მუსხაფი, გვერდი 273

  1. لِيَكْفُرُوا بِمَا آتَيْنَاهُمْ ۚ فَتَمَتَّعُوا ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ

    რათა უარყონ იგი, რაც ჩვენ ვუბოძეთ. აბა, გაერთეთ, და მალე შეიტყობთ თქვენ!...

    16:55
  2. وَيَجْعَلُونَ لِمَا لَا يَعْلَمُونَ نَصِيبًا مِمَّا رَزَقْنَاهُمْ ۗ تَاللَّهِ لَتُسْأَلُنَّ عَمَّا كُنْتُمْ تَفْتَرُونَ

    და წილს უდგენენ იმას, რაც მათ ვუბოძეთ იქიდან, რასაც არ უწყიან. ვფიცავ ალლაჰს! უთუოდ მოგეკითხებათ ყოველივე იმის გამო, რასაც თხზავდით!

    16:56
  3. وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ الْبَنَاتِ سُبْحَانَهُ ۙ وَلَهُمْ مَا يَشْتَهُونَ

    და ალლაჰს უდგენენ ქალიშვილებს. დიდება მას! თავისთვის კი იტოვებენ იმას, რაც სურთ.

    16:57
  4. وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُمْ بِالْأُنْثَىٰ ظَلَّ وَجْهُهُ مُسْوَدًّا وَهُوَ كَظِيمٌ

    და როცა რომელიმე მათგანს ქალიშვილს ახარებენ, დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო.

    16:58
  5. يَتَوَارَىٰ مِنَ الْقَوْمِ مِنْ سُوءِ مَا بُشِّرَ بِهِ ۚ أَيُمْسِكُهُ عَلَىٰ هُونٍ أَمْ يَدُسُّهُ فِي التُّرَابِ ۗ أَلَا سَاءَ مَا يَحْكُمُونَ

    ემალება ხალხს უხეირო ცნობის გამო. დაიტოვოს სირცხვილად შვილი თუ მიწაში ჩამარხოს? ერთი შეხედე, რა საზიზღარია მათი განაჩენი!

    16:59
  6. لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ مَثَلُ السَّوْءِ ۖ وَلِلَّهِ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    რომელთაც არ სწამთ საიქიოსი, ცუდი თვისებები ახასიათებთ. და ალლაჰისთვისაა თვისებები უზენაესი, და იგია ძლევამოსილი, ბრძენი!

    16:60
  7. وَلَوْ يُؤَاخِذُ اللَّهُ النَّاسَ بِظُلْمِهِمْ مَا تَرَكَ عَلَيْهَا مِنْ دَابَّةٍ وَلَٰكِنْ يُؤَخِّرُهُمْ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ۖ فَإِذَا جَاءَ أَجَلُهُمْ لَا يَسْتَأْخِرُونَ سَاعَةً ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ

    და რომ დასაჯოს ალლაჰმა ადამიანები თავიანთი უსამართლობის გამო, არ დარჩებოდა მასზე სულიერი. მაგრამ გადაუვადებს მათ დათქმულ ვადამდე. და როცა მათი დრო დადგება, ვერ შეძლებენ ისინი ამის გადაწყვეტას ან დაჩქარებას ერთი საათითაც კი!

    16:61
  8. وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ مَا يَكْرَهُونَ وَتَصِفُ أَلْسِنَتُهُمُ الْكَذِبَ أَنَّ لَهُمُ الْحُسْنَىٰ ۖ لَا جَرَمَ أَنَّ لَهُمُ النَّارَ وَأَنَّهُمْ مُفْرَطُونَ

    და ისინი მიაწერენ ალლაჰს იმას, რაც თავად არ მოსწონთ. და ცრუობენ მათი ენები, რომ მათთვისაა სიკეთე. ეჭვი არ არის, რომ მათთვის ცეცხლია, და უეჭველად, მიტოვებულნი იქნებიან ეგენი!

    16:62
  9. تَاللَّهِ لَقَدْ أَرْسَلْنَا إِلَىٰ أُمَمٍ مِنْ قَبْلِكَ فَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ فَهُوَ وَلِيُّهُمُ الْيَوْمَ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    ვფიცავ ალლაჰს, შენამდეც წარვგზავნეთ ხალხთან, მაგრამ ეშმაკმა შეულამაზა მათ თავიანთი საქმენი. იმ დღეს ის არის მათი მფარველი და მათთვისაა სასჯელი მწარე!

    16:63
  10. وَمَا أَنْزَلْنَا عَلَيْكَ الْكِتَابَ إِلَّا لِتُبَيِّنَ لَهُمُ الَّذِي اخْتَلَفُوا فِيهِ ۙ وَهُدًى وَرَحْمَةً لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    ჩვენ არ გარდმოგვივლენია შენზე წიგნი, თუ არა იმისთვის, რომ განუმარტო მათ ის, რაზეც ვერ თანხმდებიან, და გზად ჭეშმარიტად და წყალობად მორწმუნე ხალხთათვის!

    16:64

თარგმანი: რეზო მიქელაძე