სურა 20 ტაჰა

  1. قَالَ خُذْهَا وَلَا تَخَفْ ۖ سَنُعِيدُهَا سِيرَتَهَا الْأُولَىٰ

    უთხრა: „აიღე იგი, ნუ გეშინია, თავდაპირველ სახეს დავუბრუნებთ მას.

    20:21
  2. وَاضْمُمْ يَدَكَ إِلَىٰ جَنَاحِكَ تَخْرُجْ بَيْضَاءَ مِنْ غَيْرِ سُوءٍ آيَةً أُخْرَىٰ

    და ჩაიდე შენი ხელი უბეში, ამოვა იგი სპეტაკი თეთრი, კიდევ ერთ სასწაულად,

    20:22
  3. لِنُرِيَكَ مِنْ آيَاتِنَا الْكُبْرَى

    რათა გაჩვენოთ შენ უდიდეს ჩვენს სასწაულთაგან ერთ-ერთი!

    20:23
  4. اذْهَبْ إِلَىٰ فِرْعَوْنَ إِنَّهُ طَغَىٰ

    წადი ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!

    20:24
  5. قَالَ رَبِّ اشْرَحْ لِي صَدْرِي

    უთხრა: „ღმერთო ჩემო! გამიფართოვე გული ჩემი

    20:25
  6. وَيَسِّرْ لِي أَمْرِي

    და გამიადვილე მე საქმე ჩემი!

    20:26
  7. وَاحْلُلْ عُقْدَةً مِنْ لِسَانِي

    და მოხსენი დაბრკოლება ჩემი ენიდან,

    20:27
  8. يَفْقَهُوا قَوْلِي

    რათა გაიგონ ჩემი ნათქვამი.

    20:28
  9. وَاجْعَلْ لِي وَزِيرًا مِنْ أَهْلِي

    და მე დამიდგინე შემწე ჩემივე სახლეულიდან,

    20:29
  10. هَارُونَ أَخِي

    ძმა ჩემი ჰარუნი!

    20:30
  11. اشْدُدْ بِهِ أَزْرِي

    და გამიმაგრე მისით ზურგი

    20:31
  12. وَأَشْرِكْهُ فِي أَمْرِي

    და თანამონაწილე გახადე იგი ჩემს საქმეში

    20:32
  13. كَيْ نُسَبِّحَكَ كَثِيرًا

    იმისთვის, რომ მრავალჯერ გადიდოთ ქებით

    20:33
  14. وَنَذْكُرَكَ كَثِيرًا

    და გაგიხსენოთ შენ მრავალჯერ!

    20:34
  15. إِنَّكَ كُنْتَ بِنَا بَصِيرًا

    უეჭველად, შენ გვხედავ ჩვენ!“

    20:35
  16. قَالَ قَدْ أُوتِيتَ سُؤْلَكَ يَا مُوسَىٰ

    მიუგო: „ჰეი, მუსა! უკვე მოგეცა შენ, რაც ითხოვე!

    20:36
  17. وَلَقَدْ مَنَنَّا عَلَيْكَ مَرَّةً أُخْرَىٰ

    და ვფიცავ, უწინაც მოვავლინეთ შენდა წყალობა!

    20:37
  18. إِذْ أَوْحَيْنَا إِلَىٰ أُمِّكَ مَا يُوحَىٰ

    აკი, შთავაგონეთ დედაშენს, რაც იყო შთასაგონებელი:

    20:38
  19. أَنِ اقْذِفِيهِ فِي التَّابُوتِ فَاقْذِفِيهِ فِي الْيَمِّ فَلْيُلْقِهِ الْيَمُّ بِالسَّاحِلِ يَأْخُذْهُ عَدُوٌّ لِي وَعَدُوٌّ لَهُ ۚ وَأَلْقَيْتُ عَلَيْكَ مَحَبَّةً مِنِّي وَلِتُصْنَعَ عَلَىٰ عَيْنِي

    „რომ ჩასვი იგი ზანდუკში, შემდეგ ჩაუშვი მდინარეში, ამგვარად, იგი გამოიტანოს მდინარემ ნაპირზე. აიყვანს მას ჩემი მტერი და მისი მტერი.“ და გადმოვასხი მე შენდა სიყვარული ჩემგან, რათა აღზრდილიყავი ჩემი მფარველობის ქვეშ!

    20:39
  20. إِذْ تَمْشِي أُخْتُكَ فَتَقُولُ هَلْ أَدُلُّكُمْ عَلَىٰ مَنْ يَكْفُلُهُ ۖ فَرَجَعْنَاكَ إِلَىٰ أُمِّكَ كَيْ تَقَرَّ عَيْنُهَا وَلَا تَحْزَنَ ۚ وَقَتَلْتَ نَفْسًا فَنَجَّيْنَاكَ مِنَ الْغَمِّ وَفَتَنَّاكَ فُتُونًا ۚ فَلَبِثْتَ سِنِينَ فِي أَهْلِ مَدْيَنَ ثُمَّ جِئْتَ عَلَىٰ قَدَرٍ يَا مُوسَىٰ

    აკი მივიდა და შენი, მაშინ უთხრა: „ხომ არ მიმესწავლებინა თქვენთვის ის, ვინც იზრუნებს მასზეო?“ ამგვარად ჩვენ დაგაბრუნეთ დედაშენთან, რათა გაეხარა მის თვალს და არ ედარდა. შენ მოკალი კაცი და გიხსენით მწუხარებისგან და გამოგცადეთ მძიმე განსაცდელით. ჰეი,მუსა! მრავალი წელი დაჰყავი მედიენის ხალხს შორის და ახლა მოხვედი დადგენილ დროს.

    20:40

თარგმანი: რეზო მიქელაძე