სურა 16 ნაჰლი

  1. وَإِذَا بَدَّلْنَا آيَةً مَكَانَ آيَةٍ ۙ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يُنَزِّلُ قَالُوا إِنَّمَا أَنْتَ مُفْتَرٍ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და როცა ჩვენ ჩავანაცვლეთ ერთი აიათი მეორეთი, რამეთუ ალლაჰმა უკეთ უწყის რა უნდა მოავლინოს, მათ უთხრეს: „შენ მხოლოდ ცრუ ხარ!“ არა, მათი უმეტესობა არ უწყიან.

    16:101
  2. قُلْ نَزَّلَهُ رُوحُ الْقُدُسِ مِنْ رَبِّكَ بِالْحَقِّ لِيُثَبِّتَ الَّذِينَ آمَنُوا وَهُدًى وَبُشْرَىٰ لِلْمُسْلِمِينَ

    უთხარი: იგი მოავლინა ჭეშმარიტებით წმინდა სულმა (ჯებრაილმა) შენი ღმერთისგან, რათა განმტკიცდნენ, რომელთაც ირწმუნეს, და ჭეშმარიტ გზად და ხარებად მუსლიმთათვის!

    16:102
  3. وَلَقَدْ نَعْلَمُ أَنَّهُمْ يَقُولُونَ إِنَّمَا يُعَلِّمُهُ بَشَرٌ ۗ لِسَانُ الَّذِي يُلْحِدُونَ إِلَيْهِ أَعْجَمِيٌّ وَهَٰذَا لِسَانٌ عَرَبِيٌّ مُبِينٌ

    და ვფიცავ, ვიცით რომ ეგენი ამბობენ: „მას მხოლოდ ადამიანიასწავლისო.“ მაგრამ ენა მისი ხომ უცხოურია, ეს ენა კი ხალასი არაბულია?!

    16:103
  4. إِنَّ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِآيَاتِ اللَّهِ لَا يَهْدِيهِمُ اللَّهُ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    უეჭველად, რომელნიც არ ირწმუნებენ ალლაჰის აიათებს, არ დაადგენს ალლაჰი მათ ჭეშმარიტ გზაზე, და მათთვისაა სასჯელი მწარე!

    16:104
  5. إِنَّمَا يَفْتَرِي الْكَذِبَ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِآيَاتِ اللَّهِ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْكَاذِبُونَ

    მხოლოდ სიცრუეს თხზავენ ისინი, რომელთაც არ სწამთ აიათების. და სწორედ ეგენი არიან ცრუნი!

    16:105
  6. مَنْ كَفَرَ بِاللَّهِ مِنْ بَعْدِ إِيمَانِهِ إِلَّا مَنْ أُكْرِهَ وَقَلْبُهُ مُطْمَئِنٌّ بِالْإِيمَانِ وَلَٰكِنْ مَنْ شَرَحَ بِالْكُفْرِ صَدْرًا فَعَلَيْهِمْ غَضَبٌ مِنَ اللَّهِ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ

    გარდა მათი, ვისი გულიც რწმენით იყო გაჟღენთილი, მაგრამ იძულებული გახდა, ხოლო ვინც უარყო ალლაჰი მას მერე, რაც ირწმუნა, და გული გაუხსნა ურწმუნოებას, მაშინ მათზეა რისხვა ალლაჰისგან და მათთვისაა დიდი სასჯელი!

    16:106
  7. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمُ اسْتَحَبُّوا الْحَيَاةَ الدُّنْيَا عَلَى الْآخِرَةِ وَأَنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْكَافِرِينَ

    აი ეს იმიტომ, რომ მათ ძალიან შეუყვარდათ ამქვეყნიური ცხოვრება იმქვეყნიურ ცხოვრებასთან შედარებით. და, უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურწმუნო ხალხს!

    16:107
  8. أُولَٰئِكَ الَّذِينَ طَبَعَ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ وَسَمْعِهِمْ وَأَبْصَارِهِمْ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْغَافِلُونَ

    აი ეგენი, რომელთაც გულებზე, ყურებზე და თვალებზე ალლაჰმა ბეჭედი დაუსვა. და სწორედ ეგენი არიან ცნობამიხდილნი!

    16:108
  9. لَا جَرَمَ أَنَّهُمْ فِي الْآخِرَةِ هُمُ الْخَاسِرُونَ

    უეჭველია, რომ სწორედ ეგენი აღმოჩნდებიან საიქიოში წაგებულნი!

    16:109
  10. ثُمَّ إِنَّ رَبَّكَ لِلَّذِينَ هَاجَرُوا مِنْ بَعْدِ مَا فُتِنُوا ثُمَّ جَاهَدُوا وَصَبَرُوا إِنَّ رَبَّكَ مِنْ بَعْدِهَا لَغَفُورٌ رَحِيمٌ

    უეჭველად, რომელნიც შევიწროებული იქმნენ, მერე მოითმინეს და იბრძოლეს, და ბოლოს გადასახლდნენ, ღმერთი შენი დააჯილდოებს მათ, იგი ამ გამოცდის შემდეგ, უეჭველად, შემნდობია, მწყალობელია!

