სურა 16 ნაჰლი
-
وَلَوْ يُؤَاخِذُ اللَّهُ النَّاسَ بِظُلْمِهِمْ مَا تَرَكَ عَلَيْهَا مِنْ دَابَّةٍ وَلَٰكِنْ يُؤَخِّرُهُمْ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ۖ فَإِذَا جَاءَ أَجَلُهُمْ لَا يَسْتَأْخِرُونَ سَاعَةً ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ
და რომ დასაჯოს ალლაჰმა ადამიანები თავიანთი უსამართლობის გამო, არ დარჩებოდა მასზე სულიერი. მაგრამ გადაუვადებს მათ დათქმულ ვადამდე. და როცა მათი დრო დადგება, ვერ შეძლებენ ისინი ამის გადაწყვეტას ან დაჩქარებას ერთი საათითაც კი!
16:61 -
وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ مَا يَكْرَهُونَ وَتَصِفُ أَلْسِنَتُهُمُ الْكَذِبَ أَنَّ لَهُمُ الْحُسْنَىٰ ۖ لَا جَرَمَ أَنَّ لَهُمُ النَّارَ وَأَنَّهُمْ مُفْرَطُونَ
და ისინი მიაწერენ ალლაჰს იმას, რაც თავად არ მოსწონთ. და ცრუობენ მათი ენები, რომ მათთვისაა სიკეთე. ეჭვი არ არის, რომ მათთვის ცეცხლია, და უეჭველად, მიტოვებულნი იქნებიან ეგენი!
16:62 -
تَاللَّهِ لَقَدْ أَرْسَلْنَا إِلَىٰ أُمَمٍ مِنْ قَبْلِكَ فَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ فَهُوَ وَلِيُّهُمُ الْيَوْمَ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
ვფიცავ ალლაჰს, შენამდეც წარვგზავნეთ ხალხთან, მაგრამ ეშმაკმა შეულამაზა მათ თავიანთი საქმენი. იმ დღეს ის არის მათი მფარველი და მათთვისაა სასჯელი მწარე!
16:63 -
وَمَا أَنْزَلْنَا عَلَيْكَ الْكِتَابَ إِلَّا لِتُبَيِّنَ لَهُمُ الَّذِي اخْتَلَفُوا فِيهِ ۙ وَهُدًى وَرَحْمَةً لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
ჩვენ არ გარდმოგვივლენია შენზე წიგნი, თუ არა იმისთვის, რომ განუმარტო მათ ის, რაზეც ვერ თანხმდებიან, და გზად ჭეშმარიტად და წყალობად მორწმუნე ხალხთათვის!
16:64 -
وَاللَّهُ أَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَحْيَا بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِقَوْمٍ يَسْمَعُونَ
და ალლაჰმა ზეციდან მოავლინა წყალი და გააცოცხლა მისით მიწა მისი სიკვდილის შემდეგ. უეჭველად, ამაშია სასწაული გამგონ ხალხთათვის!
16:65 -
وَإِنَّ لَكُمْ فِي الْأَنْعَامِ لَعِبْرَةً ۖ نُسْقِيكُمْ مِمَّا فِي بُطُونِهِ مِنْ بَيْنِ فَرْثٍ وَدَمٍ لَبَنًا خَالِصًا سَائِغًا لِلشَّارِبِينَ
და უეჭველად, თქვენთვის ცხოველებში გაკვეთილია. თქვენ გასმევთ იმას, რაც მათ მუცლებშია, ნახევრად მოუნელებელ საკვებსა და სისხლს შორის, სუფთა რძეს, სასიამოვნო დასალევს მათთვის, ვინც სვამს.
16:66 -
وَمِنْ ثَمَرَاتِ النَّخِيلِ وَالْأَعْنَابِ تَتَّخِذُونَ مِنْهُ سَكَرًا وَرِزْقًا حَسَنًا ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ
ხურმის ნაყოფიდან და ვაზიდან თქვენ იღებთ სასმელს და კეთილ სარჩოს. უეჭველად, ამაშია სასწაული გონიერ ხალხთათვის!
