მუსხაფი, გვერდი 278

  1. وَلَا تَتَّخِذُوا أَيْمَانَكُمْ دَخَلًا بَيْنَكُمْ فَتَزِلَّ قَدَمٌ بَعْدَ ثُبُوتِهَا وَتَذُوقُوا السُّوءَ بِمَا صَدَدْتُمْ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۖ وَلَكُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ

    და არ აქციოთ თქვენი ფიცნი თქვენს შორის ხაფანგად. და თუ ასე იქმთ, მისი გამყარების შემდეგ, მოგიცდებათ ფეხი ადგილიდან და იგემებთ სიავეს იმისთვის, რომ სხვებს აცდენდით ალლაჰის გზიდან. თქვენთვისაა დიდი სასჯელი!

    16:94
  2. وَلَا تَشْتَرُوا بِعَهْدِ اللَّهِ ثَمَنًا قَلِيلًا ۚ إِنَّمَا عِنْدَ اللَّهِ هُوَ خَيْرٌ لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ

    და არ გაყიდოთ ალლაჰისთვის მიცემული აღთქმა მცირედ ფასად, თუმცა რომ იცოდეთ, იგი, რაც ალლაჰთანაა, უფრო უკეთესია თქვენთვის!

    16:95
  3. مَا عِنْدَكُمْ يَنْفَدُ ۖ وَمَا عِنْدَ اللَّهِ بَاقٍ ۗ وَلَنَجْزِيَنَّ الَّذِينَ صَبَرُوا أَجْرَهُمْ بِأَحْسَنِ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    რაც თქვენთანაა, გათავდება; ხოლო რაც ალლაჰთანაა არ გამოილევა . და რომელთაც მოითმინეს, უთუოდ მივაგებთ თავიანთ საზღაურს უფრო უკეთესით, რაც უკეთებიათ!

    16:96
  4. مَنْ عَمِلَ صَالِحًا مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَلَنُحْيِيَنَّهُ حَيَاةً طَيِّبَةً ۖ وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَجْرَهُمْ بِأَحْسَنِ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ვინც სიკეთე ჰქმნა კაცთაგან თუ ქალთაგან და იგი მორწმუნეა, მაშინ, უთუოდ, მას ტკბილი ცხოვრებით ვაცხოვრებთ და უთუოდ მივაგებთ მათ თავიანთ საზღაურს უფრო უკეთესით, რაც უკეთებიათ!

    16:97
  5. فَإِذَا قَرَأْتَ الْقُرْآنَ فَاسْتَعِذْ بِاللَّهِ مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ

    მაშ, როცა კითხულობ ყურანს, ჯერ ალლაჰს მიეკედლე იმ ჩაქოლილი ეშმაკისგან!

    16:98
  6. إِنَّهُ لَيْسَ لَهُ سُلْطَانٌ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ

    უეჭველად, მას არ შესწევს ძალა მათზე, რომელთაც ირწმუნეს და რომელნიც თავიანთ ღმერთს სასოებენ!

    16:99
  7. إِنَّمَا سُلْطَانُهُ عَلَى الَّذِينَ يَتَوَلَّوْنَهُ وَالَّذِينَ هُمْ بِهِ مُشْرِكُونَ

    მხოლოდ მბრძანებლობა შესწევს მას იმათზე, რომელნიც მას ემორჩილებიან და რომელნიც მას მოზიარენს უდგენენ.

    16:100
  8. وَإِذَا بَدَّلْنَا آيَةً مَكَانَ آيَةٍ ۙ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يُنَزِّلُ قَالُوا إِنَّمَا أَنْتَ مُفْتَرٍ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და როცა ჩვენ ჩავანაცვლეთ ერთი აიათი მეორეთი, რამეთუ ალლაჰმა უკეთ უწყის რა უნდა მოავლინოს, მათ უთხრეს: „შენ მხოლოდ ცრუ ხარ!“ არა, მათი უმეტესობა არ უწყიან.

    16:101
  9. قُلْ نَزَّلَهُ رُوحُ الْقُدُسِ مِنْ رَبِّكَ بِالْحَقِّ لِيُثَبِّتَ الَّذِينَ آمَنُوا وَهُدًى وَبُشْرَىٰ لِلْمُسْلِمِينَ

    უთხარი: იგი მოავლინა ჭეშმარიტებით წმინდა სულმა (ჯებრაილმა) შენი ღმერთისგან, რათა განმტკიცდნენ, რომელთაც ირწმუნეს, და ჭეშმარიტ გზად და ხარებად მუსლიმთათვის!

    16:102

თარგმანი: რეზო მიქელაძე