სურა 20 ტაჰა

  1. قَالَ لَهُمْ مُوسَىٰ وَيْلَكُمْ لَا تَفْتَرُوا عَلَى اللَّهِ كَذِبًا فَيُسْحِتَكُمْ بِعَذَابٍ ۖ وَقَدْ خَابَ مَنِ افْتَرَىٰ

    უთხრა მათ მუსამ: „ვაი, თქვენ! ნუ შეთხზავთ ალლაჰზე სიცრუეს, თორემ შეგმუსრავს სასჯელით. ხელი მოეცრება იმას, ვინც სიცრუეს თხზავს!“

    20:61
  2. فَتَنَازَعُوا أَمْرَهُمْ بَيْنَهُمْ وَأَسَرُّوا النَّجْوَىٰ

    იმათ ერთმანეთში თათბირი დაიწყეს თავიანთი საქმის თაობაზე და ეს საუბარი საიდუმლოდ შეინახეს.

    20:62
  3. قَالُوا إِنْ هَٰذَانِ لَسَاحِرَانِ يُرِيدَانِ أَنْ يُخْرِجَاكُمْ مِنْ أَرْضِكُمْ بِسِحْرِهِمَا وَيَذْهَبَا بِطَرِيقَتِكُمُ الْمُثْلَىٰ

    თქვეს: „ეს ორი, დიახაც, ჯადოქარია. სურთ, რომ გაგაძევოთ თქვენ თქვენივე მიწიდან თავიანთი ჯადოქრობით და მოგიშალონ გზანი თქვენი უზენაესი.

    20:63
  4. فَأَجْمِعُوا كَيْدَكُمْ ثُمَّ ائْتُوا صَفًّا ۚ وَقَدْ أَفْلَحَ الْيَوْمَ مَنِ اسْتَعْلَىٰ

    გააერთიანეთ თქვენი მზაკვრობა, მერე მწკრივად გამოდით. ის გახდება წარმატებული დღეს ვინც გაიმარჯვებს!“

    20:64
  5. قَالُوا يَا مُوسَىٰ إِمَّا أَنْ تُلْقِيَ وَإِمَّا أَنْ نَكُونَ أَوَّلَ مَنْ أَلْقَىٰ

    უთხრეს: „ჰეი, მუსა! შენ ისვრი პირველი თუ ჩვენ ვისროლოთ?“

    20:65
  6. قَالَ بَلْ أَلْقُوا ۖ فَإِذَا حِبَالُهُمْ وَعِصِيُّهُمْ يُخَيَّلُ إِلَيْهِ مِنْ سِحْرِهِمْ أَنَّهَا تَسْعَىٰ

    უთხრა: „არა, თქვენ ისროლეთო!“ როცა მათი თოკები და მათი კვერთხები, თავიანთი ჯადოქრობიდან გამომდინარე, მოეჩვენა მას, როგორც მუცელზე ჩქარა მოსიარულე,

    20:66
  7. فَأَوْجَسَ فِي نَفْسِهِ خِيفَةً مُوسَىٰ

    მაშინ მუსამ თავისთავში შიში იგრძნო.

    20:67
  8. قُلْنَا لَا تَخَفْ إِنَّكَ أَنْتَ الْأَعْلَىٰ

    ვუთხარით ჩვენ: „ნუ გეშინია! უეჭველად, შენ ხარ გამარჯვებული!

    20:68
  9. وَأَلْقِ مَا فِي يَمِينِكَ تَلْقَفْ مَا صَنَعُوا ۖ إِنَّمَا صَنَعُوا كَيْدُ سَاحِرٍ ۖ وَلَا يُفْلِحُ السَّاحِرُ حَيْثُ أَتَىٰ

    და ისროლე, რაც მარჯვენაში გიჭირავს და ის გადაყლაპავს იმას, რაც მათ ჰქმნეს. მათი ნამოქმედარი მხოლოდ ჯადოქრის მზაკვრობაა. და ვერ იქნება ჯადოქარი წარმატებული, საიდანაც არ უნდა მოვიდეს!“

    20:69
  10. فَأُلْقِيَ السَّحَرَةُ سُجَّدًا قَالُوا آمَنَّا بِرَبِّ هَارُونَ وَمُوسَىٰ

    მაშინ ჯადოქრები მიწაზე გაერთხნენ სეჯდეთი, თქვეს: „ჩვენ ვიწამეთ ჰარუნისა და მუსას ღმერთიო!“

    20:70
  11. قَالَ آمَنْتُمْ لَهُ قَبْلَ أَنْ آذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّهُ لَكَبِيرُكُمُ الَّذِي عَلَّمَكُمُ السِّحْرَ ۖ فَلَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُمْ مِنْ خِلَافٍ وَلَأُصَلِّبَنَّكُمْ فِي جُذُوعِ النَّخْلِ وَلَتَعْلَمُنَّ أَيُّنَا أَشَدُّ عَذَابًا وَأَبْقَىٰ