16:67 -
وَأَوْحَىٰ رَبُّكَ إِلَى النَّحْلِ أَنِ اتَّخِذِي مِنَ الْجِبَالِ بُيُوتًا وَمِنَ الشَّجَرِ وَمِمَّا يَعْرِشُونَ
შენმა ღმერთმა ზეშთააგონა ფუტკარს: „გაიკეთე საცხოვრებელი მთებში, ხეებსა და ხალხის ნაშენებზე.
16:68 -
ثُمَّ كُلِي مِنْ كُلِّ الثَّمَرَاتِ فَاسْلُكِي سُبُلَ رَبِّكِ ذُلُلًا ۚ يَخْرُجُ مِنْ بُطُونِهَا شَرَابٌ مُخْتَلِفٌ أَلْوَانُهُ فِيهِ شِفَاءٌ لِلنَّاسِ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ
შემდეგ მიირთვი ნაყოფნი ყოველგვარი და ასეთნაირად შენი ღმერთის გზებს დაადექი, რომელიც ხსნილია შენთვის.“ მისი მუცლიდან გამოდის სხვადასხვა ფერის სასმელი, რომელშიც ხალხთათვის განკურნებაა. უეჭველად, ამაშია სასწაული გონიერ ხალხთათვის!
16:69 -
وَاللَّهُ خَلَقَكُمْ ثُمَّ يَتَوَفَّاكُمْ ۚ وَمِنْكُمْ مَنْ يُرَدُّ إِلَىٰ أَرْذَلِ الْعُمُرِ لِكَيْ لَا يَعْلَمَ بَعْدَ عِلْمٍ شَيْئًا ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ قَدِيرٌ
და ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ. მერე კი მიგიბარებთ. და თქვენგან ზოგიერთს მიაღწევინებს იმ უსიამოვნო ასაკამდე, რომელიც დაავიწყებს იმას, რაც ადრე იცოდა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლეა!
16:70 -
وَاللَّهُ فَضَّلَ بَعْضَكُمْ عَلَىٰ بَعْضٍ فِي الرِّزْقِ ۚ فَمَا الَّذِينَ فُضِّلُوا بِرَادِّي رِزْقِهِمْ عَلَىٰ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَهُمْ فِيهِ سَوَاءٌ ۚ أَفَبِنِعْمَةِ اللَّهِ يَجْحَدُونَ
და ალლაჰმა აღამაღლა თქვენგან ერთი ნაწილი მეორეზე ქონებითა და სარჩოთი. ხოლო რომელნიც აღმატებულ იქმნენ, საარსებოს არ მისცემენ, ვინც მათ ხელთქვეშაა, რათა ისინი არ გაუთანაბრდნენ მათ. ნუთუ ალლაჰის წყალობას უარყოფენ ეგენი?
16:71 -
وَاللَّهُ جَعَلَ لَكُمْ مِنْ أَنْفُسِكُمْ أَزْوَاجًا وَجَعَلَ لَكُمْ مِنْ أَزْوَاجِكُمْ بَنِينَ وَحَفَدَةً وَرَزَقَكُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ ۚ أَفَبِالْبَاطِلِ يُؤْمِنُونَ وَبِنِعْمَتِ اللَّهِ هُمْ يَكْفُرُونَ
და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის მეუღლენი თქვენი სულიდანვე და გიბოძათ თქვენ თქვენი მეუღლეებიდან შვილები, შვილიშვილები და მოგმადლათ სიკეთეებიდან. ნუთუ ისევ კერპებისა სწამთ? და ნუთუ ეგენი ალლაჰის წყალობას უარყოფენ?
16:72 -
وَيَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَمْلِكُ لَهُمْ رِزْقًا مِنَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ شَيْئًا وَلَا يَسْتَطِيعُونَ
და ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა სხვას, რომელთაც არ ხელეწიფებათ მათთვის სარჩოს მიცემა არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, და არ შეუძლიათ მათ.
16:73 -
فَلَا تَضْرِبُوا لِلَّهِ الْأَمْثَالَ ۚ إِنَّ اللَّهَ يَعْلَمُ وَأَنْتُمْ لَا تَعْلَمُونَ
არავინ შეადაროთ ალლაჰს! უეჭველად, ალლაჰი უწყის, და თქვენ არ უწყით!