    16:110
  11. يَوْمَ تَأْتِي كُلُّ نَفْسٍ تُجَادِلُ عَنْ نَفْسِهَا وَتُوَفَّىٰ كُلُّ نَفْسٍ مَا عَمِلَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    იმ დღეს ყოველი ადამიანი განსჯის თავის თავს. ყოველ ადამიანს მიეზღვება სრულად იმისათვის, რასაც სჩადიოდა, და არ დაიჩაგრებიან ისინი!

    16:111
  12. وَضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا قَرْيَةً كَانَتْ آمِنَةً مُطْمَئِنَّةً يَأْتِيهَا رِزْقُهَا رَغَدًا مِنْ كُلِّ مَكَانٍ فَكَفَرَتْ بِأَنْعُمِ اللَّهِ فَأَذَاقَهَا اللَّهُ لِبَاسَ الْجُوعِ وَالْخَوْفِ بِمَا كَانُوا يَصْنَعُونَ

    და ალლაჰმა მაგალითად მოიყვანა იგავი სოფლისა, რომელიც უსაფრთხო და დაცული იყო. იქ მოდიოდა ყოველი მხრიდან უხვი სარჩო, მაგრამ უმადურობა გამოიჩინეს ალლაჰის სიკეთეებისადმი. მაშინ ალლაჰმა აგემა შიმშილი და შიში იმისთვის, რასაც სჩადიოდნენ!

    16:112
  13. وَلَقَدْ جَاءَهُمْ رَسُولٌ مِنْهُمْ فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمُ الْعَذَابُ وَهُمْ ظَالِمُونَ

    და ვფიცავ, რომ მოევლინათ მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, მაგრამ იგი ცრუდ შერაცხეს, ამგვარად სასჯელმა შეიპყრო ეგენი, რამეთუ უსამართლონი იყვნენ!

    16:113
  14. فَكُلُوا مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ حَلَالًا طَيِّبًا وَاشْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ إِيَّاهُ تَعْبُدُونَ

    მაშ, ალალად და კეთილად მიირთვით, რაც რამ ალლაჰმა სარჩოდ გიბოძათ და იყავით მადლიერნი ალლაჰის წყალობის, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით თქვენ!

    16:114
  15. إِنَّمَا حَرَّمَ عَلَيْكُمُ الْمَيْتَةَ وَالدَّمَ وَلَحْمَ الْخِنْزِيرِ وَمَا أُهِلَّ لِغَيْرِ اللَّهِ بِهِ ۖ فَمَنِ اضْطُرَّ غَيْرَ بَاغٍ وَلَا عَادٍ فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    მან ხომ მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალათ თქვენ და ის, რაც დაიკლა ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად. ხოლო ის, ვინც იძულებული გახდება, მაგრამ არ დაარღვევს (სხვის) უფლებას, და ზღვარს არ გადავა. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!

    16:115
  16. وَلَا تَقُولُوا لِمَا تَصِفُ أَلْسِنَتُكُمُ الْكَذِبَ هَٰذَا حَلَالٌ وَهَٰذَا حَرَامٌ لِتَفْتَرُوا عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ ۚ إِنَّ الَّذِينَ يَفْتَرُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ لَا يُفْلِحُونَ

    და არ თქვათ ტყუილი, როგორც თქვენი ენა შეჩვეულია: ეს ნებადართულია, ეს კი - აკრძალულიო, რითაც შეთხზავთ სიცრუეს ალლაჰზე. უეჭველად, რომელნიც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ, ვერ იქნებიან ნეტარნი!

    16:116
  17. مَتَاعٌ قَلِيلٌ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    სულ მცირე სარგებელი და მწარე სასჯელი მათთვის!

    16:117
  18. وَعَلَى الَّذِينَ هَادُوا حَرَّمْنَا مَا قَصَصْنَا عَلَيْكَ مِنْ قَبْلُ ۖ وَمَا ظَلَمْنَاهُمْ وَلَٰكِنْ كَانُوا أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ

    და იუდეველებს ავუკრძალეთ ის, რაც შენ გითხარით უწინ. და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უსამართლოდ, არამედ მათ საკუთარ სულთ მოექცნენ უსამართლოდ!

    16:118
  19. ثُمَّ إِنَّ رَبَّكَ لِلَّذِينَ عَمِلُوا السُّوءَ بِجَهَالَةٍ ثُمَّ تَابُوا مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ وَأَصْلَحُوا إِنَّ رَبَّكَ مِنْ بَعْدِهَا لَغَفُورٌ رَحِيمٌ

    უეჭველად, რომელთაც ჰქმნეს სიავე უვიცობით, მაგრამ მოინანიეს და გამოასწორეს, ღმერთი შენი ამის შემდგომ შემნდობია, მწყალობელია!

    16:119
  20. إِنَّ إِبْرَاهِيمَ كَانَ أُمَّةً قَانِتًا لِلَّهِ حَنِيفًا وَلَمْ يَكُ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    უეჭველად, იბრაჰიმი ალლაჰის მორჩილი, ჰანიფი წინამძღოლი იყო. და წარმართთაგანი არ ყოფილა იგი.

    16:120

თარგმანი: რეზო მიქელაძე