    თქვა: „ნუთუ ირწმუნეთ მისი მანამ, ვიდრე მე ნებას მოგცემდი თქვენ? უეჭველად, იგი თქვენი უფროსია, რომელმაც შეგასწავლათ თქვენ ჯადოქრობა. მაშ, უთუოდ, მოგკვეთ ხელ-ფეხს სხვადასხვა მხრით და პალმის ხეზე გაგაკრავ. და ნამდვილად გაიგებთ ვისი სასჯელია უფრო მკაცრი და ხანგრძლივი!“

    20:71
  12. قَالُوا لَنْ نُؤْثِرَكَ عَلَىٰ مَا جَاءَنَا مِنَ الْبَيِّنَاتِ وَالَّذِي فَطَرَنَا ۖ فَاقْضِ مَا أَنْتَ قَاضٍ ۖ إِنَّمَا تَقْضِي هَٰذِهِ الْحَيَاةَ الدُّنْيَا

    უთხრეს: „შეუძლებელია გამჯობინოთ შენ იმას, რომელმაც მოავლინა ცხადი მტკიცებებით და რომელმაც გაგვაჩინა ჩვენ. ასე, რომ შენ ჰქმენ რაც გენებოს, რამეთუ შენი მსჯავრი მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ვრცელდება!

    20:72
  13. إِنَّا آمَنَّا بِرَبِّنَا لِيَغْفِرَ لَنَا خَطَايَانَا وَمَا أَكْرَهْتَنَا عَلَيْهِ مِنَ السِّحْرِ ۗ وَاللَّهُ خَيْرٌ وَأَبْقَىٰ

    უეჭველად, ჩვენ ვირწმუნეთ ჩვენი ღმერთი, რათა მოგვიტევოს შეცდომები ჩვენი და ჯადოქრობა, რომელიც შენ გვაიძულე. ხოლო ალლაჰი საუკეთესოა და მარადიული!“

    20:73
  14. إِنَّهُ مَنْ يَأْتِ رَبَّهُ مُجْرِمًا فَإِنَّ لَهُ جَهَنَّمَ لَا يَمُوتُ فِيهَا وَلَا يَحْيَىٰ

    უეჭველად, ვინც წარსდგება თავისი ღმერთის წინაშე ცოდვილი, მისთვისაა ჯოჯოხეთი, რომელშიც არც მოკვდება და არც იცოცხლებს!

    20:74
  15. وَمَنْ يَأْتِهِ مُؤْمِنًا قَدْ عَمِلَ الصَّالِحَاتِ فَأُولَٰئِكَ لَهُمُ الدَّرَجَاتُ الْعُلَىٰ

    და ვინც წარსდგება მის წინაშე მორწმუნე, და ვისაც უქმნია სიკეთენი, აი, მათთვისაა უმაღლესი ხარისხები!

    20:75
  16. جَنَّاتُ عَدْنٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ وَذَٰلِكَ جَزَاءُ مَنْ تَزَكَّىٰ

    ედემის ბაღები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დაჰყოფენ მარად. და აი ესაა საზღაური იმათი, ვინც განიწმინდა!

    20:76
  17. وَلَقَدْ أَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ أَنْ أَسْرِ بِعِبَادِي فَاضْرِبْ لَهُمْ طَرِيقًا فِي الْبَحْرِ يَبَسًا لَا تَخَافُ دَرَكًا وَلَا تَخْشَىٰ

    და ვფიცავ, რომ ჩვენ ზეშთავაგონეთ მუსას: „რომ ღამით გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად და ზღვაზე გაუდე მათ მშრალი გზა. და არ შეშინდე და არ შეძრწუნდე, ვაითუ მდევარი დამეწიოსო!“

    20:77
  18. فَأَتْبَعَهُمْ فِرْعَوْنُ بِجُنُودِهِ فَغَشِيَهُمْ مِنَ الْيَمِّ مَا غَشِيَهُمْ

    ფარაონი თავისი ჯარით დაედევნა მათ, მაგრამ ზღვამ შთანთქა ერთიანად.

    20:78
  19. وَأَضَلَّ فِرْعَوْنُ قَوْمَهُ وَمَا هَدَىٰ

    ფარაონმა აცდუნა თავისი ხალხი და არ დაადგინა სწორ გზაზე.

    20:79
  20. يَا بَنِي إِسْرَائِيلَ قَدْ أَنْجَيْنَاكُمْ مِنْ عَدُوِّكُمْ وَوَاعَدْنَاكُمْ جَانِبَ الطُّورِ الْأَيْمَنَ وَنَزَّلْنَا عَلَيْكُمُ الْمَنَّ وَالسَّلْوَىٰ

    ჰეი, ისრაილის ძენო! ჩვენ გიხსენით თქვენი მტრებისგან და აღთქმა დაგიდეთ ტურის მარჯვენა ფორდობზე. ჩვენ აგრეთვე ზეგარდმოგივლინეთ მანანა და მწყერი.

    20:80

თარგმანი: რეზო მიქელაძე