16:74 -
ضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا عَبْدًا مَمْلُوكًا لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَمَنْ رَزَقْنَاهُ مِنَّا رِزْقًا حَسَنًا فَهُوَ يُنْفِقُ مِنْهُ سِرًّا وَجَهْرًا ۖ هَلْ يَسْتَوُونَ ۚ الْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ
და ალლაჰმა მაგალითად მოიტანა იგავი მონისა, რომელიც სხვისი კუთვნილებაა და არაფერი ხელეწიფება, ხოლო ვისაც ჩვენ ვუბოძეთ მშვენიერი სარჩო, იგი გაიღებს მისგან დაფარულად და აშკარად; განა თანასწორნი არიან ისინი? ქება-დიდება ალლაჰს! დიახაც, დიდი ნაწილი მათგან არ უწყიან.
16:75 -
وَضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا رَجُلَيْنِ أَحَدُهُمَا أَبْكَمُ لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَهُوَ كَلٌّ عَلَىٰ مَوْلَاهُ أَيْنَمَا يُوَجِّهْهُ لَا يَأْتِ بِخَيْرٍ ۖ هَلْ يَسْتَوِي هُوَ وَمَنْ يَأْمُرُ بِالْعَدْلِ ۙ وَهُوَ عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
და ალლაჰმა აგრეთვე მაგალითად მოიყვანა იგავი ორი კაცისა. ერთი მათგანი მუნჯია, არაფრის შემძლე, ტვირთად აწევს თავის პატრონს. სადაც არ უნდა გაგზავნონ, ხეირი არ მოაქვს. განა თანასწორია იგი იმისა, ვინც ჭეშმარიტებას მეტყველებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგას?
16:76 -
وَلِلَّهِ غَيْبُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَمَا أَمْرُ السَّاعَةِ إِلَّا كَلَمْحِ الْبَصَرِ أَوْ هُوَ أَقْرَبُ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
და ალლაჰს ეკუთვნის უხილავი ცათა და ქვეყნისა. წარღვნის მოსვლა თვალის დახამხამების ტოლია ან უფრო სწრაფიც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
16:77 -
وَاللَّهُ أَخْرَجَكُمْ مِنْ بُطُونِ أُمَّهَاتِكُمْ لَا تَعْلَمُونَ شَيْئًا وَجَعَلَ لَكُمُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَالْأَفْئِدَةَ ۙ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
და ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენი დედების მუცლებიდან, როცა არაფერს უწყოდით; და გიბოძათ თქვენ ყურთასმენა, და თვალთახედვა და შემეცნების უნარი, ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
16:78 -
أَلَمْ يَرَوْا إِلَى الطَّيْرِ مُسَخَّرَاتٍ فِي جَوِّ السَّمَاءِ مَا يُمْسِكُهُنَّ إِلَّا اللَّهُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
ნუთუ მათ არ უნახავთ ჩიტები, მორჩილნი ცის კამარაზე? არავინ აკავებს მათ, გარდა ალლაჰისა. უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნე ხალხთათვის!
16:79 -
وَاللَّهُ جَعَلَ لَكُمْ مِنْ بُيُوتِكُمْ سَكَنًا وَجَعَلَ لَكُمْ مِنْ جُلُودِ الْأَنْعَامِ بُيُوتًا تَسْتَخِفُّونَهَا يَوْمَ ظَعْنِكُمْ وَيَوْمَ إِقَامَتِكُمْ ۙ وَمِنْ أَصْوَافِهَا وَأَوْبَارِهَا وَأَشْعَارِهَا أَثَاثًا وَمَتَاعًا إِلَىٰ حِينٍ
და ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის სახლები საცხოვრებლად. და ასევე დაადგინა თქვენთვის საქონლის ტყავებიდან სადგომი საცხოვრებლად, რომელსაც ადვილად ატარებთ მგზავრობისას, ან როცა დაბინავდებით. და მათი მატყლისგან, სტევისგან და ბეწვისგან სამოსელი და ავეჯი, სარგებლად დანიშნულ ვადამდე.
16:80
თარგმანი: რეზო მიქელაძე