სურა 20 ტაჰა

  1. وَاصْطَنَعْتُكَ لِنَفْسِي

    და გამოგარჩიე შენ ჩემთვის!

    20:41
  2. اذْهَبْ أَنْتَ وَأَخُوكَ بِآيَاتِي وَلَا تَنِيَا فِي ذِكْرِي

    წადით შენ და შენი ძმა ჩემი სასწაულებით და ნუ იქნებით უძლურნი ჩემს გახსენებაში!

    20:42
  3. اذْهَبَا إِلَىٰ فِرْعَوْنَ إِنَّهُ طَغَىٰ

    ორივე მიდით ფარაონთან, უეჭველად, იგი ზღვარს გადავიდა!

    20:43
  4. فَقُولَا لَهُ قَوْلًا لَيِّنًا لَعَلَّهُ يَتَذَكَّرُ أَوْ يَخْشَىٰ

    ასე რომ, უთხარით მას რბილი სიტყვა, ეგების შეიგნოს ან შეშინდეს!“

    20:44
  5. قَالَا رَبَّنَا إِنَّنَا نَخَافُ أَنْ يَفْرُطَ عَلَيْنَا أَوْ أَنْ يَطْغَىٰ

    თქვეს: „ღმერთო ჩვენო! უეჭველად, ჩვენ გვეშინია, რომ შემოგვიტიოს ან გადავიდეს ზღვარს!“

    20:45
  6. قَالَ لَا تَخَافَا ۖ إِنَّنِي مَعَكُمَا أَسْمَعُ وَأَرَىٰ

    მიუგო: „ნუ შეგეშინდებათ! უეჭველად, მე თქვენთან ერთად ვარ. მე მესმის და ვხედავ.

    20:46
  7. فَأْتِيَاهُ فَقُولَا إِنَّا رَسُولَا رَبِّكَ فَأَرْسِلْ مَعَنَا بَنِي إِسْرَائِيلَ وَلَا تُعَذِّبْهُمْ ۖ قَدْ جِئْنَاكَ بِآيَةٍ مِنْ رَبِّكَ ۖ وَالسَّلَامُ عَلَىٰ مَنِ اتَّبَعَ الْهُدَىٰ

    მაშ, მიდით მასთან და ასე უთხარით: „უეჭველად, ჩვენ შენი ღმერთის შუამავალნი ვართ. გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაილის ძენი და ნუ დასჯი მათ! მოვედით ჩვენ შენთან სასწაულით შენი ღმერთისგან. და მშვიდობაა მისთვის, ვინც ადგას ჭეშმარიტ გზას!

    20:47
  8. إِنَّا قَدْ أُوحِيَ إِلَيْنَا أَنَّ الْعَذَابَ عَلَىٰ مَنْ كَذَّبَ وَتَوَلَّىٰ

    უეჭველად, ჩვენ ზეშთაგვეგონა, რომ სასჯელი ეწევა იმას, ვინც სიცრუედ შერაცხა და პირი იბრუნა!“

    20:48
  9. قَالَ فَمَنْ رَبُّكُمَا يَا مُوسَىٰ

    უთხრა: „ვინ არის თქვენი ღმერთი, ჰეი მუსა?“

    20:49
  10. قَالَ رَبُّنَا الَّذِي أَعْطَىٰ كُلَّ شَيْءٍ خَلْقَهُ ثُمَّ هَدَىٰ

    მიუგო: „ჩვენი ღმერთი იგია, რომელმაც ყოველივეს სახე მიანიჭა, მერე კი სწორ გზაზე დაადგინა!“

    20:50
  11. قَالَ فَمَا بَالُ الْقُرُونِ الْأُولَىٰ

    უთხრა: „მაშინ რა მოელით უწინდელ თაობებს?“

    20:51
  12. قَالَ عِلْمُهَا عِنْدَ رَبِّي فِي كِتَابٍ ۖ لَا يَضِلُّ رَبِّي وَلَا يَنْسَى

    მიუგო: „ამის ცოდნა წიგნშია ჩემს ღმერთთან. ჩემი ღმერთი არც შეცდება და არც დაავიწყდება!

    20:52
  13. الَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَرْضَ مَهْدًا وَسَلَكَ لَكُمْ فِيهَا سُبُلًا وَأَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجْنَا بِهِ أَزْوَاجًا مِنْ نَبَاتٍ شَتَّىٰ

    (იგია) რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა სარეცლად და გახსნა თქვენთვის იქ გზები და გარდმოავლინა ზეციდან წყალი“. რომლითაც განსხვავებული სახის მცენარეებიდან აღმოვაცენეთ წყვილებად.

    20:53
  14. كُلُوا وَارْعَوْا أَنْعَامَكُمْ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِأُولِي النُّهَىٰ

    ჭამეთ და აბალახეთ თქვენი საქონელი. უეჭველად, ამაში გონიერთათვის სასწაულებია!

    20:54
  15. مِنْهَا خَلَقْنَاكُمْ وَفِيهَا نُعِيدُكُمْ وَمِنْهَا نُخْرِجُكُمْ تَارَةً أُخْرَىٰ

    მისგან გაგაჩინეთ თქვენ, და მასშივე დაგაბრუნებთ და მისგან გამოგიყვანთ კიდევ ერთხელ!

    20:55
  16. وَلَقَدْ أَرَيْنَاهُ آيَاتِنَا كُلَّهَا فَكَذَّبَ وَأَبَىٰ

    და ვფიცავ, რომ ჩვენ ვახილვინეთ მას ჩვენი ყველა სასწაული მისგან, მაგრამ ცრუდ შერაცხა და გაჯიუტდა!

    20:56
  17. قَالَ أَجِئْتَنَا لِتُخْرِجَنَا مِنْ أَرْضِنَا بِسِحْرِكَ يَا مُوسَىٰ

    უთხრა: „ჰეი მუსა, ნუთუ იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რათა შენი ჯადოქრობით გაგვაძევო ჩვენ ჩვენსავე მიწიდან?!

    20:57
  18. فَلَنَأْتِيَنَّكَ بِسِحْرٍ مِثْلِهِ فَاجْعَلْ بَيْنَنَا وَبَيْنَكَ مَوْعِدًا لَا نُخْلِفُهُ نَحْنُ وَلَا أَنْتَ مَكَانًا سُوًى

    მაშ, ჩვენც, უთუოდ, გაჩვენებთ შენ ასეთივე ჯადოქრობას. ახლა დათქვი დრო ჩვენსა და შენს შორის, შესაფერის ადგილას, რომ არ გადავთქვათ იგი ჩვენ და არც შენ!“

    20:58
  19. قَالَ مَوْعِدُكُمْ يَوْمُ الزِّينَةِ وَأَنْ يُحْشَرَ النَّاسُ ضُحًى

    მიუგო: „თქვენი დრო იყოს ზინათის დღე, რათა შეიყაროს ხალხი დილით.“

    20:59
  20. فَتَوَلَّىٰ فِرْعَوْنُ فَجَمَعَ كَيْدَهُ ثُمَّ أَتَىٰ

    ფარაონმა გაბრუნდა და წავიდა, მერე შეკრიბა თავისი ჯადოქრები და მოვიდა.

    20:60

თარგმანი: რეზო მიქელაძე