სურა 16 ნაჰლი

  1. شَاكِرًا لِأَنْعُمِهِ ۚ اجْتَبَاهُ وَهَدَاهُ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    მადლიერი წყალობათა მისსა, გამოარჩია იგი და ჭეშმარიტ გზას დაადგინა.

    16:121
  2. وَآتَيْنَاهُ فِي الدُّنْيَا حَسَنَةً ۖ وَإِنَّهُ فِي الْآخِرَةِ لَمِنَ الصَّالِحِينَ

    და ჩვენ ვუბოძეთ მას სიკეთენი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და უეჭველად, იგი იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც მართალთა შორის იქნება!

    16:122
  3. ثُمَّ أَوْحَيْنَا إِلَيْكَ أَنِ اتَّبِعْ مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا ۖ وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    შემდგომ ჩვენ ზეშთაგაგონეთ შენ: შეუდექი, როგორც ჰანიფი, იბრაჰიმის რჯულს, რომელიც არ იყო წარმართთაგანი!

    16:123
  4. إِنَّمَا جُعِلَ السَّبْتُ عَلَى الَّذِينَ اخْتَلَفُوا فِيهِ ۚ وَإِنَّ رَبَّكَ لَيَحْكُمُ بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كَانُوا فِيهِ يَخْتَلِفُونَ

    მხოლოდ დაედგინათ შაბათი დღე მათ, რომელთაც უთანხმოება ჰქონდათ მასში. და, უეჭველად, ღმერთი შენი აღდგომის დღეს განსჯის მათ შორის, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ!

    16:124
  5. ادْعُ إِلَىٰ سَبِيلِ رَبِّكَ بِالْحِكْمَةِ وَالْمَوْعِظَةِ الْحَسَنَةِ ۖ وَجَادِلْهُمْ بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ ۚ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِمَنْ ضَلَّ عَنْ سَبِيلِهِ ۖ وَهُوَ أَعْلَمُ بِالْمُهْتَدِينَ

    მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით, ეკამათე მათ საუკეთესო მეთოდით. უეჭველად, შენი ღმერთი უკეთ უწყის, თუ ვინ აცდა თავის გზას და უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფთ!

    16:125
  6. وَإِنْ عَاقَبْتُمْ فَعَاقِبُوا بِمِثْلِ مَا عُوقِبْتُمْ بِهِ ۖ وَلَئِنْ صَبَرْتُمْ لَهُوَ خَيْرٌ لِلصَّابِرِينَ

    და თუ უნდა დასაჯოთ, მაშინ დასაჯეთ იმდენით, რამდენადაც დაგსაჯეს თქვენ. და თუ მოთმინებას გამოიჩენთ, დიახაც იგი უკეთესია მომთმენთათვის!

    16:126
  7. وَاصْبِرْ وَمَا صَبْرُكَ إِلَّا بِاللَّهِ ۚ وَلَا تَحْزَنْ عَلَيْهِمْ وَلَا تَكُ فِي ضَيْقٍ مِمَّا يَمْكُرُونَ

    და მოითმინე, რამეთუ შენი მოთმინება მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შეწევნითაა. და ნუ იდარდებ მათზე და არ შეწუხდე იმის გამო, რომ მზაკვრობენ!

    16:127
  8. إِنَّ اللَّهَ مَعَ الَّذِينَ اتَّقَوْا وَالَّذِينَ هُمْ مُحْسِنُونَ

    უეჭველად, ალლაჰი მათთანაა, რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან და რომელნიც სიკეთის მქმნელნი არიან!

    16:128

თარგმანი: რეზო მიქელაძე