურანს!

    38:1
  2. بَلِ الَّذِينَ كَفَرُوا فِي عِزَّةٍ وَشِقَاقٍ

    არამც და არამც! რომელთაც უარყვეს ყოყოჩობასა და განხეთქილებაში იმყოფებიან.

    38:2
  3. كَمْ أَهْلَكْنَا مِنْ قَبْلِهِمْ مِنْ قَرْنٍ فَنَادَوْا وَلَاتَ حِينَ مَنَاصٍ

    რამდენი თაობა გავანადგურეთ მაგათ უწინ! მაშინ მოთქვეს, მაგრამ გადარჩენის დრო დაგვიანებული იყო.

    38:3
  4. وَعَجِبُوا أَنْ جَاءَهُمْ مُنْذِرٌ مِنْهُمْ ۖ وَقَالَ الْكَافِرُونَ هَٰذَا سَاحِرٌ كَذَّابٌ

    გაოცდნენ, რომ მოევლინათ შემგონებელი მათივე წიაღიდან და თქვეს ურწმუნოებმა: „ეს ცრუ ჯადოქარია“.

    38:4
  5. أَجَعَلَ الْآلِهَةَ إِلَٰهًا وَاحِدًا ۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ عُجَابٌ

    განა ღვთაებები, ერთ ღვთაებად დაადგინა? უეჭველად, ეს საოცრებაა.

    38:5
  6. وَانْطَلَقَ الْمَلَأُ مِنْهُمْ أَنِ امْشُوا وَاصْبِرُوا عَلَىٰ آلِهَتِكُمْ ۖ إِنَّ هَٰذَا لَشَيْءٌ يُرَادُ

    გამოვარდნენ დიდებულნი მათგან: „წადით და მოთმინებით ეთაყვანეთ თქვენს ღვთაებებს. უეჭველად, ეს სავალდებულოა.

    38:6
  7. مَا سَمِعْنَا بِهَٰذَا فِي الْمِلَّةِ الْآخِرَةِ إِنْ هَٰذَا إِلَّا اخْتِلَاقٌ

    არ გვსმენია ამისთანა სხვა სჯულებში. სხვა არაფერია ეს, თუ არა მონაჩმახი.

    38:7
  8. أَأُنْزِلَ عَلَيْهِ الذِّكْرُ مِنْ بَيْنِنَا ۚ بَلْ هُمْ فِي شَكٍّ مِنْ ذِكْرِي ۖ بَلْ لَمَّا يَذُوقُوا عَذَابِ

    განა ზემოევლინა მას შეხსენება ჩვენს შორის?“ არამც და არამც! ისინი ეჭვში იმყოფებიან ჩემი შეხსენის თაობაზე. არამც და არამც! მათ ჯერ არ უგემიათ სასჯელი.

    38:8
  9. أَمْ عِنْدَهُمْ خَزَائِنُ رَحْمَةِ رَبِّكَ الْعَزِيزِ الْوَهَّابِ

    ნუთუ მათთანაა შენი ღმერთის წყალობის საუნჯენი, ძლევამოსილისა, მბოძებელისა?

    38:9
  10. أَمْ لَهُمْ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ۖ فَلْيَرْتَقُوا فِي الْأَسْبَابِ

    ნუთუ მათთანაა მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის? მაშ, ეძიონ გზა და ამაღლდნენ!

    38:10
  11. جُنْدٌ مَا هُنَالِكَ مَهْزُومٌ مِنَ الْأَحْزَابِ

    ისინი სხვადასხვა ჯგუფებისგან შექმნილი ლაშქარია, რომელიც სწორედ აქ იქნება დამარცხებული.

    38:11
  12. كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍ وَعَادٌ وَفِرْعَوْنُ ذُو الْأَوْتَادِ

    ცრუდ შერაცხეს მათ უწინ ნუჰის ხალხმა, ადიელებმა და პირამიდების პატრონმა ფარაონმა.

    38:12
  13. وَثَمُودُ وَقَوْمُ لُوطٍ وَأَصْحَابُ الْأَيْكَةِ ۚ أُولَٰئِكَ الْأَحْزَابُ

    სემუდეველებმა, ხალხმა ლუტის და ეიქეს ბინადართ. სწორედ ესენი არიან ჯგუფები.

    38:13
  14. إِنْ كُلٌّ إِلَّا كَذَّبَ الرُّسُلَ فَحَقَّ عِقَابِ

    თითოეულმა ცრუდ შერაცხეს შუამავალნი. სწორედ, რომ დამსახურებულად ეწიათ ჩემი სასჯელი.

    38:14
  15. وَمَا يَنْظُرُ هَٰؤُلَاءِ إِلَّا صَيْحَةً وَاحِدَةً مَا لَهَا مِنْ فَوَاقٍ

    და არაფერს უცდიან ისინი, თუ არა ერთ საშინელ ხმას, რომელსაც არ უწერია გადავადება.

    38:15
  16. وَقَالُوا رَبَّنَا عَجِّلْ لَنَا قِطَّنَا قَبْلَ يَوْمِ الْحِسَابِ

    და თქვეს: „ღმერთო ჩვენო! ჩქარა მოგვეცი ჩვენი წილი, ვიდრეღა დადგებოდეს ანგარიშსწორების დღე.

    38:16
  17. اصْبِرْ عَلَىٰ مَا يَقُولُونَ وَاذْكُرْ عَبْدَنَا دَاوُودَ ذَا الْأَيْدِ ۖ إِنَّهُ أَوَّابٌ

    მოითმინე რასაც ისინი ამბობენ და გაიხსენე ჩვენი მსახური დავუდი, ძალ-ღონიერი. უეჭველად, იგი კეთილისმქმნელი იყო.

    38:17
  18. إِنَّا سَخَّرْنَا الْجِبَالَ مَعَهُ يُسَبِّحْنَ بِالْعَشِيِّ وَالْإِشْرَاقِ

    უეჭველად, ჩვენ დავუმორჩილეთ მას მთები და მასთან ერთად განადიდებდნენ ღმერთს საღამოს და დილით.

    38:18
  19. وَالطَّيْرَ مَحْشُورَةً ۖ كُلٌّ لَهُ أَوَّابٌ

    და ჩიტები, ერთად შეკრებილნი, ყველა მას მორჩილებდნენ.

    38:19
  20. وَشَدَدْنَا مُلْكَهُ وَآتَيْنَاهُ الْحِكْمَةَ وَفَصْلَ الْخِطَابِ

    და ჩვენ განვამტკიცეთ ფუფუნება თვისი და ვუბოძეთ მას სიბრძნე და მჭერმეტყველება.

    38:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე